ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის რიგით მე-100 გოლის ავტორი გახდა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პარი სენ ჟერმენმა“ „სიეტლ სონდერსი“ 2:0 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საკლუბო მუნდიალზე გოლის გატანა მოახერხა. ტურნირზე კი პირველად „მილანის“ ფორმით კახა კალაძემ ითამაშა (2007 წელს) და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

ორი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფრანგული გუნდი, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ერთად, ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს იყოფდა და პლეი იფში გასასვლელად მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს.

კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, გოლის გატანაც სცადა, მაგრამ „სიეტლ  სონდერსის“ მცველები საიმედოდ თამაშობდნენ და პარიზელების შეტევებს იგერიებდნენ.

თუმცა ხვიჩამ 35-ე წუთზე მაინც შეძლო ანგარიშის გახსნა და ეს კურიოზულ ვითარებაში მოახერხა – კუთხურის შემდეგ ვიტინიამ კარისკენ დაარტყა, ბურთი ხვიჩას ზურგზე მოხვდა და მეტოქის კარში შევარდა.

64-ე წუთზე ლუის ენრიკემ კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა, სამ წუთში კი აშრაფ ჰაკიმიმ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ პარიზელებმა 2:0 მოიგეს.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბოტაფოგო“ 1:0 დაამარცხა. შედეგად, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ითამაშებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

„ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ გამარჯვებას“ - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც ოპერაცია „აღმავალი ლომის“ შეჯამებას ეხებოდა.ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისტორიული მოვლენა - აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმები ისრაელის მხარდასაჭერად - იმ დიპლომატიური კამპანიის ნაყოფია, რომელსაც ის მინისტრ რონ დერმერთან ერთად ხელმძღვანელობდა.„ისრაელს არ ჰყოლია ტრამპზე უკეთესი მეგობარი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის“ - აცხადებს ნეთანიაჰუ.ამასთან, ნეთანიაჰუმ მკაცრად გააფრთხილა ირანი:„თუ ვინმე, ვინც არ უნდა იყოს ირანში, შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ იმავე სიმტკიცით და ძალით ვიმოქმედებთ, რათა აღვკვეთოთ ნებისმიერი მცდელობა. ვიმეორებ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი“.

მარტა კოსი – ოპოზიციური ხმების დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმაა, მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი ქართული საზოგადოებისთვის

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებული, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.„ოპოზიციური ხმების დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმაა, რომელიც დღითიდღე ირღვევა. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და პლურალისტური ქართული საზოგადოებისთვის და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებული“, – წერს მარტა კოსი. 

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნასთან დაკავშირებით, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობის განცხადებას ავრცელებს.„ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნასთან დაკავშირებით, გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობის მიერ გაცემული თანხმობის შედეგად, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს:ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას!მოხსნილია ყველა შეზღუდვა ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზეშეზღუდვა მოხსნილია აეროპორტში მგზავრებისა და თანმხლები პირების რაოდენობაზე ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია და ბენ გურიონის აეროპორტი მჭიდრო კონტაქტში არიან ყველა ავიაკომპანიასთან, რათა განაახლონ ფრენების განრიგი და მაქსიმალურად დააჩქარონ ჩვეულ რუტინაში დაბრუნება.საზოგადოებას ვურჩევთ, თვალი ადევნონ ავიაკომპანიების განცხადებებს ფრენების განრიგის თაობაზე უახლესი ინფორმაციის მისაღებად“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ პატივს სცემს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ისრაელიც იმავეს გააკეთებს.„სიონისტური რეჟიმი თუ არ დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ირანიც არ დაარღვევს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა მალაიზიის პრემიერ-მინისტრთან, ანვარ იბრაჰიმთან სატელეფონო საუბრისას.დონალდ ტრამპმა დღეს დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა და მოუწოდა ირანსა და ისრაელს, არ დაარღვიონ შეთანხმება.ამასთან, ტრამპის თქმით, „ისრაელი ირანზე თავდასხმას არ აპირებს, ყველა თვითმფრინავი უკან დაბრუნდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია“.

ტრამპი: მივემგზავრები ნატოს სამიტზე, სადაც, უარეს შემთხვევაში, გაცილებით მშვიდი პერიოდი მექნება, ვიდრე ის, რაც ახლახან გამოვიარე ისრაელთან და ირანთან დაკავშირებით

მივემგზავრები ნატოს სამიტზე, სადაც, უარეს შემთხვევაში, გაცილებით მშვიდი პერიოდი მექნება, ვიდრე ის, რაც ახლახან გამოვიარე ისრაელთან და ირანთან დაკავშირებით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.„მოუთმენლად ველი შეხვედრას ჩემს ძალიან კარგ ევროპელ მეგობრებთან და სხვებთან. იმედია, ბევრს მივაღწევთ!“ - დასძინა დონალდ ტრამპმა. 

ბოლო სიახლეები