ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025

ირანთან 12 დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და ყველა შეზღუდვა მოხსნილია – აღდგა სასწავლო და სამუშაო პროცესი

ირანთან 12 დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნილია. აღდგა სასწავლო და სამუშაო პროცესი. გაიხსნა საჰაერო სივრცე, ბენ გურიონის და ჰაიფას აეროპორტები სრული ოპერირების რეჟიმში გადავიდნენ.

მიმართვა გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო კამპანია ისტორიულ გამარჯვებად შეაფასა, რადგან ისრაელმა, მისი თქმით, აღმოფხვრა ირანიდან მომდინარე ორი ეგზისტენციალური საფრთხე – ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები.

ისტორიულ გამარჯვებას თავის მხრივ ზეიმობს ირანიც. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მტერმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, მათ შორის, ბირთვული ობიექტების განადგურებას და ამ მიმართულებით კვლევის შეწყვეტას.

სამშვიდობო შეთანხმებას ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი დასაშვებად მიიჩნევს ირანში რეჟიმის ცვლილებას და ამასთანავე აღნიშნავს, რომ სურს, რეგიონში ვითარება რაც შეიძლება სწრაფად დამშვიდდეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მამამ 2 წლამდე ბავშვი, მზიან ამინდში, პარკინგზე გაჩერებულ სატვირთოში დატოვა, რის გამოც პატარა დაიღუპა – შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მამამ 2 წლამდე ბავშვი, მზიან ამინდში, პარკინგზე გაჩერებულ სატვირთოში დატოვა, რის გამოც ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, 33 წლის სკოტ ალენ გარდნერმა საშინელი უპასუხისმგებლობა და გულგრილობა გამოავლინა, როდესაც თავისი ვაჟი, სებასტიანი, სამ საათზე მეტი ხნით მაღალი ტემპერატურის პირობებში მანქანაში დატოვა.მედიის ცნობით, როდესაც მამაკაცმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ბავშვის სხეულის ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.პოლიციის განცხადებით, მამაკაცი დაკავებულია. ის გაუფრთხილებლობით მკვლელობასა და ბავშვის მიმართ უყურადღებობაშია ბრალდებული, რამაც მძიმე სხეულის დაზიანება გამოიწვია. მას გირაოს შეტანის უფლება აკრძალული აქვს.

მიხეილ სააკაშვილი: ვიღებ ჩემს დიდ, ისტორიულ პასუხისმგებლობას, მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა

მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა. შემიძლია ჩემი ისტორიული გამოცდილების, ჩემი რეპუტაციის გამო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.სააკაშვილის თქმით, წინ არის საქართველოს გადარჩენის და დიდი აღმშენებლობის პერიოდი.„ნუ დაველოდებით სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის გადაწყვეტილებებს. მე, რა თქმა უნდა, ვიღებ ჩემს დიდ, ისტორიულ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ მე შემიძლია ამ ყველაფრის – საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა. შემიძლია ჩემი ისტორიული გამოცდილების გამო, ჩემი რეპუტაციის გამო, რადგან რეგიონის თითქმის ყველა ლიდერთან ვარ ძალიან ახლო ურთიერთობაში და ვისთანაც არ ვარ, მაგალითად, ფაშინიანიც, იმეორებს რეფორმებს, რომლებიც ჩვენ გავატარეთ თავის დროზე და ჩვენს ანტიკორუფციულ რეფორმებს. მე ვგრძნობ, რომ ეს შემიძლია, მაგრამ ეს შემიძლია მხოლოდ ქართველ ხალხთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან ერთად. მე ვიღებ ჩემს თავზე ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ძალა ერთობაშია და ცალკე ადამიანი ამას ვერ შეძლებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალას ვახმარ იმას, რომ ამ მიმართულებით დროზე ავმოძრავდეთ. გაერთიანებული კავკასია უახლოეს პერიოდში, და გაერთიანებული საქართველოც იქნება ამის ღერძი, იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობის გეოპოლიტიკური მოთამაშე მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო იყო დიდი მოთამაშე მსოფლიოს მასშტაბით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. შემდეგ მოხდა კონტრრევოლუცია ჩვენი მტრის დახმარებით, ჩვენ ეს სტატუსი დაგვაკარგვინეს, მაგრამ ამას დავიბრუნებთ ჩვენი მეგობრების მეშვეობით, მათ შორის უკრაინელების მეშვეობით, სადაც მე მაქვს ძალიან დიდი პოლიტიკური წონა, როგორც იცით – დღემდე ვარ პრეზიდენტ ზელენსკის რეფორმების მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე – ასევე ევროპელების და ამერიკელების მეშვეობით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ამასთან, სააკაშვილმა განაცხადა, რომ როგორც კი საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, რუსეთთან გამკაცრდება სავიზო რეჟიმი და ქონებრივი ურთიერთობები.„მოდის ისეთი საქართველოს შექმნის პერიოდი, რომელიც არასდროს არ გვინახავს ჩვენ ისტორიაში. ჩვენ გადავაჭარბებთ იმასაც, რაც იყო აღმაშენებლის და თამარის დროს, რადგან ახალი სიტუაციაა, ახალი გარემოებებია, ახალი გლობალიზირებული სამყაროა, სადაც ჩვენი თვითმყოფადობა შენარჩუნებული იქნება. ჩვენ აქ კოლონიურ უბედურებას მოვიშორებთ. მაგალითად, დღეს ბათუმში ქართული ლაპარაკი თითქმის აღარ ისმის. ყველაფერი არის რუსულად. როგორც კი საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, სავიზო რეჟიმი რუსეთთან გამკაცრდება, ქონებრივი ურთიერთობები რუსეთთან გამკაცრდება. არ ვაპირებთ, საქართველო დაიცალოს ქართველებისგან და მათ მაგივრად ჩამოსახლდნენ ჩუქჩები, მორდაველები, ბაშკირები, თათრები ან მოსკოველები და პეტერბურგელები. ჩვენი ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.„როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა „მეთადონი“ და „ბუპრენორფინი“. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორინტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი კობახიძის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ.როგორც კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფო თავისი დაწესებულებების მეშვეობით მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.„გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკომანიის წასახალისებლად. ასევე, დღეს ვთხოვე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირანში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი პირი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, მამაკაცებს ადანაშაულებდნენ ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და მათთვის აღჭურვილობის მიწოდებაში, რომელიც ერთ-ერთი პირის მკვლელობისთვის იყო გამოყენებული.ამასთან, გავრცელებული ცნობებით, ისრაელთან 12-დღიანი შეიარაღებული დაპირისპირების მიმდინარეობისას ირანში ისრაელთან კავშირებისთვის 700 ადამიანი დააკავეს.

დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ირანზე ავიაიერიშის შედეგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ირანზე ავიაიერიშის შედეგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო გააკრიტიკა.„ყალბი ამბების „სიენენი“ და წარუმატებელი „ნიუ იორკ თაიმსი“ გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო იერიშის შეურაცხყოფის მცდელობაში. ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია! როგორც „თაიმსი“, ასევე „სიენენი“ საზოგადოების მხრიდან მკაცრ კრიტიკას მიიღებს!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, მანამდე „სიენენმა“ გაავრცელა ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დაზვერვის წინასწარი შეფასების მიხედვით, აშშ-ის ავიაიერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვით დახიოს უკან. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა სიენენის ანგარიშს „სრულიად მცდარი“ უწოდა, თუმცა მისი არსებობა დაადასტურა.

ბოლო სიახლეები