კვირა, ივნისი 22, 2025

ბინები თბილისსა და მადრიდში, კრიპტოაქტივები… – როგორ შეიცვალა რომეო მიქაუტაძის ქონება 2017-2024 წლებში?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ რომეო მიქაუტაძეს უკანონო გზით მილიონობით ლარის სარგებელი აქვს მიღებული.

bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით დატოვა საჯარო სამსახური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ. ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდის თანახმად, ის დეკლარაციების შევსებას 2017 წელს იწყებს, როცა იმჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მოადგილე გახდა.

მიქაუტაძის ქონებრივი დეკლარაციების ანალიზი აჩვენებს, რომ 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები ფიქსირდება როგორც უძრავ ქონებაში, ასევე ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებში.

უძრავი ქონება

თუ 2017 წელს მიქაუტაძეს თბილისში ერთ ბინა (113.44 კვ.მ, ჩუქებით მიღებული 2011 წელს) ჰქონდა და მეუღლე ფლობდა:

  • ბინას ბათუმში (44 კვ.მ, ნასყიდობა 2017, $20,000),
  • მანსარდს თბილისში (48 კვ.მ, ნასყიდობა 2011, $10,000),

2024 წლის დეკლარაციით მათ საკუთრებაში დამატებით არის:

  • ბინა მადრიდში — 120 კვ.მ, შეძენილი 660,000 ევრო (შეძენილი 2024);
  • ბინა ჭავჭავაძის გამზირზე — 240,000 დოლარი (შეძენილი 2018);
  • სასტუმრო ბეთლემის ქ. 15 (479.71 მ²) — 825,000 დოლარი (შეძენილი 2020);
  • სასტუმროს ეზო ბეთლემის ქ. 15 (300 მ²) — 0 ლარი (შეძენილი 2021);
  • მიწის ნაკვეთი წყნეთში — 320,000 დოლარი (შეძენილი 2023);
  • მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროში — 12,000 დოლარი (შეძენილი 2022);
  • სარდაფი (127.4 მ²) — შეძენილი 2019;
  • სათავსო — შეძენილი 2018.

მოძრავი ქონება და კრიპტოაქტივები

2017 წელს: მხოლოდ ერთი მსუბუქი ავტომანქანა – Mini Cooper Paceman, 23,000 ევრო ღირებულებით.

2024 წელს: დეკლარაციაში არ ფიქსირდება ახალი მანქანები, მაგრამ პირველად ჩნდება კრიპტოაქტივები:

  • 13,000 აშშ დოლარის ღირებულების Ripple.
  • 3,000 აშშ დოლარის ღირებულების Shiba Inu (84 მილიონი ერთეული).

საბანკო ანგარიშები და ნაღდი ფული

2017 წელს:

  • საბანკო ანგარიშებზე: დაახლოებით 4,200 დოლარი და 4,280 ლარი.
  • ოვერდრაფტი და საკრედიტო ბალანსი ჯამურად 421,000 ლარამდე.

2024 წელს:

  • საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება მცირე დადებითი ნაშთები.
  • თუმცა დეკლარაციაში პირველად ჩნდება 115,000 აშშ დოლარის ოდენობის ნაღდი ფული – დანაზოგის სახით.

ვალდებულებები

ფინანსურ ვალდებულებებში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვხედავთ: თუ 2017 წელს ჰქონდა მხოლოდ 420,000 ლარის ოდენობის სესხი, 2024 წლისთვის ოჯახს რამდენიმე ახალი სესხი აქვს:

  • მცირე ბიზნესის სესხი – 85,000$;
  • იპოთეკური სესხი – 100,000$;
  • ორი სესხი სასტუმროებზე – 685,000 და 230,000 ევრო.

შემოსავლები, ანაზღაურება და საჩუქრები

2017 წელს: დეკლარაციაში დაფიქსირებულია დივიდენდებიდან მიღებული 10,000 ლარი.

2024 წელს:

  • რომეო მიქაუტაძის ანაზღაურება – 85,470 ლარი ( მინისტრის მოადგილეობის).
  • მეუღლის საერთო ანაზღაურება რამდენიმე კომპანიაში მუშაობიდან – 266,230 ლარი.
  • მიღებულია საჩუქარი – 10,000 დოლარი დედისგან.
  • დამატებითი შემოსავლები – ვალების დაბრუნება, ყოველდღიური ხარჯებისთვის თანხები, სამედიცინო ხარჯები და სხვა – ათეულობით ათასი ლარისა და უცხოური ვალუტის ოდენობით.

სამეწარმეო საქმიანობა

დეკლარაციების შედარება აჩვენებს, რომ სამეწარმეო აქტივობა მნიშვნელოვნად გაფართოებულია როგორც ბიზნესის რაოდენობის, ასევე სფეროების მიხედვით. 2017 წელს: მეუღლე, ნინო მიქაუტაძე ფლობდა 100%-იან წილს და იყო დირექტორი შპს “Little One”-ში

  • 2024 წლის დეკლარაციაში ჩანს, რომ რომეო მიქაუტაძე იყო მეწილე შპს „ჯორჯიან ენერგო სერვისში“ და შპს „როქსთოუნში“ (ორივე შემთხვევაში მონაწილეობა დასრულდა 01.12.2023), ასევე არის მეწილე შპს „ბლუბერი ლაბში“ (მონაწილეობა უვადოა).
  • ნინო მიქაუტაძის მონაწილეობა: ნინო მიქაუტაძე 2024 წლის დეკლარაციით არის დირექტორი შპს „პარაგონსა“ და შპს „ვიუ ფოინთში“, ასევე მეწილე შპს „პარაგონსა“ და შპს „ვიუ ფოინთში“. გარდა ამისა, მან დაასრულა მონაწილეობა შპს „ლითლ ვან“, შპს „მ და ბ“ და შპს „მინი მი Georgia“ კომპანიებში.
  • 2017 წლის დეკლარაციაში ნინო მიქაუტაძე იყო 100%-იანი მესაკუთრე-დირექტორი შპს „Little One“-ში

რაც შეეხება მიქაუტაძის ოჯახის სხვა შემოსავლებს და გასავლებს თანამდებობიდან წასვლამდე. დეკლარაციით ირკვევა, რომ მინისტრის მოადგილეს აქტიურად უბრუნებდნენ სხვადასხვა პირები ვალს.

რომეო მიქაუტაძე:

  • ვალი შემოსავალი: 16400 EUR (ეთერ მთვრალაშვილის მიერ განხორციელებულია 3 ჩარიცხვა).
  • ვალი შემოსავალი: 4000 GEL (ეთერ მთვრალაშვილის მიერ განხორციელებულია ჩარიცხვა).
  • ვალი შემოსავალი: 17600 GEL (გიორგი ქურცუას მიერ დაბრუნებული ვალი, 6 ჩარიცხვა).
  • ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 5000 USD (საკანდელიძე გიორგი).
  • ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 18000 GEL (ნიკოლეიშვილი თამარ).
  • ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 25000 GEL (სალუქვაძე ეკატერინე).
  • ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 30000 GEL (ყუფარაძე მერი).
  • ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 15000 GEL (ღამბაშიძე მარიამი).
  • ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 15000 GEL (ასლანიშვილი ლელა).
  • ქონების მართვა: 65000 GEL (ბადალაშვილი მერაბ);
  • რომეო მიქაუტაძის მიერ მეგობრისთვის შეძენილი საჩუქრის ღირებულება: 6859 GEL, შპს “კოლიბრი”;
  • რომეო მიქაუტაძის სამოგზაურო ხარჯები მეგობრებთან ერთად: 18 000 ევრო.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ასეთი პასუხი გამცა, რისთვის გამოვიარე ამხელა გზაო…“ – რა ვიდეო ვრცელდება ლომისას წმინდა გიორგის ტაძრიდან

ლომისას წმინდა გიორგის ტაძრიდან ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ატარებს პატარა გოგონა მძიმე ჯაჭვს.ლომისის ჯაჭვი ლომისის ხატის ატრიბუტია. ეს არის საყელურიანი, დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება ლომისას, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და აწ უკვე ქრისტიანულ ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.ვიდეოს სოციალურ ქსელში გოგონა მშობელი ავრცელებს და წერს:„რომ ვუთხარი მძიმეა ეს ჯაჭვი მისთვის, ასეთი პასუხი გამცა, რისთვის გამოვიარე ამხელა გზაო. მადლობელი ვარ  ბიჭებო, რომ არ დასწყვიტეთ გული ჩემს კუდრაჭას...“  

ზურიკო დავითაშვილით „ნანტიც“ დაინტერესდა

ზურიკო დავითაშვილით „ნანტიც“ დაინტერესდა, მაგრამ პრობლემა ქართველის კლუბის, „სენტ-ეტიენის“ მიერ წამოყენებული ფინანსური მოთხოვნაა – ინფორმაციას footboom1 ავრცელებს.„ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენის“ დინამიკური ვინგერი კლუბის წარუმატებლობის შემდეგ ლიგა 2-ში თამაშს არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდში ახალი სეზონის წინ შეკრებაზე გამოცხადდა, მისი წასვლის შესახებ ხმები უკვე ვრცელდება.თუმცა „სენტ-ეტიენი“ 15 მილიონ ევროს ითხოვს.ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე კლუბის ყურადღებას იპყრობს, მათ შორის არიან „სტრასბურგი“, „რენი“ და ახლა უკვე „ნანტიც“. ამასთან, მისდამი ინტერესს თურქეთის კლუბებიც იჩენენ, თუმცა „სენტ-ეტიენში“ ოფიციალური შეთავაზება არ დაფიქსირებულა.დავითაშვილს ლიგა 1 იზიდავს, რაც გასაკვირი არ არის – ქართველი თავდამსხმელი კვლავ მაღალ დონეზე ასპარეზობას ცდილობს. თუმცა „ნანტის“ ინტერესი სატრანსფერო ფასზეა დამოკიდებულია“, – წერს footboom1.ზურიკო დავითაშვილმა, „სენტ-ეტიენის” გავარდნის მიუხედავად, კარგი სეზონი ჩაატარა და ანგარიშზე 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

პაპი ლეო XIV – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ფუნქციონირებს ადამიანების საკეთილდღეოდ და არა მათ ჩასანაცვლებლად

რომის პაპმა პოლიტიკოსები ხელოვნური ინტელექტით შექმნილი გამოწვევების შესახებ გააფრთხილა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებზე ხელოვნური ინტელექტის პოტენციური ზემოქმედების შესახებ ისაუბრა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და 68 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები ესწრებოდნენ, რომის პაპმა ხელახლა განიხილა თემა, რომელიც მან პაპობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ წამოჭრა.„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანების საკეთილდღეოდ ფუნქციონირებს, როგორც ინსტრუმენტი – არა მათ დასაკნინებლად, არა მათ ჩასანაცვლებლად. ის, რაც ჩნდება, სინამდვილეში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც დიდ ყურადღებას და შორსმჭვრეტელობას მოითხოვს, რათა ახალი სცენარების კონტექსტშიც კი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობების საკეთილდღეოდ, ჯანსაღი, სამართლიანი და ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიქმნას“, – აღნიშნა რომის პაპმა, ლეო XIV-მ.

საქართველოს საპატრიარქო 19 ივნისის სინოდალური კომისიის სხდომაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 19 ივნისის სინოდალური კომისიის სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.როგორც საპარტიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.„მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა.სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისი“ დატოვა – მიზეზი საომარი ვითარებაა

გიორგი გევლესიანმა „პერსეპოლისი“ ირანში არსებული საომარი მდგომარეობის გამო დატოვა – ინფორმაციას ირანული გამოცემა eghtesadazad-ი ავრცელებს.„ირანული გუნდები ლეგიონერებმა დატოვეს. ამჟამად არსებულმა სამხედრო ვითარებამ უცხოელი მოთამაშეებისა და მწვრთნელების ყოფნის შესაძლებლობა თითქმის ნულამდე შეამცირა. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელმა მოთამაშემ ან მწვრთნელმა ჩვენს ქვეყანაში წასვლა მოისურვოს.ცნობილი გახდა, რომ ირანულ ფეხბურთსა და „პერსეპოლისში“ მრავალწლიანი ასპარეზობის შემდეგ ქვეყანა და გუნდი გიორგი გველესიანმა დატოვა. ის კარგად იცნობს ქვეყანაში არსებულ ცხოვრების პირობებს.ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთი ლეგიონერი – და მათ შორის გველესიანი – გუნდებს დაუბრუნდებიან, როდესაც ვითარება შეიცვლება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ამჟამინდელ სიტუაციაში ვინ მოვა და ვინ წავა, ამის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი“, – წერს ირანული გამოცემა.გიორგი გველესიანმა საკლუბო კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო. შემდეგ ირანში გადავიდა, სადაც თამაშობდა „ზობ აჰანში“, „ნასაჯში“ , „სეპაჰანში“ და ბოლოს – „პერსეპოლისში“.

ბოლო სიახლეები