პარასკევი, ივნისი 20, 2025

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ხუხაშვილი – გავიჭირვოთ თბილისში, გავათენოთ 24 საათით და გაყალბების საშუალება არ მივცეთ, თბილისის მერი თუ კრიტიკულად განწყობილი იქნება, 3 თვეში მთელი ხელისუფლება ჩამოიშლება

რეჟიმის ფორმირების ბოლო ეტაპი 4 ოქტომბერი უნდა იყოს - 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, რითაც ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ დაასრულოს პროცესი, რომლის შემდეგაც ქვეყანაში უნდა აშენდეს კონტროლირებადი, ე.წ. სუვერენული დემოკრატია, სადაც ერთია დომინანტური პარტია და მისი სატელიტები იქნებიან,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.გია ხუხაშვილის თქმით, ახლა ხელისუფლებას ისეთი ოპოზიცია სჭირდება, რომელიც მოთვინიერებული ეყოლება და რომელსაც პრეტენზია არაფერზე არ ექნება.„ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია, რომ არსებული პარტიები, რომლებსაც პულსი ესინჯება, ისინი პოლიტიკურ სივრცეში 5 ან 10 პროცენტით შემოიყვანოს. მაგრამ თუ ეს არ გამოვა, უნდა შემოიყვანოს ისეთი პარტიები, რომლებიც პრობლემას არ შეუქმნიან, ასეთი პარტიები კი ჰყავს. თუმცა, არ მგონია, რომ ივანიშვილს ილუზია ჰქონდეს, რომ ჯაფარიძესა და ხაზარაძეს მოათვინიერებს, მაგრამ თამაში გრძელდება. მათ თავზე რაღაცას დაკიდებს, გახარიას თავზეც დაკიდებული აქვს ჩორჩანას საქმე. ხელისუფლების ამოცანა გასაგებია, მაგრამ ვის დაიჭერს და ვის აიძულებს ქვეყნიდან წავიდეს, ეს ცალკე თემაა.ხელისუფლების მიზანია, რომ 5 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ, ცხოვრება სრულად კონტროლირებადი იყოს როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც. ამ მიზნისთვის კი ყველა მეთოდს გამოიყენებს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.პოლიტოლოგის შეფასებითვე, ქვეყანაში საკმარისი პროცესი არსებობს, თუმცა მიაჩნია, რომ ოპოზიცია ამ მოცემულობას ვერ იყენებს.„ოპოზიცია არ არის აქტორი, აქტორი არის ხალხი და ოპოზიცია არის პოლიტიკური კლასი, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს ამ პროცესს. პროტესტი საკმარისია ქვეყანაში. ოპოზიციამ ვერცერთ ეტაპზე ვერ გამოიყენა და ვერ უსარდლა პროცესებს.გასაგებია, რომ უსამართლო ველია, რომ არჩევნებს გააყალბებენ, იმამაძაღლებენ, მაგრამ ალტერნატივა რა არის? ციხის კართან შენი ფეხით მიხვიდე, დანებდე და თავი დააჭერინო? რაც გააკეთა ნიკა გვარამიამ ეს დისიდენტის საქციელია. თავის ფეხით მივიდა ციხესთან - ვაფასებ, მაგრამ შედეგი რა არის, ჩაიგრიხინა მისმა დაპატიმრებამ. როგორც პირადი გმირობა შეიძლება ეს პატივსაცემი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაღაც ფასი უნდა გადავახდევინო ხელისუფალს და ამ ფასის გადასახდელად უნდა მოხდეს ბრძოლა უფლებებისთვის“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.მისივე თქმით, არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობით ხელისუფლება ლეგიტიმურობას ვერ მიიღებს და თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს ეს როგორც სახელმწიფო გადატრიალება ისე შეფასდება.„მორალურად ბოიკოტის პოზიციაც გამართლებულია, რატომ უნდა წახვიდე უსამართლო არჩევნებში, მაგრამ ალტერნატივა არ არის, ბოიკოტი რას მოიტანს? ხელისუფლება აღიარებული ისედაც არ არის! უნდა გავარჩიოთ - მიზნები და ამოცანები, მიზანი არის ასეთი მანკიერი მიდრეკილებების ხელისუფლების ცვლილება, დელეგიტიმაცია არის ინსტრუმენტი, რომელიც შემდეგ უნდა გამოიყენო ხელისუფლების ძალაუფლებიდან ჩამოშორებისთვის. მაგრამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია ვინმემ, რაიმეში გამოიყენა? ქვეყანაში 200 პარტიაა და რომელიმე სატელიტობას დათანხმდება, რამდენიმე პარტიაზე 30%-ს გადაანაწილებენ და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციაზე იტყვიან - „შეეშინდათ, იცოდნენ, რომ წააგებდნენო და ამიტომ არ შემოვიდნენო“.ბოიკოტში მყოფი პარტიები კი 5 ოქტომბერს რას გააკეთებენ? 200 დღეა ვიძახით, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და შედეგი რა მივიღეთ? თუმცა ლიდერებსაც არ აქვთ საკმარისი ავტორიტეტი, არჩევნებში მონაწილეობა კარგი არჩევანი კი არ არის, არამედ ეს იძულებითი არჩევანია, თუ ხელისუფლებას 4 ოქტომბერსაც მოუწევს გაყალბება, ლეგიტიმური რანაირად გახდება? თუ გააყალბებს ეს სახელმწიფო გადატრიალებად ჩაითვლება და ხალხი როგორც ძალაუფლების წყარო უფლებამოსილია ასეთ ხელისუფლებას ძალაუფლება ჩამოართვას.გავიჭირვოთ თბილისში, გავათენოთ 24 საათით და გაყალბების საშუალება არ მივცეთ, თბილისის მერი თუ კრიტიკულად განწყობილი იქნება, 3 თვეში მთელი ხელისუფლება ჩამოიშლება. მაშინ თუ ვერ დავიცავით ხმები, როდესაც პარტიებს ვენდეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ ხმებს დაიცავდნენ და ვერაფერი ვერ ქნეს, ჩვენ თვითონ დავიცვათ თბილისის არჩევანი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.აშშ-ის მიერ სასანქციო სიაში ხუთი ფიზიკური და 20 იურიდიული პირი მოხვდა.სანქცირებულთა შორის არის ჰონგ-კონგში ბაზირებული ორი კომპანია. შავ სიაში შეიყვანეს ასევე სამი ხომალდიც.

ვულოცავ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას, ეს დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგია – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს.ბიძინა ივანიშვილის მილოცვა „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.„გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ჩვენი ქვეყნის დროშა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სხვა დროშაზე მაღლა ააფრიალეს. ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ქალ და ვაჟ ძიუდოისტებს ერთობლივად მსოფლიოს პირველობა აქამდე არ მოუგიათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გელათის რეაბილიტაციის პროცესში დაიძლია მთავარი სირთულე – შეჩერებულია შეუქცევადი დაზიანების საფრთხეები და მიმდინარეობს ფართო მასშტაბური მუშაობა – მიტროპოლიტი შიო

გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა, თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, 2023-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.ორწლიანი ანგარიში მოიცავს გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განახლებული მართვის გეგმის პროექტს, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვისა და ხარაჩოს მოწყობის საკითხებს.კონფერენცია გახსნეს და დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარემ, მეუფე შიომ (მუჯირი), და ასევე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული შუა საუკუნეების გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისა და რეაბილიტაციის მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებში.საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე:"მუშაობის ყველა ეტაპზე, თითოეულ მოქმედებაში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს, რათა ყველა საკონსერვაციო მიმართულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდებოდეს. რეაბილიტაციის პროცესში დაიძლია მთავარი სირთულე - შეჩერებულია შეუქცევადი დაზიანების საფრთხეები და მიმდინარეობს ფართო მასშტაბური მუშაობა, როგორც სამეცნიერო კვლევა-დიაგნოსტიკის, ასევე ფიზიკური სამუშაოების მხრივ,"- აცხადებს მიტროპოლიტი შიო.

მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს რისკი, რომ ნიკა მელია მიიმალოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, რომელსაც ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი არ დაეთანხმა, რადგან, მისი თქმით, წარმოუდგენელია უკვე პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ, პროკურორის მიერ გაჟღერებული ვარაუდები განახორციელოს.ასევე, სხდომაზე ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა დაკითხულ მოწმეებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პროკურატურას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე არ გამოუკითხავს, რომლის მიხედვითაც წარმოუდგენელია ბრალდების მხარემ ისაუბროს იყო თუ არა წყლის შესხმა შეურაცხმყოფელი.სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ დასწრებია.შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ბოლო სიახლეები