ორშაბათი, ივნისი 23, 2025

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის მოქალაქეებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა, შესაძლოა, აშშ-ის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ სამოგზაუროდ იმყოფებიან, ან ცხოვრობენ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი გაზარდოს.

„ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში გადაადგილების შეფერხებები და საჰაერო სივრცის პერიოდული დახურვა. არსებობს აშშ-ის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მათი ინტერესების წინააღმდეგ დემონსტრაციების პოტენციალი. სახელმწიფო დეპარტამენტი მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე“,- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ღმერთმა შეარგოს ჰერჩინსკის ის ხაჭაპური, რომელიც მისი განცხადებით, მას უფასოდ მისცეს, მაგრამ საქართველო ცოტა მეტია, ვიდრე ხაჭაპური და ხინკალი

ბოლო პერიოდში ევროკავშირის ელჩის განცხადებები შემაშფოთებელია, მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ის მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან მომდინარე სიძულვილის კამპანიას, ძალადობას და პროპაგანდას არ გაემიჯნა, რაც მისი მხრიდან ნიშნავს, ძალადობის, სიძულვილის და პროპაგანდის წახალისებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, სინამდვილეში, ჰერჩინსკის წამოცდა, რომ სანქციების მიზანი კი არ არის სამართლებრივი ინსტრუმენტი, არამედ ეს არის სტიგმატიზების ინსტრუმენტი.„ეს შემაშფოთებელია. მისი მხრიდან პასაჟები იყო, რაც ამაზრზენია. ამ ინტერვიუში ერთ-ერთი პასაჟი იყო, რომელიც ევროკავშირის შესაძლო სანქციებს ეხებოდა. მან ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ შეხედავენ ოჯახის წევრები მას, ვისაც ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს. ამაზე ამაზრზენი განცხადება იშვიათად მომისმენია. ეს ზუსტად იმ ღირებულებით კრიზისს აჩვენებს, რაც სამწუხაროდ, ბრიუსელში არსებობს. ასევე იმას აჩვენებს, თუ რამდენად ამოტრიალებული წარმოდგენა აქვს ელჩს ოჯახზე, რადგან ფიქრობს, რომ შვილი მამას დაუპირისპირდება თუ მამა შვილს და ა.შ. წლების წინ, ასეთი წარმოდგენების თაობაზე პავლიკ მოროზოვის მაგალითზე გვასწავლიდნენ. რაზეც ჰერჩინსკი საუბრობდა, რომ თუ ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ ადამიანს მისი ოჯახის წევრმაც კი შეიძლება ცერად შეხედოს, ზუსტად ეს არის პავლიკ მოროზოვების მორალის დანერგვის მცდელობა. ეს აჩვენებს, თუ რამდენად აცდენილია ევროპულ გაგებას ის კომენტარები, რასაც ვისმენთ. ეს არის მისი გაგება ოჯახის, რომ შვილი მამას, მამა შვილს, მეუღლე მეუღლეს იმის მიხედვით აფასებს, ბრიუსელში რა გადაწყვეტილება მიიღეს. მას საკუთარი ოჯახი ასე წარმოუდგენია? – ეს იმას აჩვენებს, თუ რამდენად არ იცნობს საქართველოს. ღმერთმა შეარგოს ის ხაჭაპური, რომელიც მისი განცხადებით, მას უფასოდ მისცეს, მაგრამ საქართველო ცოტა მეტია, ვიდრე ხაჭაპური და ხინკალი. ყველამ ეს უნდა გაარკვიოს და როცა ქართულ ოჯახზე ასეთ წარმოდგენას ამკვიდრებ და პავლიკ მოროზოვების გამოზრდას ცდილობ საქართველოში, რა თქმა უნდა, ამაზრზენია. ეს იმას აჩვენებს, რომ სინამდვილეში, მას წამოცდა, რომ სანქციების მიზანი კი არ არის სამართლებრივი ინსტრუმენტი, არამედ ეს ყოფილა სტიგმატიზების ინსტრუმენტი, რომ ადამიანს იარლიყი მიაკრა, რათა ის ოჯახის წევრის თვალშიც კი სტიგმატიზებული იყოს. ეს ნანახი გვაქვს, რას ნიშნავს. ამ მორალში და ასეთი მიდგომებით, რომ საუბრობს, ეს ამაზრზენია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირმა და აშშ-მა უნდა მიაქციონ სასწრაფო ყურადღება საქართველოს არა მხოლოდ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ევროპული მომავლის გამო, ეს უაღრესად გეოპოლიტიკური საკითხია

ევროკავშირმა და აშშ-მა სასწრაფო ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოს არა მხოლოდ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ევროპული მომავლის გამო, ეს უაღრესად გეოპოლიტიკური საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.„ტერორი საქართველოში. მსოფლიო ყურადღება ირანსა და ისრაელზეა მიპყრობილი მაშინ, როდესაც პრორუსული და პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს: ოთხი პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ოთხი განაჩენს ელოდება, ხოლო პრემიერ-მინისტრი კობახიძე საჯაროდ აფრთხილებს ოპოზიციას: „ყველა ციხეში“.ევროკავშირმა და აშშ-მა უნდა მიაქციონ სასწრაფო ყურადღება საქართველოს არა მხოლოდ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ევროპული მომავლის გამო. ეს უაღრესად გეოპოლიტიკური საკითხია: მხოლოდ პროდასავლურ საქართველოს შეუძლია, თავიდან აიცილოს მონოლითური ღერძის – რუსეთი-კავკასია-ირანი – ჩამოყალიბება, რომელიც გააკონტროლებდა შავ და კასპიის ზღვებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება

„ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას ორი წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სხდომას ხაზარაძე არ დასწრებია.საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა. პირველ აპრილს მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.ამასთან, დღესვე გამოცხადდება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განაჩენიც. მასაც აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მასაც გადახდილი აქვს.

გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ.აღნიშნული გადაწყვეტილება სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს. გიორგი გახარია ამჯერად კომისიის სხდომაზე 2 ივლისს არის დაბარებული.„ჩვენ ბატონ გიორგის გავუგზავნეთ შეტყობინება სამი სხვადასხვა საშუალებით. ეს იყო სატელეფონო კონტაქტი, საფოსტო მომსახურება და სამ შემთხვევაში მივიღეთ დადასტურება, რომ მან იცოდა, დღეს, 12:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. ეს იცოდა მაშინ, როცა იმყოფებოდა საქართველოში. პირველი გახლდათ მასთან გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინება, რომ ის იყო ხელმეორედ დაბარებული, რომლის საპასუხოდაც თავის წარმომადგენელს, ასისტენტს დაარეკინა ჩვენი სამდივნოს წარმომადგენელთან. წარმომადგენელმა გაკვირვება გამოხატა, რატომ გახდა საჭირო მეორედ მისი დაბარება. ეს ადასტურებს, რომ ბატონი გიორგი გაეცნო იმ ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც მას გაეგზავნა. ახსნილი იქნა საკითხები, ჩორჩანის ეპიზოდი, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოებული საქმიანობა და მისი როლი 2012-2025 წლებში, რომ ეს თემები იყო განსახილველი. ამის შემდეგ უკვე წერილობითი შეტყობინება, საფოსტო, ოფიციალური წერილი გაიგზავნა რეგისტრაციის მისამართზე. ბატონი გიორგის მშობელმა ხელი მოაწერა საბუთს, რომ ის იღებდა პასუხისმგებლობას, მისთვის ეცნობებინა წერილის შინაარსის შესახებ და გადაეცა ეს წერილი. ამის შემდეგ უკვე 16 ივნისს თბილისში, წავკისში, პირადად გიორგი გახარიამ თავისი ხელმოწერის ქვეშ ჩაიბარა შეტყობინება, რომ დღეს, 23 ივნისს, 12:00 საათზე უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად. ამ დროს მას, როგორ ამას ადასტურებს ფელდეგერის მიერ შედგენილი ოქმი, არავითარი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია, რომ ან ვერ მოვიდოდა, ან არ მოვიდოდა ან ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებდა. პირიქით, როგორც ფელდეგერი გვიამბობს, სამდივნოს უთხრა ძალიან კულტურულად, ზრდილობიანად, თანამშრომლობით განწყობაზე მყოფმა, ეს წერილი ჩაიბარა და ხელიც მოაწერა.ორი დღის წინ, იგივე წარმომადგენელი უკავშირდება სამდივნოს და ეუბნება, რომ გიორგი გახარიამ ქვეყანა დატოვა და შესაბამისად, ის ვერ გამოცხადდება ორშაბათს და ითხოვს, მოხდეს მისი ჩართვა. თავიდან მოთხოვნა, თხოვნა, თუ შუამდგომლობა იყო ასეთი, რომ 23-ში ვერ ჩაერთვება, მაგრამ მომდევნო დღეს, რომელიმე დღეს ჩაერთვება, რადგან არაერთი კვირის განმავლობაში არ აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას. ცოტა ხანში მოთხოვნა შეიცვალა და იყო, რომ ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას კომისიასთან და 23-ში, რაკი ვერ მოდის, ჩაერთვება დათქმულ დროს, ანუ 12:00 საათზე. ამის შესახებ კომისიის წევრებმა ვიმსჯელეთ და ისევ ჩემი ხელმოწერით მას გაეგზავნა პასუხი იმ წერილზე, რომელიც ამასობაში ოფიციალურადაც შემოიტანეს, 23-ში ჩაგვრთეთ 12:00 საათზეო. გაეგზავნა პასუხი კომისიის სახელით, რომ ეს არ იყო დაკმაყოფილებული და ის ფიზიკურად უნდა გამოცხადებულიყო დღეს, 12:00 საათზე. ის ისევ არ არის მობრძანებული. გუშინ გავრცელდა ასევე განცხადება, რომ ვერ მოვა, ითხოვს ონლაინ ჩართვას და ა.შ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რას ვაკეთებთ. უნდა ვუყაროთ კენჭი და ეს საკითხი ან გადავაგზავნოთ პროკურატურაში ან სხვა ტიპის მიდგომა ავირჩიოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.შეგახსენებთ, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე ხელმეორედ 16 ივნისს დაიბარეს. გახარია საგამოძიებო კომისიაზე დღეს, 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო.პარტიამ „ გახარია საქართველოსთვის“ აღნიშნულ საკითხზე გუშინ, 22 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს.საგამოძიებო კომისიამ უარი განაცხადა გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე.

ირაკლი კობახიძე – დიდი იმედი გვაქვს, ევროპაში ვითარება გაუმჯობესდება, დაიძლევა ღირებულებითი კრიზისი, გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა

რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების განცხადებებს შეეხებოდა საქართველოსთან დაკავშირებით.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება და დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი.„რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს, პირველ რიგში, არის ღირებულებითი კრიზისი და მერე ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება, გაუმჯობესდება, მათ შორის, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი. ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერმა.კითხვაზე, რომელიც უვიზო რეჟიმს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შანტაჟი უნდა დასრულდეს და ეს არის საქართველოს ხელისუფლების მოწოდება ყველას მიმართ.„ჩვენ ყველასთან გვაქვს სათანადო კომუნიკაცია. შანტაჟი უნდა დასრულდეს – ეს არის ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები