ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

დღეს სულამანიძე იუბილარია და მსოფლიოს ჩემპიონობას შეუტევს!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეექვსე დღეს კაცები – 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები -78 კგ-ში იასპარეზებენ.

100 კგ-ში ილია სულამანიძე მეორე წრიდან იჭიდავებს და პირველ შეხვედრას უნგრელ სომბორ ვეგთან ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში ქართველის სავარაუდო მეტოქე ესპანეთის სახელით გამომასვლელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (90 კგ-ში) ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი იქნება.

წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნაჩო სანჩესი – გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი,

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი, ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩესმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.„ყველაზე შემაშფოთებელი ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან არ მხოლოდ რეპრესიებია, არამედ ის ქმედებები, როგორც მოქალაქეებს ეპყრობიან – ბავშვებივით, არასრუწლოვნებივით. გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“. ეს შეიძლება იყოს სტუდენტის ტვიტი ან შეიძლება იყოს ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამ დარბაზში კეთდება ქვეყნის შესახებ. მაგრამ ამ გამარტივებული ნარატივის შესაცვლელად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პროფესიონალური, ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ისეთი პროფესიონალები აკეთებენ, როგორიცაა მზია ამაღლობელი. ეს არის ერთადერთი გზა ავტორიტარული რეჟიმების ამ ფანტაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამიტომ იბრძვიან ისინი პრესის თავისუფლების წინააღმდეგ სასაცილო ზომებით.ზოგჯერ, მაგალითად, თუ ჟურნალისტები იყენებენ სიტყვებს: არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა, ოლიგარქიული მთავრობა, რეჟიმის პატიმრები ან რუსული რეჟიმი – ყველა ეს გამონათქვამი, ყველა ეს გამოხატულება აკრძალულია იმ ქვეყანაში“,- განაცხადა ნაჩო სანჩესმა ევროპარლამენტში დებატებისას.

გულნარა დეიდა-იქ, მელიქიშვილის ბოლოს… სადაც სითბო და წიგნები ერთმანეთს ერწყმის…მასწავლებელი, რომელმაც ცხოვრება შემიცვალა-რას წერს შევარდნაძე

,,თბილისში დედა ჩამომიყვანდა წელიწადში ერთი ორჯერ მაინც, ან სასექტებროდ საყიდლებზე ან წინასაახალწლოდ ან ექიმთან.. ყოველთვის ვჩერდებოდით დედას მამიდასთან მელიქიშვილის 7 ნომერში. თუ გურიაში ვინმეს ფეხი აუცდა, სტუდენტი გახდა, სამკურნალოდ, სავაჭროდ, უბრალოდ დედაქალაქში ჩამოვიდა ყველამ ქეთო მამიდასას გაადინა ძნეყვა. ქეთო მამიდას სამი ქალიშვილი, გუგული, ნუნუ და და ნაზი ჰყავდა, ესეიგი ჩემი დეიდები. მათზე და იქ გატარებულ სტუდენტურ წლებზე უსათუოდ მოვყვები ერთხელ. ამ თბილისურ ეზოში 17 ოჯახი ცხოვრობს და ბავშვობიდან ყველას ვიცნობ, მათ ნათესავებსაც, ახლობლებსაც, ყველას. ჩემი დეიდების გვერდით ბინაში გურამ ლორთქიფანიძის ოჯახი ცხოვრობს, დიდი საერთო აივნის ბოლოს, ლამაზ, მოზრდილ ძველებურ ბინაში ბიოლოგი, პროფესორი, დიდი, ფაშფაშა ქალბატონი გულნარა კიკნაძე. დეიდა გულნარა რაც თვალი გამოვახილე სულ ვიცი, დეიდებს და ქეთო მამიდას რომ მოვისიყვარულებდით პირველი მასთან გავრბოდი. ვუყვებოდი სოფლის ამბებს, წვრილად გამოიკითხავდა რა მიზეზით ჩამოვედით, რამდენხანს ვრჩებით, დედას აუცილებლად დააკვალიანებდა, სწორ ექიმთან გაგვიშვებდა, მერე შედეგსაც იკითხავდა აუცილებლად. დეიდა გულნარას დიდ ოთახში უშველებელი გვიმრები, ფიკუსი, ფილოდენდრონი და დიდი სპატიფილუმი ედგა, ფანჯრის რაფები სავსე ჰქონდა უზუმბარას ფერადი იებით, სამზარეულოში ქლოროფიტუმები და ბეგონიები ეწყო დიდ თაროზე. მე ინტერესს ვიჩენდი ამ მცენარეების მიმართ, ნაცნობებივით ჩამოვუვლიდი ყველას და დავხედავდი. დეიდა გულნარა ამჩნევდა ჩემს ამ ინტერესს და სულ მიყვებოდა მათზე. ხუთი ან ექვსი წლის ვიქნებოდი მისი დიდი, საოცარი ბიბლიოთეკის თაროდან ძვირფასი ბოტანიკური ენციკლობედია გადმოიღო და წარწერით მაჩუქა "კარგ ზურიკოს გულნარასაგან." ერთერთ ჩამოსვლაზე მცენარეების გადარგვაში დახმარება მთხოვა და ახლაც მახსოვს ის ბედნიერება. დიდ, ფართე აივანზე ტილო გავშალეთ, ყველაფერი გამოვიტანეთ და მიწა შევუცვალეთ მცენარებს. დეიდა გულნარა დილით სამსახურში მიდიოდა, ნაშუადღევს ბრუნდებოდა, უცებ სადილს მოამზადებდა და მალევე იწყებოდა მოსწავლეების დინება გვიან საღამომდე. იჯდა წიგნებით და რვეულებით სავსე დიდ, მრგვალ მაგიდასთან და რიგი მოდიოდა, რიგი მიდიოდა.. ვფიქრობ ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებაც დეიდა გულნარას მაგალითით და მისი იმედით გადავწყვიტე. სკოლა, რომ დავამთავრე იმ წელს ვერ წამოვედი ჩასაბარებლად, არ აღმოჩნდა ამის საშუალება, მეორე ზაფხულს დედა გამომყვა და ჩამოვედით, უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე შევიტანე განცხადება. რათქმაუნდა დეიდა გულნარამ გამსინჯა, დედა დააიმედა ოთხიანს ნამდვილად მიიღებსო და შეაქო ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა ხომერიკი. დედას შეპირდა არ იდარდო, როგორც შევძლებ მოგეშველებით, ბევრი ჩემი მეგობარია კომისიაშიო. ვფიქრობ ცოტა ჩემით და ბევრი დეიდა გულნარას დახმარებით მივიღე ბილოგიაში ხუთიანი, ქიმიაში და ქართულში ოთხიანები რაც მეყო სტუდენტი გავმხდარიყავი. იმ წუთიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ძალიან დავუახლოვდი დეიდა გულნარას. მიჭირდა ჩემთვის უცხო ქალაქთან და ქალაქის წესებთან შეჩვევა, არც სწავლა მიადვილდებოდა. ვინ მყავდა მშველელი ან გულშემატკივარი, მივადგებოდი რვეულით, წიგნით გულნარას. ორ წუთში ისე გამომახედებდა თვალში, ისე დამარიგებდა, ისე დამაყენებდა სწორ გზაზე სხვანაირად დავინახავდი ყველაფერს, შემანჯღრევდა და გამომიშვებდა. მოვუყვებოდი რამეს, ვითომ ჩავაბარებდი.. -არვარგა, ცუდად იწყებ, აბა ასე სცადე.. -ასე დაიწყე, ასე დაამთავრე.. მივუტანდი რამეს დაწერილს. -არვარგა, ერთმანეთში გაქვს აზელილი 5 სვადასხვა ამბავი, წადი, დაშალე ხუთად და ხუთი ცალ-ცალკე საკითხი მომიტანე. წავიდოდი, ვწერდი, ვწერი დაუსრულებლად, მივიდოდი არც დახედავდა აბა ახლა მომიყევი რაც დაწერე. მოვუყვებოდი აბა ახლა დაწერე ის რაც მომიყევი, მივუტანდი არა ვრცელია, მოკლედ დამიწერე ერთ გვერდზე... მტანჯავდა მაგრამ ახლა როცა მეც მიწევს ახალგაზრდებისთვის ცოტ- ცოტა სწავლება ვხვდები რომ მისნაირი მასწავლებელი არ შემხედრია. მასწავლიდა მთავარს როგორ ვისწავლო... მისწორებდა ყველაფერს, საუბარს, სიარულს, ქცევას... მაგრამ საოცარი ტაქტით და გონივრულად, არასდროს არც ერთხელ არავის თანდასწრებით არ მოუცია შენიშვნა, სხვასთან ერთად მხოლოდ მაქებდა და მეფერებოდა, ცალკე როცა მარტონი ვრჩებოდით გადადიოდა შენიშვნებზე, შემჩნევები, დარიგებები დაუსრულებლად, როგრც კი ვინმე შემოდიოდა ჩერდებოდა. მაძლევდა გაუთავებლად საკითხავს, იმ დროისთვის ჩემთვის რთულს და ხშირად გაუგებარს, მხოლოდ იმისი ხათრით და მორიდებით ვკითხულობდი, რომ მკითხოს რაღა ვქნა ხომ უნდა მქონდეს წაკითხული. რომ მეგონა სულ არ ახსოვდა რა მომცა მაშინ მკითხავდა.. ჩემზე უფრო ზუსტად იცოდა როდის რა გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი, მკიხავდა ხვალ ვისთან გაქვს გამოცდა? ვითომ არ იცოდა, ააა ლენა გოკიელი? ჩემი თანდასწრებით აიღებდა მის დიდ წითელ ტელეფონს ზეპირად აკრეფდა ნომერს, -ლენა სდრასტუი, ხვალ ჩემს ზურიკოს აქვს შენთან გამოცდა, არაუშავს მთლად უთავმოყვარეოდაც არ ვუშვებ, მეტი არა და ერთი ნიშანი მე მაჩუქე რა. არ ივარგებს, სტიპენდია არ უნდა დაკარგოს და დაუკიდებდა. ამის შემხედვარეს მაშინ ყოვლის შემძლე მეგონა. რამდენიმეჯერ სადაც მას არ შეეძლო დახმარება სთხოვა გაკვეთილები ჩაეტარებინათ ჩემთვის და ვემეცადინებინე გამოცდისთვის ლექტორებს. თუ განსაკუთრებულ სადილს გააკეთებდა და გარეთ ისეთი დრო იდგა ყველაფერი განსაკუთრებულად მეჩვენებოდა აუცილებლად დამიძახებდა ფანჯრიდან. სამზარეულოში, რომ შევიდოდი დიდი ულუფა უკვე ამოღებული მხვდებოდა დიდ, ლამაზ, ლურჯ თეფშზე, მასადილებდა გემრიელად. ვეკითხებოდი და ვუთანხმებდი ყველაფერს, ვუზიარებდი ემოციებს, შთაბეჭდილებებს.. მისმენდა დიდი მოთმინებით. თანამიგრძნობდა, მხარს მიჭერდა და მამხნევებდა. მაჩვენებდა სწორ გზას და მიმართულებას, მეხმარებოდა დამერქმია ყველაფრისთვის შესაფერისი სახელი, მიმითითებდა სწორ, ღირებულ ადამიანებზე, არასწორ, ცუდ საქციელსაც დამანახებდა და მეტყოდა რომ ეს არის ცუდი და ასე კაცი არც ქალი არ უნდა იქცეოდეს. გამაცნო და დამაახლოვა ყველა თავისი მეგობარი და კოლეგა, ზოგიერთს კი გადააბარა ჩემი თავი. დღემდე მინათებენ გზას და ამდიდრებენ ჩემს ცხოვრებას მის სამზარეულოში გაცნობილი კეთილშობილი ადამიანები. სოფლიდან ჩემს დახმარებას თითქმის ვერ ახერხებდენ ,მალევე მოვეწყვე ყვავილების მაღაზიაში სამუშაოდ, იმდროისთვის განსხვავებულ, განსაკუთრებულ გვირგვინებს, სამგლოვიარო კალათებს და თაიგულებს ვამზადებდი. აქ დიდი არაფერი შეეძლო მაგრამ აქაც დამეხმარა, თავისი სარაია დამითმო ეზოში, გამოვალაგე, მოვაწესრიგე და იმდროისთვის მოდური სიტყვა "ოფისი" დავარქვი. სახელოსნო გავმართე და გვირგვინების შეკვეთებს კერძოთაც ვიღებდი. მისი შვილები (გათხოვილი არასდროს ყოფილა, გაზარდა თავისი ობლად დარჩენილი ბიძაშვილის ქალიშვილები ელენე და სალომე) სიძეები, შვილიშვილები ჩემთან მეგობრობენ, დადიან ჩემს ბაღში, ყველა ნათესავებივით მიყვარს და მიმაჩნია. ასე მგონია ყველა მათგანის იოლად მესმის, ადვილად ვუგებ. ჩვენ ყველანი ხომ იმ ერთი კეთილი წყაროთი ვსაზრდოობდით გულნარა რომ ქვია. რა ცუდია, რომ ადამიანები ვერ ვახერხებთ შესაფერისი, დამსახურებული ყურადღებით ვიყოთ ასეთი ამაგით გამორჩეული მასწავლებლების მიმართ. წესით უკვე ღრმად მოხუცებულ, მარტოდ დარჩენილი გულნარა ძალიან ახლო უნდა მყავდეს და ვცდილობდე მისი ცხოვრების დღეები გავახალისო, გავაფერადო... ეჰჰ ადამიანო, ადამიანო, მოუცლელო ადამიანო...''-წერს შევარდნაძე

რასა იუკნევიჩიენე – არ მესმის ევროპული საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმე, რეჟიმზე ზეწოლა ყველა შესაძლო გზით უნდა მოვახდინოთ, ქართველი ხალხი მარტო...

მზია ამაღლობელი იქცა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ყველა დაპატიმრებული ქართველის სიმბოლოდ. ერთი კვირის წინ მამაცი ქართველების წარმომადგენლები, რომლებიც 200 დღეზე მეტია, იბრძვიან ევროპული საქართველოსთვის, ევროპარლამენტში დაესწრნენ არჩევნების შესახებ ქვეკომიტეტის მოსმენებს, მაგრამ გუშინ ივანიშვილის რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა მათ წინააღმდეგ სრული სასამართლო შეტევა განახორციელა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.რასა იუკნევიჩიენეს თქმით, „რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული სანქციებია საჭირო“.„ვითარება ყოველდღიურად უარესდება. ამჟამად ჩემი გამოსვლა არ შეეხება კრემლის მეგობრებს, ამ ყველაფერზე საუბარია ჩვენ მიერ დღემდე მიღებულ იმ რეზოლუციებში. ახლა უნდა ვისაუბროთ ჩვენზე, ევროკავშირზე. არ მესმის ევროპული საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმე. მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები იმსახურებენ პატივისცემასა და დახმარებას. რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული სანქციებია საჭირო. რეჟიმზე ზეწოლა ყველა შესაძლო გზით უნდა მოვახდინოთ და აღარ ვთხოვოთ მათ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. ისინი არ დაბრუნდებიან, რადგან ეს რეჟიმი კრემლის ოცნებაა. მათ მოატყუეს თავიანთი ხალხი ევროკავშირისკენ სწრაფვაში. მოგვატყუეს ჩვენც ევროპარლამენტში და ევროკავშირში. მხოლოდ ახალი სამართლიანი არჩევნები დაეხმარება საქართველოს ქვეყნის უკან დაბრუნებაში. ევროკავშირის პოლიტიკური ნებაა საჭირო. საქართველოში თითქმის აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია, „სპუტნიკის“ ტიპის პროპაგანდისტული ტელეარხების გარდა. არ მესმის, რატომ არიან ისინი, ვინც ევროკავშირის მიმართ შხამს აფრქვევენ, ჯერ კიდევ აქტიურნი აქ, ევროპარლამენტში. უნდა ვიმოქმედოთ. ქართველი ხალხი მარტო არ უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ტობიას კრემერი -„ქართულ ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს სინათლის, რადგან იციან, რომ მათ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს ეშინია სინათლის, რადგან მათ იციან, რომ მათ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატებიდ დროს განაცხადა.მისი თქმით, 400-ზე მეტია საქართველოში ჟურნალისტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს, აკავებენ და წამებენ. კრამერმა ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალი პრესისა და თავისუფალი საზოგადოების შუქი ტირანიის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღია.“მედიის თავისუფლება ფუფუნება არ არის. ეს დემოკრატიული აუცილებლობაა. ის ანათებს იქ, სადაც კორუფცია და ავტოკრატია იმალება. და სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ მზია ამაღლობელი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ჟურნალისტი, 150 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დააპატიმრა.და ეს არ არის ერთეული შემთხვევა. 400-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი, ოპოზიციის წარმომადგენელი, ასევე რიგითი მოქალაქე, დააკავეს, აწამეს ან დააპატიმრეს. კოლეგებო, მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს ეშინია სინათლის, რადგან მათ იციან, რომ მათ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა.ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ქართველებს ის არ სურთ და პუტინის რეჟიმის ჩრდილშია, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, დაშინებას, მანიპულირებას, რადგან იცის, რომ ქართველები არასდროს აირჩევენ ისე ცხოვრებას, როგორშიც რუსები ცხოვრობენ.კოლეგებო, თავისუფალი პრესისა და თავისუფალი საზოგადოების შუქი ტირანიის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღია. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოვიდეს ჩრდილიდან, მოხსნას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და ქართველ ხალხს მისცეს საშუალება, თავისუფლად აირჩიოს თავისი მომავალი სინათლეში.”- განაცხადა მან.ცნობისთვის, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები მიმდინარეობს.ევროპარლამენტარები თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მსჯელობენ. ამასთან, ხვალ ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.

ტიერი მარიანი – ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ზიზღს და სურვილს, მოიშოროს საქართველოს მთავრობა, ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის

ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ზიზღს და სურვილს, მოიშოროს საქართველოს მთავრობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.ტიერი მარიანის თქმით, ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის.„მედიის თავისუფლება არ ნიშნავს ზედმეტ უფლებას და არც არის ალიბი უცხოური ჩარევისთვის. მოდით, ვნახოთ, რას აკეთებს პარლამენტი ამ დებატებში. ქალბატონ მზია ამაღლობელს ასამართლებენ, რადგან 12 იანვარს მან საკუთარ ქვეყანაში პოლიციელს სილა გააწნა. მას განსჯიან ისინი, რომლებიც მის სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ და მე ვფიქრობ, რომ აქ რასაც ვხედავთ, არის ევროკავშირის ობსესია საქართველოს მიმართ და ბრიუსელის ზიზღი ამ ხალხის უფლებებისა და სუვერენიტეტისადმი.მოდით, ნათლად ვთქვათ – თქვენ გინდათ, მოიშოროთ საქართველოს მთავრობა, გადააყირავოთ ისინი და ნებისმიერი საბაბი გამოგადგებათ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ვნახეთ განმეორებითი ჩარევა – ჩარევის მსგავსი, რომელსაც ქართველები 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდნენ. გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გარე ინტერესების მიერ ფინანსდებიან და მათი იქ ყოფნის ერთადერთი მიზანი არის საქართველოს დესტაბილიზაცია. ქართველები ამას არასოდეს დაუჩოქებია, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუმალავთ მთავრობის დესტაბილიზაციის სურვილი 1990-იანი წლებიდან. ვნახეთ ეს უზარმაზარი დაფინანსება, რომელიც ჩადებულია მებრძოლ სტრუქტურებში ჟურნალისტიკისა და ადამიანის უფლებების ნიღბის ქვეშ. ამან შეასუსტა ამ ქვეყნის ინსტიტუტები. ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.

ბოლო სიახლეები