ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი, რომელსაც ირანში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ირანელ ხალხს მიმართავს და სოლიდარობას უცხადებს.
“ძვირფასო მეგობრებო, ამ რთულ და მტკივნეულ დღეებში, გულწრფელად მინდა, რომ თქვენს გვერდით ვიყო. ირანში რვა მნიშვნელოვანი წელი გავატარე და ირანელი ხალხის მიმართ მხოლოდ თბილ და პატივისცემით სავსე მოგონებებს ვატარებ.
არ მსურს პოლიტიკური ტერმინებით საუბარი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უდანაშაულო მოქალაქეთა კეთილდღეობაა ყველა მხარეს. მათ ვუსურვებ მშვიდობას, უსაფრთხოებას და ძალას, მთელი გულით. ღრმა პატივისცემითა და სოლიდარობით, გიორგი გველესიანი.“, – – ამბობს ქართველი ფეხბურთელი.
თავად გიორგი და მისი ოჯახი ამჟამად ირანში არ იმყოფებიან. როგორც რამდენიმე დღის წინ დაიწერა, გველესიანი ევროპაშია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.