კვირა, ივნისი 15, 2025

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

ირანი აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს მათი სამხედრო ბაზებისა და გემების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს ირანის მიერ საპასუხო იერიშის ფარგლებში გაშვებული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ვრცელდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 ივნისს, ირანზე ისრაელის იერიშების პირველი ტალღის შემდეგ Fox News-თან საუბრისას თქვა, რომ “საჭიროების შემთხვევაში” აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. პარალელურად, მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ამერიკული ძალები ისრაელს ირანის მიერ საპასუხოდ გაგზავნილი დრონების ჩამოგდებაში ეხმარებოდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 ივნისს ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელს ირანის თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარებოდა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 13 ივნისს განაცხადა, რომ მის შეიარაღებულ ძალებს ისრაელისთვის რაიმე სახის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა დეესკალაციის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

ამასთან, The Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელის თავდაპირველი იერიშების გეგმის შესახებ წინასწარ არ იცოდა.

ცნობისთვის, ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით “აღმავალი ლომი” წამოიწყო. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.

იერიშების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებულია ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაც. ირანელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, თეირანის გარშემო დაბომბილია, სულ მცირე, 6 სამხედრო ბაზა.

“აღმავალი ლომის” სამიზნეები გახდნენ ირანის სამხედრო გენერლები, მეთაურები თუ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსნები. ოპერაციის შედეგად განეიტრალებულთა შორის არიან IRGC-ს მეთაური ჰოსეინ სალამი და საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი ამირ ალი ჰაჯიზადე. მოკლულია რამდენიმე მეცნიერიც, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.

ირანმა საპასუხო იერიშის ფარგლებში ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა, რასაც ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ISSA – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 53% ემხრობა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გაგრძელდეს

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (53%) ემხრობა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გაგრძელდეს, ხოლო მესამედი (32%) ამ მოთხოვნაში კატეგორიულია.კვლევის მიხედვით, რეგიონებში პროტესტის გაგრძელების მომხრეთა წილი (46.5%) აჭარბებს მოწინააღმდეგეთა წილს (36.5%), თუმცა კატეგორიულად მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა წილები თითქმის იდენტურია.სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.

ინდოეთში ხიდის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთში, მაჰარაშტრაშის შტატში, ქალაქ პუნაში ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. რკინის ხიდის ნგრევის მიზეზი სავარაუდოდ, წყალდიდობა გახდა, რომელიც ძლიერ წვიმას მოჰყვა.ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ISSA – შაბათს რომ იმართებოდეს ადგილობრივი არჩევნები, ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“ – 35,2%, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 16,9%, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 14,6%, „ძლიერი...

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, კითხვაზე, "ამ შაბათს რომ იმართებოდეს არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ" მოსახლეობის განწყობა ასე განაწილდა:„ქართული ოცნება“ – 26,5%;„კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 10,8%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 8,6%;„ძლიერი საქართველო“ – 7,4%;„გახარია საქართველოსთვის“ – 6,4%;გირჩი - 1,1%;არ მივცემდი ხმას - 7,4%;ცარიელს დავტოვებდი - 1,7%;სხვა პარტიები - 3,8%;არ ვიცი - 16,9%;მირჩევნია არ ვუპასუხო - 9,3%.თბილისსა და რეგიონებს შორის მონაცემები განსხვავებულია. კერძოდ:„ქართული ოცნება“ - თბილისი - 16,7%; რეგიონი 30,6%;„კოალიცია ცვლილებისთვის“ - თბილისი - 13,7%; რეგიონი 9,7%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - თბილისი - 6,9%; რეგიონი 9,4%;„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - თბილისი - 7,3%; რეგიონი 7,5%;„გახარია საქართველოსთვის“ - თბილისი - 10,3%; რეგიონი 4,8%;„გირჩი“ - თბილისი - 2,7%; რეგიონი 0,4%.სხვა პარტიები - თბილისი - 4,7%; რეგიონი 3,5%;არ ვიცი - თბილისი - 18,7%; რეგიონი 16,1%;მირჩევნია არ ვუპასუხო - თბილისი - 6,2%; რეგიონი 10,6%;„ოპოზიციური პარტიები 5%-იან ბარიერს ლახავენ შემდეგი თანმიმდევრობით: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“; „ძლიერი საქართველო“ ; „გახარია საქართველოსთვის“.კვლევის თანახმად, თბილისში ეს თანამიმდევრობა გარკვეულწილად იცვლება: „გახარია - საქართველოსთვის“ გადაინაცვლებს მეორე ადგილზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შემდეგ.რეგიონებში „კოალიცია საქართველოსთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი თითქმის იდენტურია. „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური „წონა“ კი რამდენადმე სუსტდება. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გაცილებით მაღალია რეგიონებში (31%), ვიდრე თბილისში (17%)“, - ნათქვამია კვლევაში.როგორც კვლევაშია ნათქვამი, ალოკაციის შედეგად, პოლიტიკურ ძალთა რეიტინგები იმეორებს ალოკაციის გარეშე გამოვლენილ ტენდენციებს.კერძოდ, კითხვაზე ამ შაბათს რომ იმართებოდეს ადგილობრივი არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ? (ალოკაცია), პასუხების შედეგები ასეთია:საქართველოს მასშტაბით:„ქართული ოცნება“ - 35,2%;„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 16,9%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 14,6%;„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - 13,4%;„გახარია საქართველოსთვის“ - 12,4%;„გირჩი“ - 2,3;სხვა პარტიები - 5,1.თბილისსა და რეგიონებს შორის მონაცემები განსხვავებულია. კერძოდ:„ქართული ოცნება“ - თბილისი - 24,6%; რეგიონი 39,7%;„კოალიცია ცვლილებისთვის“ - თბილისი - 20,6%; რეგიონი 15,4%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - თბილისი - 13,9%; რეგიონი 15,0%;„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - თბილისი - 14,2%; რეგიონი 13,1%;„გახარია საქართველოსთვის“ - თბილისი - 17,2%; რეგიონი 10,4%;„გირჩი“ - თბილისი - 3,7%; რეგიონი 1,7%სხვა პარტიები - თბილისი - 5,8%; რეგიონი 4,9%.სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.

მთელი ისრაელის მასშტაბით საჰაერო განგაშის ხმა ისმის – ირანმა მორიგი სარაკეტო თავდასხმა დაიწყო

მთელი ისრაელის მასშტაბით საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა დაიწყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ცახალი" წერს.ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი უკვე მესამე დღეა გრძელდება. ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა, რის შემდეგაც ირანმა ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო.

ISSA – ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას მოსახლეობის 54.5% ემხრობა

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 54,5% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება: „დიახ - 54,5 %, არა - 22,3% არ ვიცი/ უარი პასუხზე - 23,2%“.კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე - 50%.რეგიონებში კი 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში; 22,3% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. გამოკითხულთა 23,2% თავის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული არ არის.ამავე კვლევის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მზაობა მოსახლეობაში/ამომრჩევლებში მაღალია.„თუ პოლიტიკური პრეფერენციების ჭრილში შევხედავთ, ყველაზე მაღალი მზაობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის აქვთ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს (60%), ხოლო ყველაზე დაბალი - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ამომრჩევლებს (33%)“, - ნათქვამია კვლევაში.როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია: ერთი ნაწილი (36%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი (39%) - ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.„თბილისში უფრო დიდი ნაწილი (46%) მხარს უჭერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.რეგიონებში პირიქით - უფრო დიდი ნაწილი (40%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.საქართველოს მოსახლეობის მოლოდინები ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ გაყოფილია (სამართლიანად მიიჩნევს - 42.5%; არასამართლიანად - 42%)“, - აღნიშნულია კვლევაში.ISSA-ს კვლევა აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს (40%-მდე) უჭირს იმის განსაზღვრა, რა დიზაინით უნდა მიიღონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.„თუმცა, მოწინააღმდეგეებთან შედარებით, უფრო მეტი მომხრე ჰყავს იმ ვარიანტს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ამ ვარიანტს ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს თბილისელებში (43%)“, - ნათქვამია კვლევაში.ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 41% ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს ემხრობა.კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია რეგიონებში.„ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტის მიმართ შეფასებები ასე გამოიყურება: საქართველო: სწორია - 41%, არასწორია - 38%; რეგიონები - სწორია - 38%, არასწორია - 41%; თბილისში ყოველი მეორე - 50% პარლამენტს ბოიკოტს ემხრობა, დაახლოებით მესამედი - 32% - არა“, - ნათქვამია კვლევაში.კვლევის ერთ-ერთი შეკითხვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას შეეხებოდა. რესპონდენტთა პასუხების მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა:საქართველოს მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო 45%-ს მიაჩნია რომ არ არის ლეგიტიმური.კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. კერძოდ, რეგიონებში მოსახლეობის 41%-ს მიაჩნია ლეგიტიმურად, ხოლო თბილისში 45%-ს. რაც შეეხება არალეგიტიმურობას რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობის 45% ამბობს, რომ არალეგიტიმურია, ხოლო თბილისის 40%.გარდა ამისა, ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მაცხოვრებელი ქვეყნის არასწორი მიმართულების განვითარებაზე მიუთითებს.„გამოიკვეთა ქვეყნის წინაშე მდგარი 2 პრობლემა: მაღალი ფასები და უმუშევრობა.რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, გამოკითხულთა უმრავლესობა როგორც საქართველოს მოსახლეობაში (66%), ისე რეგიონებში(60%) და, განსაკუთრებით, თბილისში (81%) მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სუსტია ან ძალიან სუსტია“, - ნათქვამია კვლევაში.სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.

ბოლო სიახლეები