,,საზოგადოების უდიდესი ნაწილი, საუბედუროდ, რომელებსაც შეგვეხო სააკაშვილის რეჟიმი , კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ! გადაათრიეთ მკვლელი , სამშობლოს მოღალატე და გამყიდველი სააკაშვილი , ციხეში, სადაც არის მისი ადგილი და არა იმ კლინიკაში, სადაც სანატორიუმის პირობებში ისვენებს, რის გამოც, ჩვენ ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს. ის არის, ყველა იმ უბედურების შემომქმედი, რაც ჩვენმა ხალხმა და ქვეყანამ გაიარა მისი სასტიკი რეჟიმის წლებში, რა თქმა უნდა მის სასტიკ პარტიასთან, ნაც.მოძრაობასთან ერთად”-წერს ია მეტრეველი.
ია მეტრეველი-მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ! გადაათრიეთ მკვლელი , სამშობლოს მოღალატე და გამყიდველი სააკაშვილი , ციხეში, სადაც არის მისი ადგილი და არა იმ კლინიკაში, სადაც სანატორიუმის პირობებში ისვენებს, რის გამოც, ჩვენ ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს

გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე არიან დაბარებულები, - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" პროკურატურაში განუცხადეს.ალექსანდრე ლომიძე 17 ივნისს, 11:00 საათზე, მაია ცქიტიშვილი კი 18:00 საათზე მივა.შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.
🎥ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 16 ივნისით თარიღდება.ეზოტერიკოსი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს.ვრცლად ↓
„ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია…“ – იაგო ხვიჩია
„ჩემი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მე ხშირად ვამბობ ამას, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაღაც ბრძოლაში ეფექტური არის ლელოს ინტელექტი და გირჩის ფული - არაფერი არ გამოვა, ხოლო თუ პირიქით ვიზამთ ამას, მაშინ კი... ჩემი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია. ზოგადად მას ფული აქვს და შეუძლია დაიქირავოს სპეციალისტები და ამ ამბავში ყოველთვის შეიძლება აზრზე მოვიდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანება გასცა
დონალდ ტრამპმა ზოგიერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა.აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიგრაციული პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში ტრამპმა საიმიგრაციო სამმართველოს მოუწოდა, დიდ ქალაქებში არალეგალი მიგრანტების დეპორტაციისკენ მიმართული ოპერაციები გააძლიეროს.„ჩვენ უნდა გავაფართოოთ ძალისხმევა, რომელიც მიმართულია არალეგალი მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციისკენ ამერიკის დიდი ქალაქებიდან, როგორებიცაა ლოს ანჯელესი, ჩიკაგო და ნიუ იორკი“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ გვერდზე „თრუს სოშიალში“.ტრამპის თქმით, არალეგალი მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება ქალაქებში, რომლებიც, მისივე შეფასებით, წარმოადგენენ „დემოკრატების ძალაუფლების ცენტრის ბირთვს“, „ისტორიაში უდიდესი მასობრივი დეპორტაციის პროგრამის ნაწილია“.ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რომ მისი ბრძანება შესრულდეს.ცნობისთვის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ტრამპის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. მისი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებმა მიგრანტების დაკავებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს.ბოლო რამდენიმე კვირაა, აშშ-ში მიგრანტების საწინააღმდეგო რეიდებს მოქალაქეები აპროტესტებენ. ლოს ანჯელესში დემონსტრაციების ფონზე არეულობა დაიწყო და სამართალდამცველებთან შეტაკებები მოხდა. ტრამპმა ლოს ანჯელესში მომხდარს „არალეგალი მიგრანტების მხრიდან ოკუპაცია“ უწოდა და შტატში ეროვნული გვარდია და სამხედრო ქვეითები გაგზავნა.
ირანის სახელმწიფო მედია – ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო.როგორც „სიენენი“ წერს, ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr News-ის ცნობით, ირანმა დრონები და რაკეტები გაუშვა ისრაელის ქალაქების – ჰაიფასა და თელ ავივის მიმართულებით.შეგახსენებთ, მანამდე ირანმა ისრაელის ორ ტელეარხს ევაკუაციისკენ მოუწოდა.