კვირა, ივნისი 22, 2025

სალომე ზურაბიშვილი – ძლიერი და დემოკრატიული საქართველო არის გონივრული ინვესტიცია ევროპის მშვიდობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებაში, ეს ხანდახან არ ესმის ევროპას მთლიანობაში

200 დღეზე მეტია, რაც ქუჩაში პროტესტია, დამოუკიდებელი მედიები იბრძვიან არსებობისთვის, ოპოზიციური ლიდერები ციხეში სხედან, 60-მდე აქტივისტი ელოდება განაჩენს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში, „რუმინეთის ხსნის კავშირის” ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციიური კრიზისია.

„საქართველოში წინასწარი პატიმრობა დღეს ცხრა თვემდე გრძელდება, რაც უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში.

ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, ამ ბრძოლის სიმბოლო გახდა. ის ექვსიდან ცხრამეტ წლამდე პატიმრობას ელოდება არაფრისთვის, მაგრამ იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა, რადგან იბრძვის და ციხიდანაც იბრძოლებს.

ქვეყანაში რეპრესიები, დაშინებები და კონტროლია, თუმცა ხალხი არ ნებდება. ისინი არ ნებდებიან, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, როგორც ზოგიერთი ევროპაში ფიქრობს, ეს არ არის მხოლოდ სადავო არჩევნები, რომელთა შედეგსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს.

უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციიური კრიზისია. ეს არის ომი, ომი რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგიის წინააღმდეგ. ეს არ არის ის სამხედრო ომი, რომელსაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები, უკვე სამი წელია, გმირულად უმკლავდებიან საკუთარი თავის და ჩვენს დასაცავად, ეს ომი სხვა სახეა, მონეტის მეორე მხარე!

ეს არის რუსეთის მცდელობა, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ის ცდილობს, დაიპყროს სახელმწიფო ისე, როგორც სცადა უკრაინაში. ვერ შეძლო, ვეღარც შეძლებს, მაგრამ ახლა ცდილობს, ეს უსისხლოდ გააკეთოს ყველა იმ იარაღით, რაც უკვე აითვისა: პროპაგანდით, არჩევნების მანიპულაციით, კიბერთავდასხმებით, კულტურული მანიპულაციებით – ცდილობს იმ ფასეულობების დამკვიდრებას, რომლებიც ჩვენთვის უცხოა. საქართველოდან მოლდოვამდე, რუმინეთიდან ბრიუსელამდე რუსეთის მიზანი დაყოფა, დესტაბილიზაცია და დისკრედიტაციაა. ეს არ არის თეორია – ეს ფაქტია!

ეს ჩანს ყალბ ნარატივებში, ამაღლებულ ყალბ ნაციონალიზმში, იარაღადქცეულ სოციალურ მედიაში, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი რწმენის რღვევაში. რუსეთი ცდილობს, შეავსოს ის სიცარიელე, რაც დაკარგა, რადგან ევროპაში ვეღარ წარმოადგენს სამხედრო ზესახელმწიფოს. და მისი გზავნილიც ესაა: რომ დემოკრატია სუსტია, რომ ევროპა კარგავს პოზიციას და რომ ავტორიტარიზმი სთავაზობს წესრიგს და მშვიდობას, რომელიც არ განსხვავდება საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისგან: წესრიგი და მშვიდობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არის მშვიდობა, ეს არის მხოლოდ სიჩუმე, ეს არის ჩახშობა და ეს ყოველთვის დროებითია.

„რუსეთის სტრატეგია მომაკვდინებელია: ძირის გამოთხრა დემოკრატიის ავტორიტეტისთვის, ევროკავშირის წარმოჩენა როგორც არაეფექტური და დეგრადირებული სტრუქტურისა და საკუთარი პოზიციონირება როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველისა, მაშინ როცა ის აწარმოებს ომს უკრაინაში, იკავებს და დესტაბილიზაციას იწვევს მეზობლებში.

დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ტანკებით და სამხედროების მიერ. იქ მცხოვრები ადამიანები ვერ საუბრობენ საკუთარ ენაზე და ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს, და ვთქვათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ, მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არის მშვიდობა, ეს არის მხოლოდ სიჩუმე, ეს არის ჩახშობა, და ეს ყოველთვის დროებითია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, მშვიდობიანი და თანამშრომლობითი სივრცის გარეშე, ევროპის ხვალინდელი დღე ვერ იქნება ისეთი, როგორადაც დღეს წარმოდგენილია.

„ამ ბნელ დღეებში, სადაც ახლა ვართ, რუმინეთი გზა გვინათებს. თქვენ აირჩიეთ გამჭვირვალობა მანიპულაციის ნაცვლად. მოქალაქეობრივი ჩართულობა — ტყვეობის ნაცვლად. თავისუფლება და ევროპა — ზეწოლის ნაცვლად. თქვენი გზა მარტივი არ ყოფილა და ჯერ დასრულებულიც არ არის, მაგრამ მიმართულება გარკვეულია და ახლა ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენი პასუხისმგებლობაა, ამ გზაზე დაეხმაროთ სხვებსაც და ჩვენც გვჭირდებით! ჩვენ თქვენ გენდობით, რადგან ჩვენ მხოლოდ პარტნიორები არ ვართ, ჩვენ შავი ზღვის მეზობლები ვართ, გვაქვს საერთო სტრატეგიული ინტერესი.

შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, მშვიდობიანი და თანამშრომლობითი სივრცის გარეშე ევროპის ხვალინდელი დღე ვერ იქნება ისეთი, როგორადაც დღეს წარმოდგენილია.

საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ ღირებულებებზე საუბარი, ეს ნიშნავს რეგიონულ გამძლეობას, ეკონომიკურ სტაბილურობას და ევროპის აღმოსავლეთი საზღვრის დაცვას ავტორიტარული გავლენებისგან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთი შავ ზღვაში აქტიურობს და უკვე აშენებს ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში.

ამიტომ ძლიერი და დემოკრატიული საქართველო არის გონივრული ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, კეთილდღეობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებაში. ეს ხანდახან არ ესმის ევროპას მთლიანობაში, მაგრამ ეს ესმით იმ წევრ სახელმწიფოებს, ვისაც წარსული გამოცდილება აერთიანებთ და იციან დღევანდელი საფრთხეები. ამიტომ გთხოვთ, იყოთ საქართველოს ხმა ევროკავშირში, გახდეთ საქართველოს ხმა, რათა ეს საფრთხეები სათანადოდ იქნეს აღქმული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს საპატრიარქო 19 ივნისის სინოდალური კომისიის სხდომაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 19 ივნისის სინოდალური კომისიის სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.როგორც საპარტიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.„მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა.სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისი“ დატოვა – მიზეზი საომარი ვითარებაა

გიორგი გევლესიანმა „პერსეპოლისი“ ირანში არსებული საომარი მდგომარეობის გამო დატოვა – ინფორმაციას ირანული გამოცემა eghtesadazad-ი ავრცელებს.„ირანული გუნდები ლეგიონერებმა დატოვეს. ამჟამად არსებულმა სამხედრო ვითარებამ უცხოელი მოთამაშეებისა და მწვრთნელების ყოფნის შესაძლებლობა თითქმის ნულამდე შეამცირა. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელმა მოთამაშემ ან მწვრთნელმა ჩვენს ქვეყანაში წასვლა მოისურვოს.ცნობილი გახდა, რომ ირანულ ფეხბურთსა და „პერსეპოლისში“ მრავალწლიანი ასპარეზობის შემდეგ ქვეყანა და გუნდი გიორგი გველესიანმა დატოვა. ის კარგად იცნობს ქვეყანაში არსებულ ცხოვრების პირობებს.ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთი ლეგიონერი – და მათ შორის გველესიანი – გუნდებს დაუბრუნდებიან, როდესაც ვითარება შეიცვლება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ამჟამინდელ სიტუაციაში ვინ მოვა და ვინ წავა, ამის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი“, – წერს ირანული გამოცემა.გიორგი გველესიანმა საკლუბო კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო. შემდეგ ირანში გადავიდა, სადაც თამაშობდა „ზობ აჰანში“, „ნასაჯში“ , „სეპაჰანში“ და ბოლოს – „პერსეპოლისში“.

საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა.საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და ხუთ საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს მოეხსნა ნასამართლობა.„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ბრაზილიაში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.შემთხვევა ბრაზილიის სანტა კატარინას შტატის ქალაქ პრაია გრანდეში მოხდა.შტატის გუბერნატორის ცნობით, ბურთზე 21 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 13 გადარჩა.გუბერნატორის განცხადებით, სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან და დაზარალებულებს და მსხვერპლთა ოჯახებს ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.

ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ – პაველ ჰერჩინსკი სამ პრობლემას ასახელებს

ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, შეხვედრაზე, რომელიც 23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართება, საქართველოზეც იმსჯელებენ და სამ კონკრეტულ პრობლემას განიხილავენ. ამის შესახებ ჰერჩინსკიმ ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა."ზუსტად არ ვიცი, რაზე ისაუბრებენ , თუმცა ელჩების დონეზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემიძლია გითხრათ, რომ EU-ს წევრი სახელმწიფოები, ალბათ, სამ ძირითად პრობლემაზე ისაუბრებენ.პირველი - ეს არის ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული უზარმაზარი დეზინფორმაციის კამპანია და ევროკავშირის დემორალიზაციის მცდელობა ქვეყნის უმაღლესი მაღალჩინოსნების მიერ;მეორე საკითხი, რაზეც ისაუბრებენ, საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციების დაწესების შესაძლებლობა იქნება;ხოლო მესამე, რასაც განიხილავენ, ის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიაა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში სარგებლობენ, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სერიოზული უკუსვლის ფონზე - ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ორშაბათს და ეს კითხვები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დავუსვათ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.მანამდე ევროკავშირის ელჩმა "ბათუმელებთან" ინტერვიუში განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ევროკავშირი რამდენიმე თვეა განიხილავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, სანქციების შემოღებასთან შედარებით, გაცილებით მარტივი პროცედურაა, რომელიც წევრი ქვეყნების 2/3-ის მხარდაჭერას მოითხოვს.

ბოლო სიახლეები