შაბათი, ივნისი 21, 2025

პაველ ჰერჩინსკი – ვწუხვარ, რომ ყველაზე ახალგაზრდა, ჭკვიანი ადამიანები, სწავლის, მუშაობის და საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ

ვწუხვარ, რომ ყველაზე ახალგაზრდა, ჭკვიანი ადამიანები სწავლის, მუშაობის და საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ახალგაზრდები, რომელთაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, უკეთეს მომავალს იმსახურებენ.

„ვისაუბრე მათე დევიძისა და მრავალი სხვა დაპატიმრებული აქტივისტისა და პოლიტიკოსის შესახებ. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში. 21 წლის ასაკის, ის უბრალოდ ბავშვია. მე თავად 20 წლის ბიჭის მამა ვარ და ძალიან გულსატკენია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდა პიროვნებას, სტუდენტს, ადამიანს, რომელსაც უყვარს ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემა მართლმსაჯულების სისტემასთან, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობას უსჯიან პოლიციელების წინააღმდეგ ჯოხის მოქნევისთვის. ეს ნამდვილად გულსატკენია. საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, არიან ერთგული მოქალაქეები. მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ საუკეთესო, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ჭკვიანი ადამიანები სწავლის, მუშაობის და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ. ეს ნამდვილად გულსატკენია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ – პაველ ჰერჩინსკი სამ პრობლემას ასახელებს

ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, შეხვედრაზე, რომელიც 23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართება, საქართველოზეც იმსჯელებენ და სამ კონკრეტულ პრობლემას განიხილავენ. ამის შესახებ ჰერჩინსკიმ ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა."ზუსტად არ ვიცი, რაზე ისაუბრებენ , თუმცა ელჩების დონეზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემიძლია გითხრათ, რომ EU-ს წევრი სახელმწიფოები, ალბათ, სამ ძირითად პრობლემაზე ისაუბრებენ.პირველი - ეს არის ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული უზარმაზარი დეზინფორმაციის კამპანია და ევროკავშირის დემორალიზაციის მცდელობა ქვეყნის უმაღლესი მაღალჩინოსნების მიერ;მეორე საკითხი, რაზეც ისაუბრებენ, საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციების დაწესების შესაძლებლობა იქნება;ხოლო მესამე, რასაც განიხილავენ, ის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიაა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში სარგებლობენ, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სერიოზული უკუსვლის ფონზე - ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ორშაბათს და ეს კითხვები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დავუსვათ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.მანამდე ევროკავშირის ელჩმა "ბათუმელებთან" ინტერვიუში განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ევროკავშირი რამდენიმე თვეა განიხილავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, სანქციების შემოღებასთან შედარებით, გაცილებით მარტივი პროცედურაა, რომელიც წევრი ქვეყნების 2/3-ის მხარდაჭერას მოითხოვს.

ბინები თბილისსა და მადრიდში, კრიპტოაქტივები… – როგორ შეიცვალა რომეო მიქაუტაძის ქონება 2017-2024 წლებში?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ რომეო მიქაუტაძეს უკანონო გზით მილიონობით ლარის სარგებელი აქვს მიღებული.bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით დატოვა საჯარო სამსახური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ. ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდის თანახმად, ის დეკლარაციების შევსებას 2017 წელს იწყებს, როცა იმჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მოადგილე გახდა. მიქაუტაძის ქონებრივი დეკლარაციების ანალიზი აჩვენებს, რომ 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები ფიქსირდება როგორც უძრავ ქონებაში, ასევე ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებში. უძრავი ქონება თუ 2017 წელს მიქაუტაძეს თბილისში ერთ ბინა (113.44 კვ.მ, ჩუქებით მიღებული 2011 წელს) ჰქონდა და მეუღლე ფლობდა:ბინას ბათუმში (44 კვ.მ, ნასყიდობა 2017, $20,000), მანსარდს თბილისში (48 კვ.მ, ნასყიდობა 2011, $10,000),2024 წლის დეკლარაციით მათ საკუთრებაში დამატებით არის:ბინა მადრიდში — 120 კვ.მ, შეძენილი 660,000 ევრო (შეძენილი 2024); ბინა ჭავჭავაძის გამზირზე — 240,000 დოლარი (შეძენილი 2018); სასტუმრო ბეთლემის ქ. 15 (479.71 მ²) — 825,000 დოლარი (შეძენილი 2020); სასტუმროს ეზო ბეთლემის ქ. 15 (300 მ²) — 0 ლარი (შეძენილი 2021); მიწის ნაკვეთი წყნეთში — 320,000 დოლარი (შეძენილი 2023); მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროში — 12,000 დოლარი (შეძენილი 2022); სარდაფი (127.4 მ²) — შეძენილი 2019; სათავსო — შეძენილი 2018.მოძრავი ქონება და კრიპტოაქტივები 2017 წელს: მხოლოდ ერთი მსუბუქი ავტომანქანა – Mini Cooper Paceman, 23,000 ევრო ღირებულებით. 2024 წელს: დეკლარაციაში არ ფიქსირდება ახალი მანქანები, მაგრამ პირველად ჩნდება კრიპტოაქტივები:13,000 აშშ დოლარის ღირებულების Ripple. 3,000 აშშ დოლარის ღირებულების Shiba Inu (84 მილიონი ერთეული).საბანკო ანგარიშები და ნაღდი ფული 2017 წელს:საბანკო ანგარიშებზე: დაახლოებით 4,200 დოლარი და 4,280 ლარი. ოვერდრაფტი და საკრედიტო ბალანსი ჯამურად 421,000 ლარამდე.2024 წელს:საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება მცირე დადებითი ნაშთები. თუმცა დეკლარაციაში პირველად ჩნდება 115,000 აშშ დოლარის ოდენობის ნაღდი ფული – დანაზოგის სახით.ვალდებულებები ფინანსურ ვალდებულებებში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვხედავთ: თუ 2017 წელს ჰქონდა მხოლოდ 420,000 ლარის ოდენობის სესხი, 2024 წლისთვის ოჯახს რამდენიმე ახალი სესხი აქვს:მცირე ბიზნესის სესხი – 85,000$; იპოთეკური სესხი – 100,000$; ორი სესხი სასტუმროებზე – 685,000 და 230,000 ევრო.შემოსავლები, ანაზღაურება და საჩუქრები 2017 წელს: დეკლარაციაში დაფიქსირებულია დივიდენდებიდან მიღებული 10,000 ლარი. 2024 წელს:რომეო მიქაუტაძის ანაზღაურება – 85,470 ლარი ( მინისტრის მოადგილეობის). მეუღლის საერთო ანაზღაურება რამდენიმე კომპანიაში მუშაობიდან – 266,230 ლარი. მიღებულია საჩუქარი – 10,000 დოლარი დედისგან. დამატებითი შემოსავლები – ვალების დაბრუნება, ყოველდღიური ხარჯებისთვის თანხები, სამედიცინო ხარჯები და სხვა – ათეულობით ათასი ლარისა და უცხოური ვალუტის ოდენობით.სამეწარმეო საქმიანობა დეკლარაციების შედარება აჩვენებს, რომ სამეწარმეო აქტივობა მნიშვნელოვნად გაფართოებულია როგორც ბიზნესის რაოდენობის, ასევე სფეროების მიხედვით. 2017 წელს: მეუღლე, ნინო მიქაუტაძე ფლობდა 100%-იან წილს და იყო დირექტორი შპს "Little One"-ში2024 წლის დეკლარაციაში ჩანს, რომ რომეო მიქაუტაძე იყო მეწილე შპს „ჯორჯიან ენერგო სერვისში“ და შპს „როქსთოუნში“ (ორივე შემთხვევაში მონაწილეობა დასრულდა 01.12.2023), ასევე არის მეწილე შპს „ბლუბერი ლაბში“ (მონაწილეობა უვადოა). ნინო მიქაუტაძის მონაწილეობა: ნინო მიქაუტაძე 2024 წლის დეკლარაციით არის დირექტორი შპს „პარაგონსა“ და შპს „ვიუ ფოინთში“, ასევე მეწილე შპს „პარაგონსა“ და შპს „ვიუ ფოინთში“. გარდა ამისა, მან დაასრულა მონაწილეობა შპს „ლითლ ვან“, შპს „მ და ბ“ და შპს „მინი მი Georgia“ კომპანიებში. 2017 წლის დეკლარაციაში ნინო მიქაუტაძე იყო 100%-იანი მესაკუთრე-დირექტორი შპს „Little One“-შირაც შეეხება მიქაუტაძის ოჯახის სხვა შემოსავლებს და გასავლებს თანამდებობიდან წასვლამდე. დეკლარაციით ირკვევა, რომ მინისტრის მოადგილეს აქტიურად უბრუნებდნენ სხვადასხვა პირები ვალს. რომეო მიქაუტაძე:ვალი შემოსავალი: 16400 EUR (ეთერ მთვრალაშვილის მიერ განხორციელებულია 3 ჩარიცხვა). ვალი შემოსავალი: 4000 GEL (ეთერ მთვრალაშვილის მიერ განხორციელებულია ჩარიცხვა). ვალი შემოსავალი: 17600 GEL (გიორგი ქურცუას მიერ დაბრუნებული ვალი, 6 ჩარიცხვა). ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 5000 USD (საკანდელიძე გიორგი). ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 18000 GEL (ნიკოლეიშვილი თამარ). ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 25000 GEL (სალუქვაძე ეკატერინე). ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 30000 GEL (ყუფარაძე მერი). ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 15000 GEL (ღამბაშიძე მარიამი). ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 15000 GEL (ასლანიშვილი ლელა). ქონების მართვა: 65000 GEL (ბადალაშვილი მერაბ); რომეო მიქაუტაძის მიერ მეგობრისთვის შეძენილი საჩუქრის ღირებულება: 6859 GEL, შპს "კოლიბრი"; რომეო მიქაუტაძის სამოგზაურო ხარჯები მეგობრებთან ერთად: 18 000 ევრო.

ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში

გურამ შეროზიას ოჯახში ტრაგედია მოხდა. მას მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს.„არ მჯერა, ამას რომ ვწერმამა წავიდა, ყველაზე კეთილი, მშვიდი, ალალი და პატიოსანი კაცი, ვისაც კი ვიცნობდი და ელენას უსაყვარლესი ბაბუაპანაშვიდები კვირას და ორშაბათს: 14:00 საათიდან, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, დიდუბის პანთეონში“,- წერს გურამ შეროზია.

ზურიკო დავითაშვილის დამატება საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბს „რენს“ სურს

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი „რენი“ ზურიკო დავითაშვილის დამატებას განიხილავს, — „სენტ-ეტიენის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას პოპულარული ფრანგული გამოცემა L’Équipe-ი ავრცელებს.„გასულ სეზონში „რენი“ ცხრილის შუაში აღმოჩნდა, რაც კლუბის ხელმძღვანელობისთვის იმედგაცრუების საფუძველი გახდა, თუმცა ახალი სეზონისთვის გუნდი მნიშვნელოვნად განახლდება. რამდენიმე მოთამაშეს გაუშვებენ, რადგან ბრეტონულ კლუბში არაერთი ფეხბურთელია, რომელიც სათამაშო წუთებს ვერ იღებს. ამასთან ერთად, კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ლოიკ დეზირე რამდენიმე ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს.ცნობილია, რომ „რენი“ გარემარბის შეძენას ცდილობს, ხოლო ერთ-ერთ სამიზნედ ზურიკო დავითაშვილი შეირჩა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურობით არ გამოირჩეოდა, წელი მაინც შედეგიანად დაასრულა — ლიგა 1-ის ეგიდით გამართულ შეხვედრებში მან 17 გოლში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.„სენტ-ეტიენმა“ გასული სეზონი ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზე დაასრულა და ლიგა 2-ში დაქვეითდა. თუმცა კლუბის მყარი ფინანსური მდგომარეობა იმას ნიშნავს, რომ, სხვა გავარდნილი გუნდებისგან განსხვავებით, მათ არ მოუწევთ მოთამაშეების იძულებით გაყიდვა. გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილით თურქული კლუბებიც ინტერესდებიან, თუმცა ამ ეტაპზე „სენტ-ეტიენს“ კონკრეტული წინადადება მიუღია“, – წერს გამოცემა.

სალომე ზურაბიშვილი – ძლიერი და დემოკრატიული საქართველო არის გონივრული ინვესტიცია ევროპის მშვიდობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებაში, ეს ხანდახან არ ესმის ევროპას მთლიანობაში

200 დღეზე მეტია, რაც ქუჩაში პროტესტია, დამოუკიდებელი მედიები იბრძვიან არსებობისთვის, ოპოზიციური ლიდერები ციხეში სხედან, 60-მდე აქტივისტი ელოდება განაჩენს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში, „რუმინეთის ხსნის კავშირის” ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციიური კრიზისია.„საქართველოში წინასწარი პატიმრობა დღეს ცხრა თვემდე გრძელდება, რაც უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში.ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, ამ ბრძოლის სიმბოლო გახდა. ის ექვსიდან ცხრამეტ წლამდე პატიმრობას ელოდება არაფრისთვის, მაგრამ იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა, რადგან იბრძვის და ციხიდანაც იბრძოლებს.ქვეყანაში რეპრესიები, დაშინებები და კონტროლია, თუმცა ხალხი არ ნებდება. ისინი არ ნებდებიან, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, როგორც ზოგიერთი ევროპაში ფიქრობს, ეს არ არის მხოლოდ სადავო არჩევნები, რომელთა შედეგსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს.უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციიური კრიზისია. ეს არის ომი, ომი რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგიის წინააღმდეგ. ეს არ არის ის სამხედრო ომი, რომელსაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები, უკვე სამი წელია, გმირულად უმკლავდებიან საკუთარი თავის და ჩვენს დასაცავად, ეს ომი სხვა სახეა, მონეტის მეორე მხარე!ეს არის რუსეთის მცდელობა, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ის ცდილობს, დაიპყროს სახელმწიფო ისე, როგორც სცადა უკრაინაში. ვერ შეძლო, ვეღარც შეძლებს, მაგრამ ახლა ცდილობს, ეს უსისხლოდ გააკეთოს ყველა იმ იარაღით, რაც უკვე აითვისა: პროპაგანდით, არჩევნების მანიპულაციით, კიბერთავდასხმებით, კულტურული მანიპულაციებით – ცდილობს იმ ფასეულობების დამკვიდრებას, რომლებიც ჩვენთვის უცხოა. საქართველოდან მოლდოვამდე, რუმინეთიდან ბრიუსელამდე რუსეთის მიზანი დაყოფა, დესტაბილიზაცია და დისკრედიტაციაა. ეს არ არის თეორია – ეს ფაქტია!ეს ჩანს ყალბ ნარატივებში, ამაღლებულ ყალბ ნაციონალიზმში, იარაღადქცეულ სოციალურ მედიაში, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი რწმენის რღვევაში. რუსეთი ცდილობს, შეავსოს ის სიცარიელე, რაც დაკარგა, რადგან ევროპაში ვეღარ წარმოადგენს სამხედრო ზესახელმწიფოს. და მისი გზავნილიც ესაა: რომ დემოკრატია სუსტია, რომ ევროპა კარგავს პოზიციას და რომ ავტორიტარიზმი სთავაზობს წესრიგს და მშვიდობას, რომელიც არ განსხვავდება საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისგან: წესრიგი და მშვიდობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.მისი თქმით, მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არის მშვიდობა, ეს არის მხოლოდ სიჩუმე, ეს არის ჩახშობა და ეს ყოველთვის დროებითია.„რუსეთის სტრატეგია მომაკვდინებელია: ძირის გამოთხრა დემოკრატიის ავტორიტეტისთვის, ევროკავშირის წარმოჩენა როგორც არაეფექტური და დეგრადირებული სტრუქტურისა და საკუთარი პოზიციონირება როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველისა, მაშინ როცა ის აწარმოებს ომს უკრაინაში, იკავებს და დესტაბილიზაციას იწვევს მეზობლებში.დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ტანკებით და სამხედროების მიერ. იქ მცხოვრები ადამიანები ვერ საუბრობენ საკუთარ ენაზე და ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს, და ვთქვათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ, მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არის მშვიდობა, ეს არის მხოლოდ სიჩუმე, ეს არის ჩახშობა, და ეს ყოველთვის დროებითია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, მშვიდობიანი და თანამშრომლობითი სივრცის გარეშე, ევროპის ხვალინდელი დღე ვერ იქნება ისეთი, როგორადაც დღეს წარმოდგენილია.„ამ ბნელ დღეებში, სადაც ახლა ვართ, რუმინეთი გზა გვინათებს. თქვენ აირჩიეთ გამჭვირვალობა მანიპულაციის ნაცვლად. მოქალაქეობრივი ჩართულობა — ტყვეობის ნაცვლად. თავისუფლება და ევროპა — ზეწოლის ნაცვლად. თქვენი გზა მარტივი არ ყოფილა და ჯერ დასრულებულიც არ არის, მაგრამ მიმართულება გარკვეულია და ახლა ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენი პასუხისმგებლობაა, ამ გზაზე დაეხმაროთ სხვებსაც და ჩვენც გვჭირდებით! ჩვენ თქვენ გენდობით, რადგან ჩვენ მხოლოდ პარტნიორები არ ვართ, ჩვენ შავი ზღვის მეზობლები ვართ, გვაქვს საერთო სტრატეგიული ინტერესი.შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, მშვიდობიანი და თანამშრომლობითი სივრცის გარეშე ევროპის ხვალინდელი დღე ვერ იქნება ისეთი, როგორადაც დღეს წარმოდგენილია.საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ ღირებულებებზე საუბარი, ეს ნიშნავს რეგიონულ გამძლეობას, ეკონომიკურ სტაბილურობას და ევროპის აღმოსავლეთი საზღვრის დაცვას ავტორიტარული გავლენებისგან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთი შავ ზღვაში აქტიურობს და უკვე აშენებს ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში.ამიტომ ძლიერი და დემოკრატიული საქართველო არის გონივრული ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, კეთილდღეობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებაში. ეს ხანდახან არ ესმის ევროპას მთლიანობაში, მაგრამ ეს ესმით იმ წევრ სახელმწიფოებს, ვისაც წარსული გამოცდილება აერთიანებთ და იციან დღევანდელი საფრთხეები. ამიტომ გთხოვთ, იყოთ საქართველოს ხმა ევროკავშირში, გახდეთ საქართველოს ხმა, რათა ეს საფრთხეები სათანადოდ იქნეს აღქმული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები