ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებაზეა საუბარი

ევროპარლამენტმა 405 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებაზე მიუთითებს.

რეზოლუციის წინააღმდეგ 210 დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 36 დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ანგარიში მიუთითებს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სისტემურ და ახალ საფრთხეებზე. განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატულია სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ტენდენციების, სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ევროკავშირის ღირებულებებზე თავდასხმების გამო.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს დამოუკიდებელი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელობას და აკრიტიკებს კორუფციის გამოძიებაში ჩარევას, სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

დეპუტატებმა დაგმეს პრესის თავისუფლებაზე თავდასხმები, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სპეციალური პროგრამების გამოყენება და დემოკრატიულ პროცესებს ზიანის მომტანი ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

რეზოლუციაში აღნიშნულია უმცირესობების, განსაკუთრებით ლგბტქი+ პირების უფლებების დაცვის გაუარესება. ევროპარლამენტმა გასცა მოწოდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის შესახებ ევროკავშირის დონეზე.

ანგარიშში საუბარია უნგრეთის მხრიდან ევროკავშირის ღირებულებების სისტემურ დარღვევებზე, პროკურატურაზე პოლიტიკურ ზეგავლენასა და ევროკავშირის ფონდების არასათანადო გამოყენება.ზე

„სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წარმომადგენელმა ანა კატარინა მენდესმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტს არ შეუძლია ევროპული ღირებულებების საფრთხეების იგნორირება.

„დემოკრატია ვითარდება ხელისუფლების დაყოფის, პრესის თავისუფლების, მართმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის საფუძველზე. ამის გარეშე, კანონის უზენაესობა ცარიელ ფორმალობად იქცევა და ავტორიტარიზმისთვის სივრცე იხსნება. ამ პარლამენტს არ შეუძლია ჩვენი ღირებულებების საფრთხეების იგნორირება, როცა იტალიაში ჟურნალისტებს სპეციალური პროგრამებით მიზანში იღებენ, უნგრეთში ლგბტქი+ პირების ძირითად სამოქალაქო თავისუფლებებს თავს ესხმიან და პოლონეთში ახალი ნაციონალისტი პრეზიდენტი რეპროდუქციულ თავისუფლებას ემუქრება“, – განაცხადა ანა კატარინა მენდესმა.

რეზოლუცია წარმოადგენს ევროპარლამენტის წვლილს კომისიის 2025 წლის კანონის უზენაესობის ანგარიშის მომზადებაში. დეპუტატებმა მოუწოდეს კომისიას, უფრო მკაცრი რეკომენდაციები ჩართოს და იმუშაოს მეთოდების გაუმჯობესებაზე. ასევე, ევროკავშირის ყველა ინსტიტუტს მოუწოდეს საფრთხეების წინააღმდეგ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეთრი სახლი ირანთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმაგანაცხადა.„იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მოლაპარაკებების არსებითი შანსი, რომელიც, შესაძლოა, შედგეს ან არ შედგეს ირანთან უახლოეს მომავალში, მე მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას, ჩავერთო თუ არა მოქმედებებში მომდევნო ორ კვირაში“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელიც ლევიტმა წაიკითხა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია პლატფორმა, სადაც დამსაქმებლები და სტუდენტები შეხვდებიან ერთმანეთს, იყოს მრავალფეროვანი

„სწავლების პრაქტიკული მეთოდი, რომელიც რეალურ სამუშაო გარემოში ცოდნის მიღებასა და პროფესიული უნარების განვითარებას ითვალისწინებს, სტუდენტებისთვის მრავალმხრივად ეფექტურია. მსგავსი ფორმატის სემინარები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის გადმოტანას პრაქტიკაში, აძლიერებს სტუდენტების პროფესიულ თვითდაჯერებულობასა და მოტივაციას, უზრუნველყოფს მათ შეხებას ინდუსტრიაში მოქმედ პროფესიონალებთან, აფართოებს წარმოდგენას ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის რეალურ მოთხოვნებსა და სტანდარტებზე, სტუდენტებს უფრო პრაქტიკული და კონკურენტუნარიანი უნარებით მომავალი დასაქმებისთვის ამზადებს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების - მთის მდგრადი განვითარების, მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებს, სალექციო კურსის ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ, რომელიც მოიცავდა როგორც შემეცნებით მიმართულებას, ასევე, სასტუმროს ინტერიერის დათვალიერებას და აქტიური ვაკანსიების გაცნობას.სტუ-ის სასწავლო პრცესების მართვის სამსხურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჩატარებულ სემინარზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებს, მომსახურების კულტურასა და მართვის პროცესებს უშუალოდ იმ სივრცეში, სადაც ეს პრაქტიკა ყოველდღიურად ხორციელდება. ნატო ქათამაძის თქმით, სწავლების ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ, საქართველოს ტურიზმის სექტორის წინსვლისთვის, რადგან ის ზრდის მომავალი კადრების ხარისხსა და სექტორისადმი მათი პასუხისმგებლობის განცდას.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც დამსაქმებლები და სტუდენტები შეხვდებიან ერთმანეთს, იყოს მრავალფეროვანი. სწორედ ამ მიზნით ვეწვით სასტუმროების ქსელის „თბილისი მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი, მოქსი თბილისი“ ერთერთ სასტუმროს „თბილისი მარიოტს“. დიდი მადლობა სწავლებისა და განვითარების მენეჯერს ქალბატონ ქეთევან წერეთელს, საინტერესო ტურისთვის. სტუდენტებმა მოისმინეს სასტუმროს მუშაობის სფეციპიკა, დაათვალიერეს სასტუმროს შიდა და გარე სივრცეები და გაეცვნენ სასტუმროში არსებულ აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას. რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის როგორც ინფორმაციის მიღების, სამუშაობის სფეციფიკის გაცნობის ისე მათი დასაქმების მიმართულებით. ადგილზევე გამოიკვეთა ჩვენი ორი სტუდენტის მიმართ ინტერესი, რაც ძალიან გვახარებს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათი შეთანხმება დადებითად გადაწყდება”, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

კახა ბექაური – მოტივირებული ვართ, მედიასთან ვიყოთ მუდმივ კომუნიკაციაში, რომ კანონი ისე აღვასრულოთ, მედიაგარემო გაჯანსაღდეს

შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალური ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა აღარ იყოს მედიაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნას შეყვანილი ჩვენი საზოგადოება. არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ მაყურებლის ინტერესები, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე და აღნიშნა, რომ კანონი აუცილებლად დასაცავია, რადგან ისეთ ელემენტარულ და საბაზისო ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას მოითხოვს, რაც მედიამ კარგად იცის.კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონის აღსრულების ნაწილში კომისია მაქსიმალურად ითანამშრომლებს მედიასთან, რათა დარღვევები მაქსიმალურად იქნას აღმოფხვრილი, განსაკუთრებით თუ ეს არის შეცდომა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მედია ამას მიზანმიმართულად და განგებ აკეთებს, პროცესში ესეც ნათლად გამოჩნდება და კომუნიკაციების კომისიას ამაზეც შესაბამისი რეაგირება ექნება.„მე ჟურნალისტიკა კარგად ვიცი, დიდი ხანი ვმუშაობდი ტელევიზიაში და რასაც მე ვუყურებ, ჩანს, რომ ზოგიერთ ჟურნალისტს ცოდნა არ აქვს. მაგრამ ეს არ იქნება განმსაზღვრელი, რომ ამის გამო დაისაჯოს მედია. ჩვენ უნდა ვასწავლოთ, სტანდარტი უნდა ავამაღლოთ, კომისია ამისკენ ვიქნებით მოტივირებული. უნებლიე შეცდომების გამო არ დაისჯება არცერთი ტელევიზია. ჩვენ მაქსიმალურად ლოიალურები ვიქნებით. მთავარია, მიზანმიმართულად არ მოხდეს კანონის დარღვევა. არათუ მზაობა გვაქვს, არამედ მოტივირებული ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ და ვითანამშრომლოთ. ჩავატაროთ იმდენი სამუშაო შეხვედრა, რამდენიც საჭიროა, მათ შორის კომისიის წევრების ჩართულობით, ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ დარღვევების პრევენცია მოვახდინოთ. მაუწყებლებს თუ კითხვები გექნებათ, რეგულარულ რეჟიმში ჩვენგან მზაობა იქნება, რომ ნებისმიერ თქვენს კითხვაზე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღოთ კონსულტაცია და ჩვენი აზრი მოისმინოთ“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხდომაზე.კახა ბექაურმა სხდომაზე აღნიშნა, რომ „ტელეკომპანია პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა ჯერჯერობით, რომელმაც კომისიასთან სამუშაო შეხვედრა ითხოვა და ეს პროცესი ძალიან ნაყოფიერად წარიმართა.„სხვათა შორის, „ტვ პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა სამუშაო შეხვედრებზე. უფრო სწორად, შედგა სამუშაო შეხვედრა. სურვილი „ფორმულამაც“ გამოთქვა, თუმცა შეხვედრაზე არ მოვიდა. სხვა არხებს საერთოდ არც სურვილი გამოუხატავთ, მაგრამ ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და მე მგონია, რომ მედიასაც უნდა ჰქონდეს. ამ კუთხით მე ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას და თუ დღეს ამას ვერ ხედავთ, ხვალ დაინახავთ აუცილებლად“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. როგორც პრემიერმა სოროკას სამედიცინო ცენტრის მონახულებისას განაცხადა.„მე გავეცი განკარგულება, რომ ხელშეუხებელი არავინაა. მირჩევნია, ქმედებებმა თავად თქვას სათქმელი. ყველა ვარიანტი ღიაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.მისივე თქმით, აშშ-ის ჩართულობა ომში „პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია“.„ის გააკეთებს იმას, რაც უმჯობესია ამერიკისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც უმჯობესია ისრაელისთვის“, – აცხადებს ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ტრამპმა „იცის თამაში“.ასევე, ნეთანიაჰუს აღნიშნავს, რომ ისრაელს შესწევს უნარი, დამოუკიდებლად განახორციელოს მთელი მისია.„ამ ოპერაციის დასასრულს არ იქნება არავითარი ბირთვული საფრთხე ისრაელისთვის და არ იქნება არავითარი ბალისტიკური საფრთხე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ბერდია სიჭიანავა-ეს კაცი გიორგი ჭოლაძე ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ, 2013 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრობის კანდიდატად წარადგინა სააკაშვილმა,რაც...

ეს კაცი გიორგი ჭოლაძე ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ, 2013 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრობის კანდიდატად წარადგინა სააკაშვილმა,რაც ,,ოცნების'' პარლამენტმა მაშინ ჩააგდო.პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ამბობს, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოძახებული ჭოველიძე მინისტრობის დროს "გამარჯობის თქმასაც ვერ უბედავდა" გიორგი გახარიას, ამიტომაც ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ კომიკური იყო ის ჩვენება, რომელიც მამუკა ბახტაძის აპარატის მაშინდელმა ხელმძღვანელმა წულუკიანის კომისიას მისცა.გიორგი ჭოლაძეზე საუბარი ცოტა კომიკურია. როგორი რიხიტაც ის საუბრობდა საგამოძიებო კომისიაზე, თიტქოს ეპაექრებოდა საუბარში გიორგი გახარიას, მაშინ როცა გამარჯობის თქმასაც ვერ ბედავდა და თავდახრილი დადიოდა ეს კლერკი ბახტაძის. მისი მიცემული ჩვენების განხილვა სერიოზული არ იქნება, იმიტომ, რომ ეს არის ცრუ მოწმე, რომელმაც ცრუ ჩვენება მიაწოდა საგამოძიებო კომისიას და აუცილებლად, ამ ადამიანებს  სამართლებრივ სახელმწიფოში ცრუ ჩვენების მიცემისთვის პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ. რაც შეეხება გერმანიის ელჩის იქ ყოფნას, რა არის ამაში გასაკვირი, რომ გერმანისი ელჩი ყოფილიყო პარლამენტის შენობაში, რამე დანაშაული ჩაიდინა ამით ან იქ ყოფნით? ვინმეს რამე მოუწოდა? ამიტომ სისულელეა ამაზე საუბარი", - აცხადებს ბერდია სიჭიანავა.ჭოლაძის თქმით, მას შემდეგ რაც 20 ივნისის ღამეს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხრიდან განცხადების გაკეთების შემდგომ სროლა დაიწყო, გახარიასა და ბახტაძეს შორის მძიმე საუბარი შედგა.

ბოლო სიახლეები