ორშაბათი, ივნისი 16, 2025

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – კატეგორიულად ვგმობთ ისრაელის მიერ ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.

ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთმა საჯაროდ გამოხატა თავისი პოზიცია ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

„ჩინეთი კატეგორიულად გმობს ისრაელის მიერ ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მტკიცედ ეწინააღმდეგება ირანელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს. ისრაელის თავდასხმებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საშიში პრეცედენტი შექმნა პოტენციურად კატასტროფული შედეგებით. ჩინეთი ასევე მოუწოდებს ისრაელზე გავლენის მქონე ქვეყნებს, იმოქმედონ მშვიდობის აღსადგენად“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვანგ იმ განაცხადა, რომ ამჟამად რეგიონული სიტუაცია კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტშია.

„ჩინეთი მზადაა, შეინარჩუნოს კომუნიკაცია ირანთან და სხვა შესაბამის მხარეებთან, რათა გააგრძელოს კონსტრუქციული როლი სიტუაციის დეესკალაციაში“, – აღნიშნა ვანგ იმ. თავის მხრივ, აბას არაღჩიმ ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან განხორციელებული სამხედრო ოპერაცია ძალიან საშიშია და შესაძლოა, მთელი რეგიონი სრულმასშტაბიან ომში ჩაითრიოს.

ამასთან, არაღჩის თქმით, ირანული მხარე მზადაა, შეინარჩუნოს კომუნიკაცია ჩინურ მხარესთან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულია 1481 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა სამოქალაქო პირია.მანამდე ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ იერიშების შედეგად, სულ მცირე, 406 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო, სულ მცირე, 654 დაშავებული.შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ირანზე მასიური საჰაერო იერიში 13 ივნისს მიიტანა. მას შემდეგ კი რამდენიმე ღამეა, რაც ქვეყნებს შორის საჰაერო იერიშები გრძელდება.

ირანში ადასტურებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი

ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი. ინფორმაციას ადასტურებენ ირანშიც.ირანის სახელმწიფო მედიაში აცხადებენ, რომ 15 ივნისს ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად კაზემი, მისი მოადგილე ჰასან მოჰაკეკი და გენერალი მოჰსენ ბაღერი დაიღუპნენ.ასევე, ვრცელდება ცნობები ირანის პოლიციის უფროსის, აჰმადრეზა რადანის ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.

თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა

ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს.როგორც საიდ ხათიბზადი აღნიშნავს, ისრაელმა შენობაზე იერიში განზრახ მიიტანა.„თავდასხმის დროს რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ შორის ჩემი რამდენიმე კოლეგა, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს მინისტრის მოადგილე.ის ასევე აცხადებს, რომ შენობა პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის პირდაპირ მდებარეობს. თავდასხმის შედეგად, ასევე დაზიანდა კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.„ეს კიდევ ერთი აშკარა ომის დანაშაულია, რომელიც ისრაელის რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე და სისტემატური აგრესიის კამპანიის ნაწილია“, – წერს ხათიბზადი.

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის განსახილველად, 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელის, კაია კალასის მოთხოვნით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა.„ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოიწვია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოშეხვედრა სამშაბათს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.შეხვედრაზე განხილული იქნება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება და შემდგომი ნაბიჯები.

„გაფრთხილებთ და გეუბნებით მოსალოდნელი მოვლენების შესახებ“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეზოტერიკოსი გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს.

ბოლო სიახლეები