პარასკევი, ივნისი 20, 2025

დიდი თამაშეები თუ…ილონ მასკი რუსეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს – დუმის ვიცე-სპიკერი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ამერიკელი მეწარმე ილონ მასკისთვის ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ თხოვნა. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადისლავ დავანკოვმა განაცხადა, მის სიტყვებს NEWS.ru ციტირებს.

ამის შესახებ პარლამენტარმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF) ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მასკმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ისინი უნდა ეპატიოს.

„თუ ეს არ გამოვა, ჩვენ ყოველთვის დაველოდებით მას; ის ძალიან მაგარია თავისი ტექნოლოგიითა და ხედვით“, – განმარტა დავანკოვმა.

პოლიტიკოსმა დასძინა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით ერთ თვეში უნდა მოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთში მეწარმე და მილიარდერი ილონ მასკის მამა, ეროლი, ჩავიდა. ის აღფრთოვანებული იყო მოსკოვით და აღნიშნა, რომ რუსეთის დედაქალაქის შედარება ძველ რომთან შეიძლება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის შვიდი მოქალაქე დააკავა, მიმდინარეობს პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შსს-ს ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის შვიდი მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ლორია ისევ „დინამოში“ ითამაშებს

გიორგი ლორია კარიერას ისევ „დინამო თბილისში“ განაგრძობს – ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.მისი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე „დინამო თბილისში“ დაბრუნდა და მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა, შემდეგ კი თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრებენ.გიორგი ლორიამ საფეხბურთო კარიერა სწორედ „დინამო თბილისში“ დაიწყო, სადაც გასულ სეზონშიც დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ კვიპროსულ არადიპუს „ომონიაში“ გადავიდა.მას ეკუთვნის რეკორდი საქართველოს ნაკრების მეკარეთა შორის – 39 წლის ლორიამ ეროვნული ნაკრების ფორმა 79-ჯერ მოირგო. ბოლოს „ჯვაროსნებში“ 5 ივნისს ფარერის კუნძულების ნაკრებთან ითამაშა და 17-წლიანი სანაკრებო კარიერა 79-ე მატჩით დაასრულა. თამაშის დაწყებამდე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გიორგი ლორიას სამახსოვრო მაისური და სპეციალური პრიზი გადასცა.

მამუკა ხაზარაძე – ცხოვრებაში ბედნიერება იდეისთვის ბრძოლაა, ეს იდეა თუ შენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაა, ბედნიერიც ხარ, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიდექი და ვიდგები მუდამ, ეს...

გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით და ამას ბედავს და მე მეუბნება ის ადამიანი, ის ხალხი, რომელმაც თითქმის სრულად ჩააბარა ქვეყნის 80% რუსებს, 20% კი ფიზიკურად, დიდი ხანია ოკუპირებულია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ არცერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ.„დღეს 20 ივნისია, ექვსი წელი გავიდა მას მერე, რაც რუს დეპუტატ გავრილოვს „ქართულმა (რუსულმა) ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამი დაუთმო.ამ თარიღიდან რამდენიმე დღეში დავაანონსე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, რომელიც იბრძოლებდა ქვეყნის ნამდვილი თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის.მას მერე ბევრი რამ მოხდა – „ოცნებამ” 2020, 2021, 2024 წლის არჩევნებში მიიტაცა ხელისუფლება, ჩაშალა ანაკლიის პორტის საუკუნის პროექტი, რომელსაც 2020-ში პირველი გემი უნდა მიეღო. გაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, უარი თქვა კონსტიტუციის 78 მუხლზე და ევროინტეგრაციაზე. ქვეყანა გააღარიბა, უცხოური ინვესტიციები ლამის გაანულა. გაიზარდა ემიგრაცია, სამაგიეროდ უვიზოდ, ღიად გაუღო კარი უცხოტომელებს, შემდგომი ბინადრობის უფლების მინიჭებით. შობადობისა და ერის გამრავლების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა! თითქმის მთელი ეკონომიკა რუსეთს მიუერთა, ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის და მუშაობის პერსპექტივა მოუკლა! დაატუსაღა უამრავი პოლიტპატიმარი, დაარბია და დაასახიჩრა ასობით გულანთებული ახალგაზრდა! დააწესა ცენზურა სიტყვის თავისუფლებაზე და დააპატიმრა პოლიტიკური ლიდერები!დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს ჩვენი დევნა – ბიძინას ერთი სული აქვს როდის დაგვიჭერს. გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ  ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით და ამას ბედავს და მე მეუბნება ის ადამიანი, ის ხალხი, რომელმაც თითქმის სრულად ჩააბარა ქვეყნის 80% რუსებს, 20% კი ფიზიკურად, დიდი ხანია ოკუპირებულია!ჰოდა, ერთ რამეს ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს! – რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინო შენ მონამორჩილ მოსამართლეებს, ეს ბრძოლა შენი მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძლედება ისევე, როგორც ქვეყნის დეოკუპაციამდე ბრძოლა ნაღდ და თავისუფალ ხალხთან ერთად!ცხოვრებაში ბედნიერება იდეისთვის ბრძოლაა, ეს იდეა თუ შენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაა, მაშინ სწორ ადგილას ხარ და ბედნიერიც!  დიახ, მე ბედნიერი ვარ რომ აქ ვიდექი და ვიდგები მუდამ! – აი, ეს რომ მახსენდება, სიხარულით ვივსები! არცერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა შენი კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ქვეყანას სხვა პერსპექტივა, სხვა მომავალი აქვს!ბრძოლა იქნება ბოლომდე, დაიმახსოვრეთ!“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ვოლოდიმირ ზელენსკი – სასურველია, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს

სასურველია, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.„ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა. რაკეტამ ყველა სართული გაიარა და სარდაფშიც ჩააღწია. ამ დარტყმას არანაირი სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა, მან რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით აბსოლუტურად არაფერი შესძინა. ეს არის განზრახ ჩადენილი ტერორი, იგივე, რასაც პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის არმია ყველგან აკეთებდა: ჩეჩნეთიდან სირიამდე“, – აღნიშნა მან.ზელენსკის თქმით, უკრაინის მიმართ გლობალური სოლიდარობის ამჟამინდელი დონე და რუსეთზე გლობალური ზეწოლა საკმარისი არ არის და სანქციები „მნიშვნელოვნად“ უნდა გამკაცრდეს.„ვისურვებდი, რომ ომი პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დასრულდეს. მე ძალიან ვენდობი მის დახმარებას. ძალიან ვენდობი შეერთებული შტატების გავლენას. სწორედ ეს შეიძლება დაგვეხმაროს. სანქციებია საჭირო. დიპლომატია. უსაფრთხოებაა საჭირო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ, ახალშობილი პირდაპირ აბანავეს და გული გაუჩერდა…“ – ტრაგედია საბერძნეთში

საბერძნეთში, კუნძულ პაროსზე მომხდარმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ახალშობილი, ხოლო მისი დედა ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება. ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის შედეგებზეც დღეს მედიასთან ოჯახის ადვოკატმა ისაუბრა. ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს.როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ახალშობილის სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება იყო. ბავშვი მშობლებს სანაპიროზე, მზის გულზე დიდი ხნის მანძილზე ჰყავდათ, შემდეგ კი, როდესაც სახლში დაბრუნდნენ, დედამ პირდაპირ აბანავა, რამაც მის სხეულში ტემპერატურის კიდევ უფრო მომატება გამოიწვია და ახალშობილს გულო გაუჩერდა.„ბავშვი მზისგან არ დამწვარა, სანაპიროზე სიცხისგან იტანჯებოდა და შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ სახლში, ჩრდილში დაეწვინათ, რომ სხეულში ტემპერატურა დასტაბილურებულიყო, პირდაპირ აბანავეს და ამ ყველაფერმა ფატალური შედეგები გამოიწვია.რაც შეეხება ინფორმაციას, რომ დედა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ინფორმაციები, რადგან გამოძიებას მსგავსი არაფერი დაუდგენია და ოჯახის სახლი პოლიციიდან 100 მეტრში მდებარეობს. არცერთი მეზობელი არ ადასტურებს, რომ რაიმე სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი, გამორიცხულია ერთხელ მაინც არ გაეგონათ რაიმე“, - აცხადებს ადვოკატი.საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბოლო სიახლეები