ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხეა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატარის ემირ, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანითან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის მხრიდან ირანზე თავდასხმების შედეგად გამოწვეული შეტაკებების შესახებ ინტენსიურ დიპლომატიურ საუბრებს აწარმოებს და განაცხადა, რომ ძალადობის სპირალის დასასრულებლად თავის ძალისხმევას განაგრძობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმებმა არ უნდა დაჩრდილოს ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი.