ორშაბათი, ივნისი 16, 2025

ირანში ადასტურებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი

ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი. ინფორმაციას ადასტურებენ ირანშიც.

ირანის სახელმწიფო მედიაში აცხადებენ, რომ 15 ივნისს ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად კაზემი, მისი მოადგილე ჰასან მოჰაკეკი და გენერალი მოჰსენ ბაღერი დაიღუპნენ.

ასევე, ვრცელდება ცნობები ირანის პოლიციის უფროსის, აჰმადრეზა რადანის ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ია მეტრეველი-მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ! გადაათრიეთ მკვლელი , სამშობლოს მოღალატე და გამყიდველი სააკაშვილი , ციხეში, სადაც არის მისი ადგილი და არა იმ კლინიკაში, სადაც...

,,საზოგადოების უდიდესი ნაწილი, საუბედუროდ, რომელებსაც შეგვეხო სააკაშვილის რეჟიმი , კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ! გადაათრიეთ მკვლელი , სამშობლოს მოღალატე და გამყიდველი სააკაშვილი , ციხეში, სადაც არის მისი ადგილი და არა იმ კლინიკაში, სადაც სანატორიუმის პირობებში ისვენებს, რის გამოც, ჩვენ ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს. ის არის, ყველა იმ უბედურების შემომქმედი, რაც ჩვენმა ხალხმა და ქვეყანამ გაიარა მისი სასტიკი რეჟიმის წლებში, რა თქმა უნდა მის სასტიკ პარტიასთან, ნაც.მოძრაობასთან ერთად''-წერს ია მეტრეველი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ComCom-ის მედიააკადემიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკით დაინტერესებული სტუდენტები კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მედია აკადემიის მედიასკოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ჟურნალისტის პროფესიის სრულფასოვნად დაუფლების, ჟურნალისტიკის სფეროში კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობებს გაეცნენ.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებისა და ComCom-ის მედია აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების გარდა, ჟურნალისტიკით დაინტერესებული სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, სტუ-ის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.„შეხვედრაზე ComCom-ის მედია აკადემიის ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილი და სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი ანა გიორბელიძე ახალგაზრდებს ესაუბრნენ მედიასკოლის სტუდიის ინტენსიური 4-თვიანი პრაქტიკული კურსის შესახებ, რომელიც ქვეყანაში მედია სტანდარტის ამაღლების მიზნით, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს ცოდნისა და გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს. მათი თქმით, კურსი, რომელიც ახალგაზრდებს სამომავლოდ ჟურნალისტიკის სფეროში კარიერის დაწყებაში დაეხმარება, მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს. კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის შექმნას დამოუკიდებლად შეძლებენ.შორენა შავერდაშვილის განმარტებით, კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვების, სიუჟეტების, ინტერვიუების და პოდკასტების მომზადებას, ახალი ამბების მომზადება-წაყვანას რადიოსთვის, ტელევიზიისა და ონლაინ პლატფორმებისთვის, დაეუფლებიან ოპერატორის ხელოვნებას, მეტყველებასა და სატელევიზიო უნარ-ჩვევებს, ასევე, აუდიო და ტელემონტაჟს, ხმის რეჟისურას, არასაინფორმაციო სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადებას, პროდიუსირებასა და წაყვანას რადიოსა და ტელევიზიისთვის, შეისწავლიან სატელევიზიო ბადის შექმნას, ფორმატირებას, ფროდაქშენს და სოციალური მედიის ჟურნალისტიკას.მისი თქმით, მედიასკოლაში უკლებლივ ყველა საგანს ჟურნალისტიკის სფეროს პროფესიონალები უძღვებიან, ხოლო სტუდია აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, რაც კურსის სტუდენტებს რეალურ ნიუსრუმში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას შესძენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს დასაქმების კუთხით ფართო არჩევანის შესაძლებლობა მისცეს.„იმ მიზნით, რომ სტუდენტებს დასაქმების კუთხით მივცეთ ფართო არჩევანის საშუალება, კარიერული განვითარების განყოფილება, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორგანიზებას უწევს დასაქმების მასშტაბურ ფორუმებს, რეგულარულად აწყობს ინდივიდუალურ შეხვედრებს კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ინდუსტრიებთან, რითაც სამუშაოს მაძიებელ სტუდენტებს უადვილებს სასურველი ვაკანსიის მოძიების პროცესს.ComCom-ის მედია აკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მედია აკადემიამ, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს 4-თვიან ინტენსიურ კურსს. ვფიქრობთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, ძირითადი პროფესიის პარალელურად, შეუძლია დაეუფლოს ახალ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს და ამ გზით შეიძინოს მეორე, ჟურნალისტის პროფესიაც. ეს კარგი შესაძლებლობაა დარგობრივი ჟურნალისტიკის განვითარებისთვის, რაზეც მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში მზარდია“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.ცნობისათვის, ComCom-ის მედიასკოლის ჟურნალისტიკის კურსზე მოსახვედრად მსურველებმა შესარჩევი კონკურსი უნდა გაიარონ. საუკეთესო კანდიდატები წერითი ტესტირებითა და ზეპირი გასაუბრებით შეირჩევიან. წარმატებულ კურსდამთავრებულებს მედია აკადემია შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს და პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს.

რაჭის მუზეუმის საგამოფენო პროექტმა საერთაშორისო კონკურსზე ოქროს პრიზი მოიპოვა

რაჭის განახლებული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პროექტმა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით შეიქმნა, საერთაშორისო დიზაინის კონკურსზე The un Design Award ოქროს პრიზი მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებმა, ონის მუზეუმის თანამშრომლების ჩართულობით, შეიმუშავეს გამოფენის სამეცნიერო კონცეფცია. ხოლო StudioMilou-მ ამ ხედვას დიზაინის ინოვაციური გადაწყვეტა მისცა.„გამოფენა ქალაქ ონში, მუზეუმის ახალაშენებულ შენობაში განთავსდება. პირველი ფაზის წარმატებით დასრულებისა და საერთაშორისო აღიარების მოპოვების შემდეგ, გამოფენის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის – ექსპოზიციის ინსტალაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება. გამოფენა დამთვალიერებელს გააცნობს და ახლებურად მოუთხრობს რაჭის რეგიონის მდიდარი ბუნების, ისტორიისა და კულტურის შესახებ.პროექტის განხორციელების შედეგად, რაჭის მუზეუმი გარდაიქმნება რეგიონში უმთავრეს და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ; შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი.რაჭის მუზეუმის გამოფენის პროექტის საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოს კულტურული და სამუზეუმო სივრცისთვის და, ამასთანავე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუზეუმების როლის მზარდ მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – პროფესორ-მასწავლებლები მრავალი წლის შემდეგაც მზად არიან, მიმდინარე პროექტის განხორციელების დეტალებზე ყოფილ სტუდენტთან იმსჯელონ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების მიერ მრავალწლიანი ტრადიციის მქონე სპეციალობის საფუძვლების გაცნობამ, სამეცნიერო კვლევების შედეგების გაზიარებამ, ახალი ტიპის ცემენტებისა და მასალების კვლევებში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში“, - ამის შესახებ საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერი, თეო რობაქიძე აცხადებს.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თეო რობაქიძემ უმაღლესი განათლების სამივე საფეხური - ბაკალავრიატი (2005 წელი), მაგისტრატურა (2007 წელი) და დოქტორანტურა (2010 წელი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე გაიარა.როგორც თეო რობაქიძე აცხადებს, ცემენტის ინდუსტრია მუდმივად ითხოვს გამოცდილ სპეციალისტებს. კომპანია „ჰანიველ ცემენტი“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის რეგულარულად სთავაზობს სტაჟირების პროგრამებს, რომელთა მიზანია წარჩინებული სტუდენტების გამოვლენა და ცემენტის ინდუსტრიაში მათი მოზიდვა.„სპეციალობად ტექნიკური მიმართულება ავირჩიე, კონკრეტულად, ქიმიური ინჟინერია. უნივერსიტეტში სწავლის პირველ კურსზე, სფეროს დეტალურად გაცნობის შემდეგ, ძირითად სპეციალობად ცემენტის ტექნოლოგიის მიმართულებით განვაგრძე სწავლა. დოქტორანტურაში სწავლისას მივიღე შეთავაზება, ჩემი კარიერა დამეკავშირებინა უნივერსიტეტთან. რა თქმა უნდა, გარემო, რომელსაც მთავაზობდნენ, ძალიან საინტერესოა, მაგრამ გადავწყვიტე საქმიანობა პრაქტიკულ სფეროში გამეგრძელებინა, რადგან სწავლის პროცესში დეტალურად განხილული მოწყობილობა-დანადგარები და ტექნოლოგიური ხაზი, პრაქტიკულად ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. მზად ვიყავი საწარმოო გამოწვევები მიმეღო და ამავდროულად, უნივერსიტეტთან კავშირი გამეგრძელებინა. ვიცოდი ეს არჩევანი უფრო რთული გზა იქნებოდა, მაგრამ საინტერესო. სადოქტორო ნაშრომის მომზადების შემდგომ, გადავდგი ახალი ნაბიჯი ჩემს საქმიანობაში და 2011 წელს, ჩემი სპეციალობით, შევუერთდი წარმატებულ კომპანიას, ყოფილ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, ამჟამინდელ „ჰანიველ ცემენტს‘‘. აქ მიღებული დიდი გამოცდილების ფონზე, უკვე თამამად შემეძლო მშობლიურ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზეც მემუშავა. პროფესორ-მასწავლებლები მრავალი წლის შემდეგაც მზად არიან, ნებისმიერი სიახლის თუ მიმდინარე პროექტის განხორციელების დეტალებზე, თავიანთ კურსდამთავრებულებთან იმსჯელონ, გაუზიარონ თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება, მეცნიერული ცოდნა და დაეხმარონ სწორი მიმართულების არჩევაში. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო სტუდენტებს, აბიტურიენტებს: ცემენტის მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგია ერთ-ერთი პერსპექტიული და სტაბილური საინჟინრო მიმართულებაა, რასაც განაპირობებს ცემენტისა და მისი პროდუქტების უწყვეტი მოთხოვნა ბაზარზე, ხოლო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუძლია ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური განათლება მისცეს სტუდენტებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს უნივერსიტეტს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს“, - აცხადებს თეო რობაქიძე.

მასუდ ფეზეშქიანი – მტერი ვერ შეძლებს ირანისა და მისი ხალხის განადგურებას ტერორის მეშვეობით, ყოველი თავდასხმის შემდეგ აღმოჩნდებიან სხვა გმირები, რომლებიც დროშას აღმართავენ და გზას...

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ყველა ირანელს მოუწოდა, რომ გაერთიანდნენ, გამოიჩინონ სიმტკიცე და წინააღმდეგობა გაუწიონ დანაშაულებრივ აგრესიას, რომელსაც ირანი განიცდის.ირანის პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანმა შანსი მისცა დიპლომატიას და გზა გაუხსნა მოლაპარაკებებსა და დიალოგს.„მტერი ვერ შეძლებს ირანისა და მისი ხალხის განადგურებას მკვლელობებისა და ტერორის მეშვეობით. ყოველი მიზანმიმართული თავდასხმის შემდეგ აღმოჩნდება ასობით სხვა გმირი, რომლებიც აღმართავენ დროშას და გააგრძელებენ გზას“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიისწრაფვის ბირთვული იარაღის ფლობიკენ, მაგრამ უფლება აქვს, ისარგებლოს ბირთვული ენერგიით და ჩაატაროს კვლევები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ირანელ ხალხს.

ბოლო სიახლეები