ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. ამ მიმართულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი, რომლის მიხედვით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვებოდა, დაკორექტირდა.

ამასთან, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის და ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, სასამართლოს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი კადრები თავად გაავრცელოს.

„გააჩნია მედიას – პოლიტიკურად მართული და პოლიტიზებული მედიის წარმომადგენლების მთავარი მიზანი სწორედ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა და არამხოლოდ. ყველა ცდილობს, შოუ დაიდგას და სასამართლო სხდომები არ ჩატარდეს. მთავარი, რისთვისაც სასამართლო არსებობს, ეს არის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და ადამიანებს თავისუფლად ჰქონდეს შესაძლებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე თავიანთი უფლებები დაიცვან, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და იმუშაოს მშვიდ გარემოში.

ამის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილია ცვლილებები, რომელიც ამბობს, რომ დაუშვებელია ფოტო/ვიდეო გადაღება სასამართლო მიმდინარეობისას, ხოლო ასეთი დაშვების შესაძლებლობა არსებობს თუ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებულობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. სასამართლოს შესაძლებლობა ექნება თავად გაავრცელოს შესაბამისი კადრები, ხოლო თუ მედიას აქვს სურვილი, რომ კონკრეტულ მხარეებთან ინტერვიუ ჩაწეროს – ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი და სხდომათა დარბაზი არ და ვერ შეიძლება იყოს შოუს დადგმის ადგილი”, – განაცხადა გორდულაძემ.

გორდულაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონსტიტუციური ვალდებულება აქვს, რომ სასამართლოს ორგანიზებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ვერანაირად ვერ იქნება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში თავდაპირველად დაინიცირებულ ვარიანტით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვებოდა.

ამასთან, კანონის პროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელ კაცი – აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია გვინდოდა, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა არა შესაძლებლობა.კითხვაზე, სთხოვა თუ არა ისრაელმა ამერიკას თანხმობა ხამენეის ლიკვიდაციისთვის, კაცმა უპასუხა, რომ ამ ყველაფრისთვის ნებართვა არ გვჭირდებათ.„ხამენეი ჩვენს მიზანში რომ ყოფილიყო, ჩვენ მოვკლავდით მას. ჩვენ გვინდოდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა”, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ გმირულად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობას ქმნის

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რომ ისრაელის გამარჯვება ირანის წინააღმდეგ შესაძლებლობებს ქმნის სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოებისთვის.მისივე თქმით, ისრაელი ამ საკითხზე ენერგიულად მუშაობს.„ჩვენ გმირულად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და მივაღწიეთ დიდ გამარჯვებას. ეს გამარჯვება სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ ამაზე ენერგიულად ვმუშაობთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა „ჰამასის“ დასამარცხებლად და ასევე მძევლების დასაბრუნებლად.„ჩვენ არ უნდა დავკარგოთ არც ერთი დღე“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბრიტანეთის ქალაქის ცენტრში ხვრელი გაჩნდა – რა აღმოაჩინეს შიგნით

ბრიტანეთის ქალაქის ცენტრში ხვრელი გაჩნდა. ითვლება, რომ შიგნით XII-XIII საუკუნის საავადმყოფოს ნაწილი იყო.ამ ადგილას ოდესღაც რომაელი ლეგიონერების ციხესიმაგრე იდგა. სწორედ ამ გარემოებამ აიძულა არქეოლოგები გათხრები ჩაეტარებინათ, წერს  Mirror.ადრე აქ იყო ადგილი, რომელმაც შუა საუკუნეების სახელი „ზარაფხანის ეზო“ მიიღო და რამდენიმე საუკუნის წინ დაანგრიეს, შემდეგ კი მასზე გზა გაიყვანეს.აღმოჩენის ადგილი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და დაცვის ქვეშაც კი იყო მოთავსებული, რათა არქეოლოგებს საცობებში მშვიდობიანად მუშაობა შეძლებოდათ.იორკის საბჭოს წევრმა ქეით რავილიუსმა განაცხადა: „ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ტერიტორიაზე რომაული ლეგიონერების ციხესიმაგრესთან დაკავშირებული მრავალი რთული არქეოლოგიური ობიექტი იყო. სამუშაოების პროგრესირებასთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ განახლებული ინფორმაციის გაზიარებას“.გამოცემაში აღნიშნულია, რომ 1836 წელს მოედნის ტერიტორია ახალი ქუჩის ლანდშაფტი გახდა და მალევე გახდა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ადგილი იმ დროისთვის.

გია ვოლსკი – საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და სააკაშვილი სამოთხეში ცხოვრობს იმასთან შედარებით, როგორი საკონცენტრაციო ბანაკებიც თვითონ მოაწყო

გარკვეული მაჩვენებლები არსებობს. თუ რეიტინგები აინტერესებთ, მონაცემებს ჩახედონ,. შაჰინს ეს მონაცემები არ აინტერესებს, მას ის აინტერესებს, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს და ქვეყანას მართავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, „თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა დემოკრატიის შუქურა, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს“.„შაჰინის განცხადებებს მხოლოდ არგუმენტებით თუ დავუპირისპირდებით. სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად იხსენიებდნენ, მაგრამ გახსოვთ, ადამიანის უფლებების დარღვევის რა მასშტაბი იყო. საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და სააკაშვილი სამოთხეში ცხოვრობს იმასთან შედარებით, როგორი საკონცენტრაციო ბანაკებიც თვითონ მოაწყო. თურმე მაინც ის ყოფილა დემოკრატიის შუქურა და აქ დემოკრატიის უკუსვლა მიმდინარეობს. ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა, როჯერ უიკერმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი – არჩევნებზე ჩემი პოზიცია პარტიისგან ცოტა განსხვავებულია: ან ყველა შედის არჩევნებში, ან არავინ – რაც შეეხება უნდა ჩამოვიდეს თუ არა გახარია, ციხეში...

გიორგი გახარიას გადასაწყვეტია, - ასე უპასუხა “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” კითხვას, დაბრუნდება თუ არა გიორგი გახარია საქართველოში ან თუ გაითვალისწინებს არაერთი ადამიანის რჩევას ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენასთან დაკავშირებით, რადგან მათი მოსაზრებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოში დიდი საფრთხის ქვეშ იქნება.„ჯერ-ჯერობით, სურათი ბოლომდე მკაფიო არ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ანალიზისთვის ძალიან ბევრი საფუძველი და ფაქტორი გვაქვს. პროცესებს დაველოდებით, პროცესების მიხედვით იქნება მსჯელობა, თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორ გადაწყვეტს გიორგი გახარია”, - განაცხადა მან.ცქიტიშვილის თქმით, გიორგი გახარიას საქმე სხვა დაკავებული პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავდება, რადგან, ამ შემთხვევაში, საქმე არ ეხება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.“მოსალოდნელი იყო და აქამდეც მივედით, სამწუხაროდ, რომ დღეს პარტიული ლიდერები გაურკვეველი ვადით არიან დაპატიმრებულები, თუმცა, ცოტათი განსხვავებულია გიორგი გახარიას ქეისი იმიტომ, რომ აქ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა-არ მისვლაზე კი არ არის საქმე, აქ უკვე პროკურატურაში არის დაწყებული გამოძიება, რომელიც “დიპ სტეიტთან” ბრძოლის მუხლით არის აგებული და, რაც მთავარია, ედავებიან ქართული მიწის დაცვას”, - აღნიშნა მან.კითხვაზე, საიდან უფრო გამოადგება და დაეხმარება გიორგი გახარია საქართველოს - თბილისში დაბრუნებული, სადაც შესაძლოა დააპატიმრონ თუ დასავლეთში მყოფი, სადაც შეეძლება მისი კონტაქტების გამოყენება, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ „ციხეში მყოფი პოლიტიკოსები ნაკლებად პროდუქტიულები არიან“.“ვისურვებდი, რომ დღეს ყველა პოლიტიკური პატიმარი იყოს გარეთ, იყოს თავისუფალი და ამ ბრძოლაში თავისუფალი ჰქონდეს თავისი შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ რეჟიმს ვებრძვით და ამ ბრძოლაში ჩვენი შესაძლებლობა მაქსიმალურად შეზღუდულია, მათ შორის, იმით, რომ პოლიტიკურ ლიდერებს აპატიმრებენ, ალბათ, მათ პატიმრობას მომავალში მანიპულაციებისთვის გამოიყენებენ, რადგან არ ექნებათ კომუნიკაციების ისეთი აქტიური შესაძლებლობები, როგორც თავისუფლებაზე. აქ გაცილებით უფრო იზრდება იმ ხალხის პასუხისმგებლობა, ვინც გარეთ ვართ და ვინც ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა, არც ჩვენ ვართ დაზღვეული”, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მთლიანად ოპოზიციური სპექტრის ერთიანი პოზიცია, იქნება ეს არჩევნებში მონაწილეობა თუ ბოიკოტი, რადგან, სხვა შემთხვევაში, ამომრჩეველიც დაიბნევა და ზურგს აქცევს ოპოზიციას. “ამ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური პოზიციაა იმიტომ, რომ შეიძლება ცოტა განსხვავებულია ჩემი პარტიის პოზიციისგან. მე მგონია, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არის ამ მოცემულობაში დარჩენა, როდესაც პარტიების ერთი ჯგუფი გავა ბოიკოტზე და მეორე ჯგუფი წავა არჩევნებზე. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის საფრთხე იმის, რომ ყველაზე მარტივად დაიმკვიდროს და გაიმყაროს ხელისუფლებამ თვითმმართველობის ბოლო ნაწილი. ეს არის ჩემი პოზიცია და არა პარტიის პოზიცია. პარტია ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა, მე მგონია, რომ ყველა პარტია, ყველა კოალიცია ან ერთ ან მეორე პოზიციაზე უნდა შეთანხმდეს იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ეს იქნება პოლარიზებული ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ვერც ბოიკოტის შემთხვევაში შექმნის ვერაფერს და ვერც არჩევნებში ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწევს.ან ყველა შედის არჩევნებში, ან არავინ შედის არჩევნებში. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ორი კოალიცია არჩევნებზე მიდის და ორი კოალიცია არ მიდის, გამოდის, რომ ერთი ატარებს კამპანიას, რომ არჩევნების გზით ვართმევთ ხელისუფლებას და მეორე ატარებს კამპანიას, რომ არ მოხვიდეთ არჩევნებზე. ასე ვერც არჩევნებით წავართმევთ ხელისუფლებას და ვერც ბოიკოტით დავაზარალებთ ხელისუფლებას.ეს იმდენად ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებია, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოება კიდევ უფრო დაბნეული იქნება და კიდევ უფრო მეტად ზურგს შეაქცევს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. ორივეს აქვს ძალიან ლეგიტიმური გზა, ერთითაც შეიძლება ხელისუფლების შერყევა და მეორითაც, ოღონდ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ რომელიღაც ერთი ავირჩიოთ”, - განაცხადა მან.კითხვაზე, თუ ერთიან გადაწყვეტილებამდე მისვლა ვერ მოხერხდა, უშვებს თუ არა ის, რომ გახარიას პარტიამ, შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქროს, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ თუ კრიტიკული ვითარება დადგება, პარტია ამ ვითარებიდან გამომდინარე მიიღებს მონაწილეობას.“მე არ მინდა წინასწარ ვთქვა, თუმცა, პარტია ჯერჯერობით ემზადება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი პოზიციის გაჟღერება ჩემგან სწორი არ იქნება, მე ცოტა სხვა პოზიციაზე ვარ, მაგრამ, საბოლოო კრიტიკულ მომენტში როცა დადგება ვითარება, ალბათ, იმ ვითარების შესაბამისად მიიღებს პარტია გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ბოლო სიახლეები