ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025

შალვა პაპუაშვილი – სამ ათწლეულზე მეტია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მაღალი პროფესიონალიზმით, სიმამაცით, თავდადებით ემსახურებიან ქვეყანას, იცავენ კონსტიტუციურ წესრიგს

გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლების განმავლობაში განავითარა მართვის წარმატებული სისტემა, ასევე, ფეხი აუწყო ცვალებად და გამოწვევებით აღსავსე სამყაროში მიმდინარე პროცესებს, დანერგა პროგრესული ცვლილებები, ახალი ტექნოლოგიები, გადამზადების პროგრამები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამ ათწლეულზე მეტია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მაღალი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და თავდადებით ემსახურებიან ქვეყანას, იცავენ სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციურ წესრიგს, ქართველ და საქართველოში მყოფ უცხოელ მაღალი თანამდებობის პირებს.

„უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს, ჩვენი ქვეყანა საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ძალადობრივი ჯგუფებისგან ვიხილეთ შეტევები პარლამენტის შენობაზეც. ამ გამოწვევების პირობებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მყარად იდექით პარლამენტის დაცვის სადარაჯოზე, თქვენ დაიცავით არა მხოლოდ პარლამენტის სასახლე, არამედ პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი. დიდი რისკების ფონზე, მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედებდით. მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი იმ საფრთხეების აღკვეთაში, რომლებიც დემოკრატიულ პროცესებს ემუქრება. სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით მათ, ვინც სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა იმ რთულ დღეებში, დიდ მადლობას გიხდით. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის. მინდა, პატივი მივაგო იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. ეს ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებენ სამსახურის ისტორიასა და ჩვენს მეხსიერებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს, კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ 31-ე წლისთავს და გიდასტურებთ ჩემს დიდ პატივისცემასა და მხარდაჭერას. გისურვებთ მხნეობას, სიმტკიცეს, გამძლეობას, შემდგომ წარმატებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.„კვირას, 29 ივნისს წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაილოცებიან აბიტურიენტები.ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პერან მუნი – დრო სწრაფად იწურება – მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, რაც ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას, საზღვარგარეთ...

საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომა შევუზღუდოთ, და საზღვარგარეთ არდადეგების ფუფუნება ჩამოვართვათ. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პერან მუნმა (დიდი ბრიტანეთი, ლეიბორისტული პარტია) განაცხადა.“კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მელიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებაზე ვაპირებდი საუბარს, მაგრამ სანამ მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთის მოვლენებისკენ იყო მიპყრობილი, საქართველოს დისკრედიტირებულმა მთავრობამ მომენტი ქვეყანაში დემოკრატიის ჩახშობის ესკალაციისთვის გამოიყენა.ახლა სრულიად ცხადია, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და მელიას მცირე პროცედურული ბრალდებებით დაკავებები რეპრესიის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია. რეალურად ექვსი ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს ბოლო რამდენიმე კვირაში.როდესაც ზურაბ ჯაფარიძე ხელბორკილებით მიჰყავდათ, მან თქვა: “ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ”. ეს იმ კაცის სულისკვეთებაა, რომელსაც თავისუფლების სწამს. მაშინაც კი, როდესაც მას ძალით აჩუმებდნენ. ეს იმ კაცის ხმაა, რომელსაც უნდა მოუსმინონ ამ დარბაზში და მთელს ევროპაში.და ეს დაპატიმრებები, როგორც “ცალკეულები” ვეღარ აღიწერება. პოლიტპატიმრების სიას უნდა დავუმატოთ ნიკა გვარამია, მესამე დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერი. გასული კვირის ოთხშაბათს ლონდონში ბადრი ჯაფარიძეს შევხვდი, ოპოზიციური პარტია “ლელოს” ლიდერს, რომელმაც მიღებული კანონები ამიხსნა, რომელთა მიზანია მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვაა. ჯაფარიძემ მითხრა, რომ ისიც თბილისში ბრუნდებოდა, სადაც მის წინააღმდეგ, მისი აზრით, ბრალდება იყო უსამართლო სასამართლოსგან, რომლისგანაც ჯარიმას ელოდა. ამის ნაცვლად, მიმდინარე კვირის ორშაბათს ბადრი ჯაფარიძეს “ლელოს” პარტიის თანალიდერ მამუკა ხაზარაძესთან ერთად 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 2 წლით აუკრძალეს საჯარო თანამდებობის დაკავება.ეს უბრალოდ ოპოზიციონერები არ არიან, ესენი საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისა და ორგანიზებული ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის სიმბოლოები არიან.მეგობრებო, უნდა გითხრათ, რომ დრო სწრაფად იწურება და ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. საქართველოსთვის ბოლო შესაძლო მომენტში ვართ. თუ სერიოზულები ვართ მათი მხარდაჭერის შესახებ, ვინც მამაცად უწევს წინააღმდეგობას საქართველოში პოლიტიკურ დევნასა, მიზანში უნდა ამოვიღოთ ამ რეპრესიებზე პასუხისმგებლები. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით. ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და მათთვის საზღვარგარეთ არდადეგებისა და უსაფრთხო თავშესაფრის ფუფუნების ჩამორთმევას მაშინ, როდესაც ისინი სახლში დემოკრატიას შლიან”, - განაცხადა მუნმა.

ალექსეი გონჩარენკო – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო მოსკოვისგან, დავუბრუნოთ საქართველო საქართველოს მოსახლეობას

საქართველო მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას. არის შეკითხვა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება არ არის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ეს არის კრემლის ჩურჩული, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.გონჩარენკოს თქმით, მათ „ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გადაარჩინონ საქართველო მოსკოვისგან და დაუბრუნონ საქართველო საქართველოს მოსახლეობას“.„წევრი ქვეყნებიდან ექვსმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა ტრიბუნალის შექმნას რუსეთის წინააღმდეგ და ერთ-ერთი ქვეყანა საქართველოა. საქართველო თვითონ არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თითქმის იმდენივე, რამდენიც უკრაინაში. საქართველო უფრო ადრე იყო მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, ვიდრე ჩვენ. ამის შემდეგ საქართველო მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. შეკითხვა არის, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები?როდესაც ისინი აპატიმრებენ ოპოზიციის ლიდერებს, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ეს არის კრემლის ჩურჩული. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ლიდერებს, ვინც დგას მათ მხარდამხარ, არა პუტინთან. სწორედ ეს ხდება ახლა. აქ არის ჩვენი ყველას ბრალეულობაც. 2008 წელს იყო დრო, როდესაც უკრაინა და საქართელო ნატო-ს კართან იდგნენ. ნატო-მ თქვა, დიახ, მიგიღებთ, მაგრამ არ ვიცით, როდის. ბევრმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა, პუტინმა ნათლად გაიგო და 2008 წლიდან მან დაიწყო ომი საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ. ის ანადგურებს ამ ქვეყნებს, ცდილობს, ყველა დაგვხოცოს, ცდილობს ამ ქვეყნების ოკუპაციას. ახლა ის საქართველოს ჰიბრიდულად იკავებს, რადგან ახლა ძალიან დაკავებულია უკრაინაში. ეს არ არის ტანკები, მაგრამ არიან მარიონეტები, ესენი არიან რუსეთის აგენტები, ვინც ახორციელებენ თავდასხმას საქართველოზე. ეს არ არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ლუკაშვილი, რადგან ის საქართველოსგან ბელარუსს აკეთებს. ეს ბელარუსს ჰგავს, რომელმაც დაკარგა დემოკრატია, შემდეგ სახელმწიფოებრიობა და ახლა ოკუპირებული სახელმწიფოა. სწორედ ასე ხდება ახლა საქართველოში. რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევხვდით გიორგი ვაშაძეს, სხვა ლიდერებს, რომლებიც ახლა ციხეში არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო მოსკოვისგან, რომ დავუბრუნოთ საქართველო საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.

ერიკ-ნილს კროსი – სიჩუმე ღალატია, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ – საქართველო ზღვარზეა, რომ დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც დღეს...

საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით - საქართველო მომდევნო დაპყრობილი ერი გახდება, როგორც ბელარუსია დღეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა.მისი თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ დემოკრატიიდან დიქტატურისკენ.“ჩემი სიტყვა მათთვის არ იქნება, ვისაც სუსტი გული აქვს, მაგრამ საქართველოში დღევანდელი ვითარებაც ასეთია.ჩემი კითხვაა - კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, სანამ რეალურად ჩავერთვებით და რამეს გავაკეთებთ? ასევე, მინდა, გთხოვოთ, რომ მოვლენებს სწორი სახელი დაარქვათ. თავი აარიდოთ “დემოკრატიულ უკუსვლას”, ეს “დემოკრატიული უკუსვლა” არ არის.რასაც რეალურ დროში ვუყურებთ, არის რუსული სტილის, რუსეთის მიერ მართული და რუსეთის დახმარებით საქართველოს დაპყრობა. ეს ჩვენს წინაშე სახელმწიფოს მიტაცებაა ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც მოსკოვის მიერ შთაგონებული და მართულია.ქართველი ხალხი 200 დღეზე მეტია მშვიდობიანად მართავს დემონსტრაციებს ევროპული დროშების ქვეშ. არც ერთი მათი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. არც ერთი.და ჩვენ რა გავაკეთეთ? იანვარში ამ ასბმლეამ ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინა პირობებით. ოთხი მთავარი პირობა იყო: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შეჩერება, საპოლიციო ძალადობის გამოძიება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. და პასუხი რა იყო? “ქართული ოცნების” დელეგაციამ ასამბლეა დატოვა, ვინაიდან მათი “გრძნობები იქნა შეურაცხყოფილი” და რეჟიმმა ესკალაცია დაიწყო.საერთოდ არავითარი დაკმაყოფილება არ არის. პირიქით, ბიძინა ივანიშვილი და მისმა ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ დემოკრატიიდან დიქტატურისკენ…მხოლოდ ამ კვირას 7 ოპოზიციის ლიდერი იქნა დაპატიმრებული და მათ წინააღმდეგ განაჩენები იქნა გამოტანილი. აეკრძალათ პოლიტიკური აქტივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი უკვე ახსენეს აქ და კიდევ ერთს დავასახელებ - გივი თარგამაძე. მას უკვე გამოუტანეს დაუსწრებლად განაჩენი ბელარუსში, რომლის წინააღმდეგ ბრალდებებია რუსეთში, რომელიც თითქმის ააფეთქეს კადიროველებმა ჩეჩნებმა. ის ახლა სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშეა საქართველოში. ესენი არიან რეჟიმის მეგობრები.მოდით, სრულიად ცხადები ვიყოთ - ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარაა, სიჩუმე ღალატია. ასე რომ, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ - მინისტრების, პარლამენტარების, მოსამართლეებისა, პოლიციის და მათი ხელშემწყობებისა და ოჯახების წინააღმდეგ. ღირსებულ საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მოვუწოდებთ, რომ თანამდებობები დატოვონ და ხალხს შეუერთდნენ…საქართველო იმის ზღვარზეა, რომ შემდგომი დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც ბელარუსია დღეს და მანამდე ნახევარი ევროპა იყო. და ეს რუსეთისა და “რუსკი მირის” გამარჯვება, ევროპისა და ამ ასამბლეის მარცხი იქნება”, - განაცხადა კროსმა.

ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა

ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა. ამის შესახებ ონისეს ძმა, სანდრო ცხადაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ბოლო სიახლეები