ჩვენთვის დღეს მშვიდობა ძალზე მნიშვნელოვანი და ღირებულია. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ყოველმა ჩვენგანმა ვილოცოთ მშვიდობისთვის.
ამ ყველაფრის შესახებ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემაც მიგვითითა და მოგვცა კურთხევა, რომ აუცილებლად ვილოცოთ მშვიდობისთვის…
ქვემოთ გთავაზობთ მოკლე ლოცვას, რომელიც მშვიდობის დადგომასა და შენარჩუნებაში დაგვეხმარება:
„ უფალო მე არ ვგრძნობ, რომ ეს სამყარო ჩემი სახლია, სასოწარკვეთილი ვარ შენი თავშესაფრისთვის. ჩემს გასაჭირში შენთან შესახვედრად გავრბივარ და მჯერა, რომ ჩემთან ხარ.
მე ვლოცულობ, რომ მშვიდობამ, რომელიც მოდის გაგებით, დაიცვას ჩემი გული და გონება იესო ქრისტეს მეშვეობით. მე გაძლევ ყოველგვარ ზრუნვას, რაც ამქვეყნად მაქვს, ღმერთო, იმიტომ, რომ შენ ზრუნავ ჩემზე.
ჩემს აზრებს შენკენ მოვმართავ, უფალო ,რადგან შენ ხარ ჩემი შვიდობა. დაამშვიდე მოუსვენარი ხმები ჩემს თავში და გულში შენი სულით…
ვიცი, რომ ჩემთან ხარ. ნება მომეცით ვიგრძნო შენი სიმშვიდე ყოველთვის და ყველა სიტუაციაში. მადლობა უფალს ყველაფერზე… უზენაესი იესოს, ჩვენი მშვიდობის მთავრის სახელით ვლოცულობ, ამინ…“
ყველამ უნდა წავიკითხოთ ეს ლოცვა-ლოცვა მშვიდობისთვის,ჩვენთვის დღეს მშვიდობა ძალზე მნიშვნელოვანი და ღირებულია

თურქეთში, ტურისტული საჰაერო ბურთების ჩამოვარდნის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა
თურქეთში, აქსარაის პროვინციაში, ორი საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.მედიის ცნობით, დაღუპული ერთ-ერთი საჰაერო ბურთის პილოტია. საჰაერო ბურთები იჰლარას ხეობიდან აფრინდნენ და ტურისტულ ფრენას ახორციელებდნენ, როდესაც სოფელ გოზლუკუიუსთან ჩამოვარდნენ.აქსარაის გუბერნატორის მეჰმედ ალი კუმბუზოღლუს განმარტებით, საჰაერო ბურთების ჩამოვარდნა, სავარაუდოდ, ქარის მკვეთრმა გაძლიერებამ გამოიწვია. მისი თქმით, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება."სამწუხაროდ, ჩვენი მფრინავი გარდაიცვალა, რადგან კალათის ქვეშ გაიჭედა. ჩვენი ტურისტები კარგ მდგომარეობაში არიან, ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით გადავიყვანეთ საავადმყოფოში, მათი გამოკვლევა გრძელდება", - განაცხადა გუბერნატორმა.საჰაერო ბურთების ვარდნის შედეგად, დაშავებულია 19 ინდონეზიელი და 12 ინდოელი ტურისტი.
დონალდ ტრამპი – ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება და დადებენ, ზუსტად ისე, როგორც ინდოეთსა და პაკისტანს დავადებინე, ბევრს რამეს ვაკეთებ და არ ველოდები...
ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება და დადებენ, ზუსტად ისე, როგორც ინდოეთსა და პაკისტანს დავადებინე, იმ შემთხვევაში ეს მოხდა აშშ-სთან ვაჭრობის გამოყენებით, რათა მიგვეცა მიზეზი და საღი გონება მოლაპარაკებებისთვის იმ ორი შესანიშნავი ლიდერის მონაწილეობით, რომლებმაც სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება და ყველაფერი შეწყვიტეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, მისი ჩარევის შედეგად, ისრაელსა და ირანს შორის მალე მშვიდობა იქნება.„ჩემი პირველი ვადის დროს, სერბეთი და კოსოვო ებრძოდნენ ერთმანეთს, როგორც ეს ათწლეულებია, ხდება და ამ ხანგრძლივ კონფლიქტს უკვე ომში გადაზრდა ემუქრებოდა. მე ეს შევაჩერე! (ბაიდენმა გააფუჭა გრძელვადიანი პერსპექტივები ძალიან სულელური გადაწყვეტილებებით, მაგრამ მე ამას ისევ გამოვასწორებ!). კიდევ ერთი საკითხია ეგვიპტე და ეთიოპია და მათი დაპირისპირება დიდ კაშხალთან დაკავშირებით, რაც დიდ გავლენას ახდენს მშვენიერ ნილოსის მდინარეზე. ახლა მშვიდობაა, ჩემი ჩარევით და ასე გაგრძელდება! იგივე მოხდება ისრაელსა და ირანს შორის, მალე მშვიდობა იქნება! ახლა უამრავი ზარი და შეხვედრა მიმდინარეობს. ბევრს რამეს ვაკეთებ და არ ველოდები დიდ ყურადღებას ან მადლობას, მაგრამ ეს არაფერია, ხალხმა იცის, რაც ხდება. გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი კვლავ დიდებული!“, – წერს დონალდ ტრამპი.
ISSA – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 53% ემხრობა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გაგრძელდეს
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (53%) ემხრობა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გაგრძელდეს, ხოლო მესამედი (32%) ამ მოთხოვნაში კატეგორიულია.კვლევის მიხედვით, რეგიონებში პროტესტის გაგრძელების მომხრეთა წილი (46.5%) აჭარბებს მოწინააღმდეგეთა წილს (36.5%), თუმცა კატეგორიულად მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა წილები თითქმის იდენტურია.სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.
ინდოეთში ხიდის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთში, მაჰარაშტრაშის შტატში, ქალაქ პუნაში ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. რკინის ხიდის ნგრევის მიზეზი სავარაუდოდ, წყალდიდობა გახდა, რომელიც ძლიერ წვიმას მოჰყვა.ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ISSA – შაბათს რომ იმართებოდეს ადგილობრივი არჩევნები, ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“ – 35,2%, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 16,9%, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 14,6%, „ძლიერი...
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, კითხვაზე, "ამ შაბათს რომ იმართებოდეს არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ" მოსახლეობის განწყობა ასე განაწილდა:„ქართული ოცნება“ – 26,5%;„კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 10,8%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 8,6%;„ძლიერი საქართველო“ – 7,4%;„გახარია საქართველოსთვის“ – 6,4%;გირჩი - 1,1%;არ მივცემდი ხმას - 7,4%;ცარიელს დავტოვებდი - 1,7%;სხვა პარტიები - 3,8%;არ ვიცი - 16,9%;მირჩევნია არ ვუპასუხო - 9,3%.თბილისსა და რეგიონებს შორის მონაცემები განსხვავებულია. კერძოდ:„ქართული ოცნება“ - თბილისი - 16,7%; რეგიონი 30,6%;„კოალიცია ცვლილებისთვის“ - თბილისი - 13,7%; რეგიონი 9,7%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - თბილისი - 6,9%; რეგიონი 9,4%;„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - თბილისი - 7,3%; რეგიონი 7,5%;„გახარია საქართველოსთვის“ - თბილისი - 10,3%; რეგიონი 4,8%;„გირჩი“ - თბილისი - 2,7%; რეგიონი 0,4%.სხვა პარტიები - თბილისი - 4,7%; რეგიონი 3,5%;არ ვიცი - თბილისი - 18,7%; რეგიონი 16,1%;მირჩევნია არ ვუპასუხო - თბილისი - 6,2%; რეგიონი 10,6%;„ოპოზიციური პარტიები 5%-იან ბარიერს ლახავენ შემდეგი თანმიმდევრობით: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“; „ძლიერი საქართველო“ ; „გახარია საქართველოსთვის“.კვლევის თანახმად, თბილისში ეს თანამიმდევრობა გარკვეულწილად იცვლება: „გახარია - საქართველოსთვის“ გადაინაცვლებს მეორე ადგილზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შემდეგ.რეგიონებში „კოალიცია საქართველოსთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი თითქმის იდენტურია. „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური „წონა“ კი რამდენადმე სუსტდება. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გაცილებით მაღალია რეგიონებში (31%), ვიდრე თბილისში (17%)“, - ნათქვამია კვლევაში.როგორც კვლევაშია ნათქვამი, ალოკაციის შედეგად, პოლიტიკურ ძალთა რეიტინგები იმეორებს ალოკაციის გარეშე გამოვლენილ ტენდენციებს.კერძოდ, კითხვაზე ამ შაბათს რომ იმართებოდეს ადგილობრივი არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ? (ალოკაცია), პასუხების შედეგები ასეთია:საქართველოს მასშტაბით:„ქართული ოცნება“ - 35,2%;„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 16,9%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 14,6%;„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - 13,4%;„გახარია საქართველოსთვის“ - 12,4%;„გირჩი“ - 2,3;სხვა პარტიები - 5,1.თბილისსა და რეგიონებს შორის მონაცემები განსხვავებულია. კერძოდ:„ქართული ოცნება“ - თბილისი - 24,6%; რეგიონი 39,7%;„კოალიცია ცვლილებისთვის“ - თბილისი - 20,6%; რეგიონი 15,4%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - თბილისი - 13,9%; რეგიონი 15,0%;„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - თბილისი - 14,2%; რეგიონი 13,1%;„გახარია საქართველოსთვის“ - თბილისი - 17,2%; რეგიონი 10,4%;„გირჩი“ - თბილისი - 3,7%; რეგიონი 1,7%სხვა პარტიები - თბილისი - 5,8%; რეგიონი 4,9%.სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.