ორშაბათი, ივნისი 16, 2025

თურქეთში, ტურისტული საჰაერო ბურთების ჩამოვარდნის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა

თურქეთში, აქსარაის პროვინციაში, ორი საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაღუპული ერთ-ერთი საჰაერო ბურთის პილოტია. საჰაერო ბურთები იჰლარას ხეობიდან აფრინდნენ და ტურისტულ ფრენას ახორციელებდნენ, როდესაც სოფელ გოზლუკუიუსთან ჩამოვარდნენ.

აქსარაის გუბერნატორის მეჰმედ ალი კუმბუზოღლუს განმარტებით, საჰაერო ბურთების ჩამოვარდნა, სავარაუდოდ, ქარის მკვეთრმა გაძლიერებამ გამოიწვია. მისი თქმით, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

“სამწუხაროდ, ჩვენი მფრინავი გარდაიცვალა, რადგან კალათის ქვეშ გაიჭედა. ჩვენი ტურისტები კარგ მდგომარეობაში არიან, ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით გადავიყვანეთ საავადმყოფოში, მათი გამოკვლევა გრძელდება”, – განაცხადა გუბერნატორმა.

საჰაერო ბურთების ვარდნის შედეგად, დაშავებულია 19 ინდონეზიელი და 12 ინდოელი ტურისტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეხანძრე-მაშველებმა ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით, მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.„შემოსული ინფორმაციის თანახმად, კახეთში, სოფელ ართანადან ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში იმყოფებოდა შვიდი პიროვნება, ქვათაცვენის შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო და ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება.სამაშველო ოპერაციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მეხანძრე-მაშველების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ზურაბ აბაშიძე – 2009 წელს პოლიციის შენობასთან აქციაზე ხმა მომესმა, ეს აბაშიძეა და აუცილებლად უნდა გავუსწორდეთო, მერე გონებას ვკარგავ, ხელკეტით მძიმე დაზიანებები მივიღე

2009 წელს პოლიციის შენობასთან აქციაზე ხმა მომესმა, ეს აბაშიძეა და აუცილებლად უნდა გავუსწორდეთო, მერე გონებას ვკარგავ, ხელკეტით მძიმე დაზიანებები მივიღე არა მხოლოდ სახის არეში, სხეულის სხვა მიდამოებშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2009-2010 წლებში პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.როგორც აბაშიძემ განაცხადა, დაახლოებით სამი ადამიანი ხელკეტით იყო შეიარაღებული, ასევე აღნიშნა, რომ მათგან ვერავის ამოიცნობს, რადგან ნიღბებით იყვნენ.„გამოვარდნენ და აშკარად იგრძნობოდა, რომ ესენი არ არიან მოსული იმიტომ, რომ მშვიდობიანად დაგვშალონ. ეს იყო სრული დარბევა. შევშფოთდი და რამდენიმესთან მივედი, ვუთხარი, რას აკეთებთ, რას ვაშავებთ-მეთქი. ხმა მომესმა, ეს აბაშიძეა და აუცილებლად უნდა გავუსწორდეთო. მერე უკვე გონებას ვკარგავ. ხელკეტით მძიმე დაზიანებებს არა მხოლოდ სახის არეში ვიღებ, არამედ სხეულის სხვა მიდამოებში. გონზე როდესაც მოვდივარ, მაგ დროს ვარ მანქანაში და მივდივართ საავადმყოფოში. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ ვკარგავ გონებას. საავადმყოფოში უკვე ვსაუბრობ მედიის წარმომადგენლებთან. დაახლოებით სამი ადამიანი მირტყამდა ხელკეტით. დავეცი. რამდენიმე დარტყმა ერთდროულად მივიღე, სახის არეშიც და წელის არეშიც. დაბეჟილობები და დაზიანებები მქონდა. ხელკეტით შეიარაღებული ადამიანები იყვნენ ნიღბებით. პირდაპირ გეტყვით, რომ მე ვერავის ამოვიცნობ, იდენტიფიკაციას ვერ მოვახდენ, რადგან სახეზე არავინ მინახავს.2013 წელს, როგორც მახსოვს, პროკურატურამ დამკითხა. იქ კადრებიც ამოიღეს და მაჩვენეს ეს კადრები. მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა იქ იყო. იმ პერიოდის მინისტრი არ ჩანს, მაგრამ რამდენიმე მოადგილე, თუ არ ვცდები, ჩანს. ისინი იყვნენ ჭიშკართან, სამმართველოს ეზოში. მოადგილე მაშინ იყო ლორთქიფანიძე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.ზურაბ აბაშიძემ დეტალურად ისაუბრა, კონკრეტულად რა ტიპის დაზიანებები მიიღო.„მქონდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა, მრავლობითი დაბეჟილობები, ჩამიმტვრიეს კბილები, თავში მირტყეს და მქონდა ტვინის შერყევა. დიდი ხანი დამჭირდა რეაბილიტაცია“, – აღნიშნა აბაშიძემ.თეა წულუკიანის კითხვაზე, „სამედიცინო საბუთებში ეს დაზიანებები ჩაიწერა, თუ რაღაც შეალამაზეს?“, აბაშიძემ აღნიშნა, რომ „მაქსიმალურად ეცადნენ, მსუბუქი დაზიანებები ჩაეწერათ“.„აღარც მიმიქცევია ყურადღება, აზრი არ ჰქონდა. მე ჩავატარე ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც პროკურატურაში საქმის მასალებში არის“, – განაცხადა აბაშიძემ.

გიორგი ვაშაძე – თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას მხარს უნდა უჭერდეს არა 54, არამედ მოსახლეობის 99 პროცენტი

უკვე რამხელა უბედურებაა, რომ მოსახლეობის ნახევარი არ უჭერს მხარს თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ეს არჩევნები არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.ვაშაძეს კითხვა დაუსვეს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, გამოკითხულთა 54 პროცენტის პასუხია „დიახ“.მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას მხარს უნდა უჭერდეს მოსახლეობის 99 პროცენტი.„54 პროცენტი კი არ უნდა იყოს, 98, 99 პროცენტი უნდა იყოს მხარდამჭერი. რაზე ვკამათობთ, რომ 54 პროცენტი არის კარგი? არ არის ეს კარგი. ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ყოველი მეორე საქართველოს მოქალაქე ამბობს, არჩევნებს აზრი არ აქვსო. „ქართული ოცნება“ ლიდერობს უბედურებაში, „ქართული ოცნება“ ლიდერობს პრორუსულობაში. „ქართული ოცნება“ ლიდერობს სიყალბეში, პროპაგანდაში, ფულის კეთებაში, ჩვენი ნების გაყალბებაში. კიდევ ევროპასთან ურთიერთობების გაფუჭებასთან ლიდერობს. აბა, ახლა მითხარით, ბოლო ორი წელი რა რეფორმა გააკეთეს, რითაც ჩვენ ვიამაყებთ. ისეთი რეფორმა, რაზეც ვიტყვით, რომ აი, ეს ხომ მაინც გააკეთა.32 პროცენტს კი არა, 12 პროცენტსაც ვერ აიღებს „ქართული ოცნება“. 32 პროცენტი ხომ უკვე წაგებაა, ზუსტად მაგას ვამბობ. წინა არჩევნებზეც 32 პროცენტზე მეტი არ აუღია და დაიწერა 52, მაგას გეუბნებით. 32-პროცენტიანი პარტია რანაირად შეიძლება ხელისუფლებაში იყოს, იჭერდეს ყველას, ტოტალური კონტროლი ჰქონდეს“,- განაცხადა ვაშაძემ.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთს არ შეუძლია, იყოს შუამავალი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთს არ შეუძლია, იყოს შუამავალი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში. ასეთი მოსაზრება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გრენლანდიაში ვიზიტისას გამოთქვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.„არ მჯერა, რომ რუსეთს, რომელიც ახლა ჩართულია მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში და რამდენიმე წელია, იღებს გადაწყვეტილებას, არ დაიცვას გაერო-ს წესდება, შეუძლია, იყოს შუამავალი“, – განაცხადა მაკრონმა.ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააჟღერა იდეა, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, იყოს ისრაელისა და ირანის კონფლიქტში შუამავალი.

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს ალექსანდრე ტაბატაძეს და კახა კახიშვილს ელოდებიან

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ალექსანდრე ტაბატაძე და კახა კახიშვილი არიან დაბარებული.მთავარ საგამოძიებო სტრუქტურაში ალექსანდრე ტაბატაძე დღეს, 13:00 საათზე, კახა კახიშვილი კი 18:00 საათზე მივლენ.ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის.საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იყო ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ბოლო სიახლეები