კვირა, ივნისი 15, 2025

დაღუპულები 25 წლამდე გოგონები არიან – გონიოში მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა.

ადგილობრივების ცნობით, და­ღუ­პუ­ლე­ბი 25-წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნე­ბი არი­ან.

ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ გადამზიდ სატვირთოს შეეჯახა.

დაშავებულები კლინიკა “ბიემსიში” არიან გადაყვანილები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ საჭირო კვლევები.

გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.

შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მაღალ ფასს გადაიხდის ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის.პრემიერ-მინისტრმა ბათ-იამში თავდასხმის ადგილი მოინახულა, რომელსაც დღეს დილით ირანის მიერ ნასროლი რაკეტა დაეცა.„ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის მშვიდობიანი მოსახლეობის – ქალების, ბავშვების – მკვლელობისთვის, რომელიც მან განზრახ განახორციელა. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მათ დაუძლეველი ძალით დავარტყამთ. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს ისრაელის ქალაქებზე ჩამოსაგდებად ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს 20 000 ასეთი რაკეტა რომ ჰქონდეს – არა ერთი, არამედ 20 000. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გადარჩენის ომი. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პილოტები ირანის ცის ზემოთ არიან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

რუსეთმა უკრაინას კიდევ 1 200 გარდაცვლილის ცხედარი გადასცა

რუსეთმა უკრაინას კიდევ 1 200 გარდაცვლილის, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები დაუბრუნა. მანამდე კი კიევმა და მოსკოვმა ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს.როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეებთან ქცევის საკითხებში საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, რეპატრირებულ ცხედრებს იდენტიფიკაციის მიზნით ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩაუტარდება.2 ივნისს, სტამბოლში მოლაპარაკებებისას რუსეთი უკრაინას 6 ათასამდე ცხედრის გადაცემას დაჰპირდა. 11 ივნისიდან მოსკოვმა კიევს 4 812 ცხედარი უკვე გადასცა.

ინდოელი მილიარდერი შემთხვევით ფუტკრის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

ინდოელი მილიარდერი შემთხვევით ფუტკრის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.გამოცემის ცნობით, ფუტკარი 58 წლის ბიზნესმენ სანჯაი კაპურს პირში ჩაუფრინდა და ყელში უკბინა. ნაკბენმა მძიმე ალერგიული რეაქცია და გულის გაჩერება გამოიწვია - მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.კაპური მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავტონაწილების მწარმოებელი კომპანია “Sona Comstar”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.იგი ასევე იყო პრინც უილიამის მეგობარი.

ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის პირობა დაასახელა

ირანი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ მოლაპარაკებებს იქამდე არ განაახლებს, სანამ ისრაელი ირანზე იერიშებს არ შეწყვეტს, - განაცხადა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას და შეერთებული შტატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონმაც გაავრცელა.„ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს, ამიტომ მოვუწოდე პრეზიდენტ პეზეშკიანს სწრაფად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად. ეს დეესკალაციის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა. ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ და მობილიზება მოვახდინოთ ყველა ჩვენი ძალისხმევის ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა მაკრონმა.

კიდევ ერთი ავიაკატასტროფა ინდოეთში – არის მსხვერპლი

კიდევ ერთი ავიაკატასტროფა ინდოეთში - ვერტმფრენი, რომელსაც მომლოცველები გადაჰყავდა, ჩრდილოეთ ინდოეთის შტატ უტარახანდში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.მედია ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან მალევე, ტყიან მასივში ჩამოვარდა. ის ჰიმალაის მთებში, ინდუისტი მომლოცველების ცნობილ ადგილამდე მიფრინავდა.ვერტმფრენი ადგილობრივი დროით დილის 5:30 საათზე ჩამოვარდა.ამ დროისთვის, ხელისუფლება ფართომასშტაბიან სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა სხეულები ხანძრის შედეგად ძლიერად დაიწვა.ცნობისთვის, ყოველ ზაფხულს, ათიათასობით ინდუისტი მომლოცველი კედარნათში მიემგზავრება. ბევრი მათგანი, რთულ რელიეფზე ლაშქრობის თავიდან ასაცილებლად, ვერტმფრენებს იყენებს.რამდენიმე დღის წინ, ინდოეთში, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა მოხდა. Air India-ს თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ავიაკატასტროფას თვითმფრინავის მხოლოდ ერთი მგზავრი გადაურჩა.

ბოლო სიახლეები