აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ ირანის რეჟიმი დაეცეს.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არა?“ – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ ასეთ სცენარს, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს: „ჩვენ ყველაფრის გეგმა გვაქვს“.
მისი თქმით, ერთ საათში თავის მრჩევლებს შეხვდება სიტუაციურ ოთახში.