პარასკევი, ივნისი 27, 2025

ბადრი ჯაფარიძე – მხნედ ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე, ეს მალე მოხდება

მხნედ ვარ. ქვეყნის თავისუფლებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში განსაცდელებმა, პირიქით, უნდა მოგვმატოს თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და ერთიანობის სურვილი, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ ლიდერ, ბადრი ჯაფარიძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე. ეს მალე მოხდება“, – აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მათ ორი წლით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 23 ივნისს დააკავეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აბას არაღჩი – თეირანს არ აქვს გეგმები შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ

თეირანს არ აქვს გეგმები შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ, – ამაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ისაუბრა.„არანაირი შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია მოლაპარაკებების განახლების შესახებ. არც რაიმე დაპირება არის გაცემული, არც რაიმეს განხილვა მომხდარა ამ საკითხზე“, – განაცხადა არაღჩიმ ირანულ მედიასთან საუბრისას.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკელებთან ურთიერთობის უარყოფითი გამოცდილება გააჩნიათ.„მათ მოლაპარაკებები პროცესის შუაში მიატოვეს. ეს გამოცდილება, ცხადია, გავლენას მოახდენს ჩვენს სამომავლო გადაწყვეტილებებზე. თუმცა ასეთი გადაწყვეტილება საბოლოოდ ირანელი ხალხის სიკეთის მიხედვით მიიღება, არა ემოციური, ზედაპირული ან მოკლევადიანი მოსაზრებების საფუძველზე“,- აღნიშნა აბას არაღჩიმ.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ინფორმაცია საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ.მანამდე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეხვედრა შედგეს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთმანეთს მომავალ კვირაში შეხვდებიან.

პეტრა ბაირი – „ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა – არ უნდა დავკარგოთ იმედი და ვეცადოთ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მათზე,...

„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას, - ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის წევრმა პეტრა ბაირმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.„ეკონომისტის დაზვერვის ერთეულის“ დემოკრატიის ინდექსის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის მხრივ მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი გაუარესებაა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. 200 დღეზე მეტია, ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა, როგორიცაა შემზღუდავი კანონმდებლობის ცვლილებები, სისხლისსამართლებრივი დევნის გაძლიერება და ზოგჯერ მკაცრი სასჯელები დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ცნობილი ფიგურების მიმართ. მხოლოდ მცირე ნიშნებია იმისა, რომ საპროტესტო აქციები საბოლოოდ, პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს“, - განაცხადა მან.პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში ყველაზე გახმაურებული შემთხვევა მზია ამაღლობელის დაკავებაა, რომელიც პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო დააკავეს.„დღემდე ქვეყანაში დაპატიმრების ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო ქალბატონი მზია ამაღლობელის დაკავება, დამოუკიდებელი მედია საშუალებების დამფუძნებლისა და დირექტორის საქმე. იგი დააკავეს ბათუმში საპროტესტო სტიკერის გაკვრისა და სავარაუდოდ, პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო.„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას. ესენია ჯარიმების და თავისუფლების აღკვეთის სასჯელების გაზრდა და ახალი სისხლის სამართლის დანაშაულების, როგორიცაა ღალატი, შემოღებაც კი. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში, გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 180 ევროს ეკვივალენტიდან 1800 ევრომდე გაიზარდა, რაც უბრალოდ მიზნად ისახავს ადამიანების ყურადღების გადატანას მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვისგან.ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო. ჩვენს საერთო ღირებულებებში არსებობს წითელი ხაზი და ადამიანების დაპატიმრება იმის გამო, რომ მათ სურთ ისარგებლონ თავიანთი ფუნდამენტური ადამიანის უფლებებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება, ნამდვილად დაუშვებელია.არ უნდა დავკარგოთ იმედი და ვეცადოთ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მათზე, რათა ჩაატარონ ახალი არჩევნები აქტივისტებისა და დემონსტრანტების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამოსაძიებლად და, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად“, - განაცხადა მან.

იმერეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაღუპულია ორი ადამიანი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.

ისრაელ კაცი – აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია გვინდოდა, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა არა შესაძლებლობა.კითხვაზე, სთხოვა თუ არა ისრაელმა ამერიკას თანხმობა ხამენეის ლიკვიდაციისთვის, კაცმა უპასუხა, რომ ამ ყველაფრისთვის ნებართვა არ გვჭირდებათ.„ხამენეი ჩვენს მიზანში რომ ყოფილიყო, ჩვენ მოვკლავდით მას. ჩვენ გვინდოდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა”, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ გმირულად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობას ქმნის

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რომ ისრაელის გამარჯვება ირანის წინააღმდეგ შესაძლებლობებს ქმნის სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოებისთვის.მისივე თქმით, ისრაელი ამ საკითხზე ენერგიულად მუშაობს.„ჩვენ გმირულად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და მივაღწიეთ დიდ გამარჯვებას. ეს გამარჯვება სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ ამაზე ენერგიულად ვმუშაობთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა „ჰამასის“ დასამარცხებლად და ასევე მძევლების დასაბრუნებლად.„ჩვენ არ უნდა დავკარგოთ არც ერთი დღე“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბოლო სიახლეები