კვირა, ივნისი 15, 2025

ნიკოლ ფაშინიანი – ერევანი გმობს ირანზე ისრაელის თავდასხმას

ერევანი ირანზე გმობს ისრაელის თავდასხმას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჩეხეთში მიმდინარე GLOBSEC 2025-ის ფორუმზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, ეჭვქვეშ დგება რეგიონის მყიფე სტაბილურობა.

„ეს ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს რეგიონში მყიფე სტაბილურობას და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ“, – თქვა ფაშინიანმა.

ამასთან, განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

„ირანზე ცალმხრივი თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის წინ, რაც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო ძალისხმევას, ასევე რეგიონულ სტაბილურობას და გლობალურ მშვიდობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ძლიერი წვიმა, სეტყვა და წყალდიდობა – თურქეთში სტიქიას ებრძვიან

ძლიერი წვიმა, სეტყვა და წყალდიდობა - თურქეთში, ქალაქ კონიასა და მის მიმდებარე სოფლებში სტიქიას ებრძვიან. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.ძლიერმა წვიმამ ქალაქში წყალდიდობა გამოიწვია, სოფლებში კი მეწყერი. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კორპუსები.მედიის ცნობით, ძლიერი წვიმა სეტყვაში გადაიზარდა, რამაც ავტომობილები დააზიანა. ქალაქში წაქცეულია ხეებიც. სამაშველო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.წყალდიდობის გამო, კონიაში დაიტბორა გზები, შეფერხდა მოძრაობა და მოხდა ავარიები. მედიის ცნობით, მიწისქვეშა გადასასვლელები წლით აივსო.ძლიერი ქარის შედეგად, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სახურავები.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – კატეგორიულად ვგმობთ ისრაელის მიერ ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთმა საჯაროდ გამოხატა თავისი პოზიცია ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.„ჩინეთი კატეგორიულად გმობს ისრაელის მიერ ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მტკიცედ ეწინააღმდეგება ირანელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს. ისრაელის თავდასხმებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საშიში პრეცედენტი შექმნა პოტენციურად კატასტროფული შედეგებით. ჩინეთი ასევე მოუწოდებს ისრაელზე გავლენის მქონე ქვეყნებს, იმოქმედონ მშვიდობის აღსადგენად“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ვანგ იმ განაცხადა, რომ ამჟამად რეგიონული სიტუაცია კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტშია.„ჩინეთი მზადაა, შეინარჩუნოს კომუნიკაცია ირანთან და სხვა შესაბამის მხარეებთან, რათა გააგრძელოს კონსტრუქციული როლი სიტუაციის დეესკალაციაში“, – აღნიშნა ვანგ იმ. თავის მხრივ, აბას არაღჩიმ ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან განხორციელებული სამხედრო ოპერაცია ძალიან საშიშია და შესაძლოა, მთელი რეგიონი სრულმასშტაბიან ომში ჩაითრიოს.ამასთან, არაღჩის თქმით, ირანული მხარე მზადაა, შეინარჩუნოს კომუნიკაცია ჩინურ მხარესთან.

გთხოვთ გავაზიაროთ-ოჯახი, 18 წლის ნიკოლოზ კასრაძეს ეძებს

,,გავაზიაროთ მეგობრებო დაიკარგა ნიკოლოზ კასრაძე, 18 წლის.. დღეს (14ივნისს) 12:00ზე გავიდა სახლიდან.. 13:00დან სატელეფონო კონტაქტი შეწყდა..გთხოვთ გადააზიარეთ და თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ დაგვიკავშირდით 599545031''-წერს სოციალურ ქსელში ნინი გვარაძე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ისრაელის მხრიდან ირანზე დარტყმების დაგმობისკენ მოუწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებში აშშ ისრაელის პარტნიორია და ამბობს, რომ აშშ-მა „საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“.აბას არაღჩის თქმით, თავდასხმები არასდროს მოხდებოდა აშშ-ის მიერ ისრაელისთვის „მწვანე შუქის“ ანთებისა და მხარდაჭერის გარეშე.„ჩვენ მივიღეთ შეტყობინებები სხვადასხვა არხიდან, რომ აშშ-ს ამ თავდასხმაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ჩვენ არ გვჯერა ამის და გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამას“, – განაცხადა არაღჩიმ.

„თამაშის დროს სარდაფში შუშის ნამსხვრევზე დაეცა…“ – თბილისში მეოთხე კლასის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა

თბილისში მოზარდი, მეოთხე კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თამაშის დროს სარდაფში შუშის ნამსხვრევზე დაეცა, რის შემდეგაც დაიღუპა.ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, N142 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის IVდ კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი. ეს ტრაგედია დიდ ტკივილს გვაყენებს ყველას, ვინც მას იცნობდა – დამრიგებელს, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, სკოლის თითოეულ წევრს. ნინო იყო ნათელი, კეთილი და გულთბილი, რომელიც ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს. მისი მოულოდნელი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი სკოლისთვის. სკოლის თითოეული წევრი ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას“, – ნათქვამია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები