გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც მარტა კოსი წერს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსაც შეეხო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„საქართველოს შესახებ გამოვხატე მკაცრი შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი“, – წერს მარტა კოსი.
სოციალურ ქსელში მარტა კოსის პოსტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
„სად არის გვერდით დგომა და მხარდაჭერის გაძლიერება?“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა მარტა კოსის პოსტის კომენტარში.