აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ირანზე ავიაიერიშის შედეგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო გააკრიტიკა.
„ყალბი ამბების „სიენენი“ და წარუმატებელი „ნიუ იორკ თაიმსი“ გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო იერიშის შეურაცხყოფის მცდელობაში. ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია! როგორც „თაიმსი“, ასევე „სიენენი“ საზოგადოების მხრიდან მკაცრ კრიტიკას მიიღებს!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მანამდე „სიენენმა“ გაავრცელა ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დაზვერვის წინასწარი შეფასების მიხედვით, აშშ-ის ავიაიერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვით დახიოს უკან. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა სიენენის ანგარიშს „სრულიად მცდარი“ უწოდა, თუმცა მისი არსებობა დაადასტურა.