ირანში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი პირი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცებს ადანაშაულებდნენ ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და მათთვის აღჭურვილობის მიწოდებაში, რომელიც ერთ-ერთი პირის მკვლელობისთვის იყო გამოყენებული.
ამასთან, გავრცელებული ცნობებით, ისრაელთან 12-დღიანი შეიარაღებული დაპირისპირების მიმდინარეობისას ირანში ისრაელთან კავშირებისთვის 700 ადამიანი დააკავეს.