ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ეფი დეფრინი ავრცელებს.
„ჩვენ სიღრმისეული დარტყმები მივაყენეთ და დავაზიანეთ ირანის ბირთვული, ბალისტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის შესაძლებლობები“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
ამასთან, როგორც ეფი დეფრინიმ განაცხადა, ისრაელს „მრავალ ფრონტზე ემუქრება საფრთხე“.
„მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობთ ირანიდან მომდინარე საფრთხეების აღმოსაფხვრელად, ჩვენ კვლავ ვიბრძვით მათ მარიონეტთან, „ჰამასთან“ ღაზაში“, – აღნიშნა დეფრინიმ.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის თქმით, „ჰამასს“ კვლავ 53 ტყვე ჰყავს „სასტიკ პირობებში“.
„ჩვენ არ დავისვენებთ, ვიდრე ისინი სახლში არ დაბრუნდებიან“, – აღნიშნა ეფი დეფრინიმ.