ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში, ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მოქმედებებით ჰიტლერს გადააჭარბა. ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

​„ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, „რათა შეაჩერონ არაადამიანური აგრესია ღაზის, სირიის, ლიბანის, იემენისა და მეზობელი ირანის წინააღმდეგ“.

რაც შეეხება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებას, ერდოღანი აღნიშნავს, რომ ირანის ქმედებები ლეგიტიმურია.

„სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური და კანონიერია, რომ ირანი იცავს თავს ისრაელის ყაჩაღობისა და სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა.პუტინის თქმით, შეხვედრისას მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, რადგან, უკრაინის კონსტიტუციით, საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახანგრძლივების შესაძლებლობა არ არსებობს საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი.„რუსეთისთვის სულერთია, ვინ ატარებს მოლაპარაკებებს უკრაინის მხრიდან, მაგრამ დასასრულს დოკუმენტების ქვეშ უნდა იყოს ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმოწერა“, – უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბრისას კი რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები დათანხმდებიან ამას და არ უბიძგებენ კიევს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისკენ.რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას, ამ საკითხზე საუბრისას პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი თავად უკრაინამ დაიწყო.„რუსეთს არ დაუწყია სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში, არამედ მის დასრულებას ცდილობს. კიევის რეჟიმმა თავად დაიწყო ომი ძალის გამოყენებით დონბასის მცხოვრებლების წინააღმდეგ. სწორედ ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა ამჟამინდელ შეიარაღებულ კონფლიქტამდე. რუსეთი არტყამს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და არა – საცხოვრებელ უბნებს, უკრაინის დემილიტარიზაციის მიზნით. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინას ჰყავდეს შეიარაღებული ძალები, რომლებიც შეძლებენ რუსეთისა და მისი ხალხისთვის საფრთხის შექმნას“, – განაცხადა პუტინმა.

„გარდიანი“ – დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში

დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში,- ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუ ამერიკა ბაზის გამოყენების სურვილს გამოთქვამს.„რადგან, მოუწევს დაიცვას ბალანსი მის მიერ დიპლომატიური გამოსავლისადმი მინიჭებულ უპირატესობასა და სურვილს შორის, რომ დაიცვას აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობა, რომელსაც ის უმაღლეს მნიშვნელობას ანიჭებს“, – წერს „გარდიანი“ მაღალჩინოსნებზე დაყრდობით.ასევე, „დიდი შიდეულიდან“ დაბრუნების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შეხვედრა გამართა. მინისტრებთან და მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, კირ სტარმერმა განიხილა ბრიტანეთის მოქმედებების სცენარი ამერიკის ირაზე თავდასხმის შემთხვევაში და მოითხოვს თუ არა აშშ მოკავშირეების მხარდაჭერას ნებისმიერ ეტაპზე.დიეგო გარსიას სამხედრო ბაზა იდნოეთის ოკეანეში მდებარეობს. ის ირანის სამხრეთ საზღვრიდან 3900 კილომეტრითაა დაშორებული.

ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ ირანის რეჟიმი დაეცეს.„რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არა?“ - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ ასეთ სცენარს, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს: „ჩვენ ყველაფრის გეგმა გვაქვს“.მისი თქმით, ერთ საათში თავის მრჩევლებს შეხვდება სიტუაციურ ოთახში.

ლენა შილინგი – მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც დაკავებულია, როგორც პოლიტპატიმარი, მისი დაპატიმრება მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული

მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც დაკავებულია, როგორც პოლიტპატიმარი, – ამის შესახხებ ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, მზია ამაღლობელის დაპატიმრება „ცხადად პოლიტიკურია და მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული“.„ვიყავი საქართველოში და მის ერთ-ერთ პროცესს დავესწარი. და შემიძლია გითხრათ: მისი „ქეისი“ პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე. მზია მოძრაობის სიმბოლოა, რომელიც, რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად, აგრძელებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ის სამიზნეშია ამოღებული, ვინაიდან სიმართლის მხარეს დგას და უარს ამბობს გაჩუმებაზე.დღეს ასობით პოლიტპატიმარი – ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და არტისტები დაპატიმრებულები არიან სისტემის მიმართ წინააღმდეგობისთვის, რომელიც შლის დემოკრატიას და რუსულ კონტროლს ამყარებს. ქართველი ხალხი ზუსტად იმ ღირებულებებისთვის იბრძვის, რომელსაც ეს პარლამენტი წარმოადგენს – თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. მზიას მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას ნიშნავს და ჩვენ აქ მისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაუმჯობესება გვჭირდება“, – განაცხადა ლენა შილინგმა.

ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – რა დეტალებია ხდება ცნობილი მერაბ ჯანგველაძეზე

რუსეთის შსს-მ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.მერაბ ჯანგველაძე არის პირველი ადამიანი კრიმინალური სამყაროს ყველაზე გავლენიან ოთხ ფიგურას შორის, რომლის „კრიმინალური სტატუსიც“ ბრალდების საგანი გახდა.მერაბისთვის მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როდესაც მისი ძმა ლევან ჯანგველაძე ვაკეში ქილერმა მოკლა.მომხდარი მკვლელობიდან ორ თვეში მერაბ ჯანგველაძემ 30-მდე მხარდამჭერი შეკრიბა და მისი ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ „ნადირობა“ გამოაცხადა. თუმცა, ამ ნაბიჯს კრიმინალურ სამყაროში სკეპტიკურად შეხვდნენ.მედია წერს, რომ უახლოეს მომავალში ჯანგველაძე საერთაშორისო ძებნილ სიაში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ ჯანგველაძე იტალიაში ცხოვრობს, მისი ექსტრადიციის შანსი რეალურია. მას არ აქვს იტალიის მოქალაქეობა, იტალია კი იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის შსს-სთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ.

ბოლო სიახლეები