სამშაბათი, ივნისი 17, 2025

ზურაბ აბაშიძე – 2009 წელს პოლიციის შენობასთან აქციაზე ხმა მომესმა, ეს აბაშიძეა და აუცილებლად უნდა გავუსწორდეთო, მერე გონებას ვკარგავ, ხელკეტით მძიმე დაზიანებები მივიღე

2009 წელს პოლიციის შენობასთან აქციაზე ხმა მომესმა, ეს აბაშიძეა და აუცილებლად უნდა გავუსწორდეთო, მერე გონებას ვკარგავ, ხელკეტით მძიმე დაზიანებები მივიღე არა მხოლოდ სახის არეში, სხეულის სხვა მიდამოებშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2009-2010 წლებში პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, დაახლოებით სამი ადამიანი ხელკეტით იყო შეიარაღებული, ასევე აღნიშნა, რომ მათგან ვერავის ამოიცნობს, რადგან ნიღბებით იყვნენ.

„გამოვარდნენ და აშკარად იგრძნობოდა, რომ ესენი არ არიან მოსული იმიტომ, რომ მშვიდობიანად დაგვშალონ. ეს იყო სრული დარბევა. შევშფოთდი და რამდენიმესთან მივედი, ვუთხარი, რას აკეთებთ, რას ვაშავებთ-მეთქი. ხმა მომესმა, ეს აბაშიძეა და აუცილებლად უნდა გავუსწორდეთო. მერე უკვე გონებას ვკარგავ. ხელკეტით მძიმე დაზიანებებს არა მხოლოდ სახის არეში ვიღებ, არამედ სხეულის სხვა მიდამოებში. გონზე როდესაც მოვდივარ, მაგ დროს ვარ მანქანაში და მივდივართ საავადმყოფოში. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ ვკარგავ გონებას. საავადმყოფოში უკვე ვსაუბრობ მედიის წარმომადგენლებთან. დაახლოებით სამი ადამიანი მირტყამდა ხელკეტით. დავეცი. რამდენიმე დარტყმა ერთდროულად მივიღე, სახის არეშიც და წელის არეშიც. დაბეჟილობები და დაზიანებები მქონდა. ხელკეტით შეიარაღებული ადამიანები იყვნენ ნიღბებით. პირდაპირ გეტყვით, რომ მე ვერავის ამოვიცნობ, იდენტიფიკაციას ვერ მოვახდენ, რადგან სახეზე არავინ მინახავს.

2013 წელს, როგორც მახსოვს, პროკურატურამ დამკითხა. იქ კადრებიც ამოიღეს და მაჩვენეს ეს კადრები. მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა იქ იყო. იმ პერიოდის მინისტრი არ ჩანს, მაგრამ რამდენიმე მოადგილე, თუ არ ვცდები, ჩანს. ისინი იყვნენ ჭიშკართან, სამმართველოს ეზოში. მოადგილე მაშინ იყო ლორთქიფანიძე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ დეტალურად ისაუბრა, კონკრეტულად რა ტიპის დაზიანებები მიიღო.

„მქონდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა, მრავლობითი დაბეჟილობები, ჩამიმტვრიეს კბილები, თავში მირტყეს და მქონდა ტვინის შერყევა. დიდი ხანი დამჭირდა რეაბილიტაცია“, – აღნიშნა აბაშიძემ.

თეა წულუკიანის კითხვაზე, „სამედიცინო საბუთებში ეს დაზიანებები ჩაიწერა, თუ რაღაც შეალამაზეს?“, აბაშიძემ აღნიშნა, რომ „მაქსიმალურად ეცადნენ, მსუბუქი დაზიანებები ჩაეწერათ“.

„აღარც მიმიქცევია ყურადღება, აზრი არ ჰქონდა. მე ჩავატარე ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც პროკურატურაში საქმის მასალებში არის“, – განაცხადა აბაშიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე არიან დაბარებულები, - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" პროკურატურაში განუცხადეს.ალექსანდრე ლომიძე 17 ივნისს, 11:00 საათზე, მაია ცქიტიშვილი კი 18:00 საათზე მივა.შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

🎥ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 16 ივნისით თარიღდება.ეზოტერიკოსი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს.ვრცლად ↓

„ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია…“ – იაგო ხვიჩია

„ჩემი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მე ხშირად ვამბობ ამას, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაღაც ბრძოლაში ეფექტური არის ლელოს ინტელექტი და გირჩის ფული - არაფერი არ გამოვა, ხოლო თუ პირიქით ვიზამთ ამას, მაშინ კი... ჩემი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია. ზოგადად მას ფული აქვს და შეუძლია დაიქირავოს სპეციალისტები და ამ ამბავში ყოველთვის შეიძლება აზრზე მოვიდეს“,  - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანება გასცა

დონალდ ტრამპმა ზოგიერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა.აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიგრაციული პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში ტრამპმა საიმიგრაციო სამმართველოს მოუწოდა, დიდ ქალაქებში არალეგალი მიგრანტების დეპორტაციისკენ მიმართული ოპერაციები გააძლიეროს.„ჩვენ უნდა გავაფართოოთ ძალისხმევა, რომელიც მიმართულია არალეგალი მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციისკენ ამერიკის დიდი ქალაქებიდან, როგორებიცაა ლოს ანჯელესი, ჩიკაგო და ნიუ იორკი“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ გვერდზე „თრუს სოშიალში“.ტრამპის თქმით, არალეგალი მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება ქალაქებში, რომლებიც, მისივე შეფასებით, წარმოადგენენ „დემოკრატების ძალაუფლების ცენტრის ბირთვს“, „ისტორიაში უდიდესი მასობრივი დეპორტაციის პროგრამის ნაწილია“.ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რომ მისი ბრძანება შესრულდეს.ცნობისთვის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ტრამპის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. მისი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებმა მიგრანტების დაკავებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს.ბოლო რამდენიმე კვირაა, აშშ-ში მიგრანტების საწინააღმდეგო რეიდებს მოქალაქეები აპროტესტებენ. ლოს ანჯელესში დემონსტრაციების ფონზე არეულობა დაიწყო და სამართალდამცველებთან შეტაკებები მოხდა. ტრამპმა ლოს ანჯელესში მომხდარს „არალეგალი მიგრანტების მხრიდან ოკუპაცია“ უწოდა და შტატში ეროვნული გვარდია და სამხედრო ქვეითები გაგზავნა.

ირანის სახელმწიფო მედია – ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო.როგორც „სიენენი“ წერს, ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr News-ის ცნობით, ირანმა დრონები და რაკეტები გაუშვა ისრაელის ქალაქების – ჰაიფასა და თელ ავივის მიმართულებით.შეგახსენებთ, მანამდე ირანმა ისრაელის ორ ტელეარხს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ბოლო სიახლეები