კვირა, ივნისი 15, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში NAFSA 2025-ში მონაწილეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო სივრცეში ორგანიზებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში – „NAFSA 2025 – წლიური კონფერენცია და გამოფენა“ (NAFSA 2025 – Annual Conference & Expo) – მონაწილეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე უძღვებოდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში (კალიფორნიის შტატი) გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში მიიღო. საქართველოს დელეგაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა ხელმძღვანელობდნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი NAFSA 2025-ზე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ და დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ფიცხელაურმა წარმოადგინეს.

საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ესწრებოდნენ ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

როგორც თეა მურვანიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტი ქვეყნის 10 000-მდე დელეგატი მონაწილეობდა, საქართველო წარმოდგენილი იყო სტენდით – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტით – „Education In Georgia“, რომელიც საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აერთიანებს. მისი თქმით, NAFSA 2025-ში მონაწილეობა ქართული უნივერსიტეტებისთვის, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უნიკალური შესაძლებლობაა გააფართოოს საერთაშორისო თანამშრომლობა, გაზარდოს ცნობადობა და ხილვადობა და, ამასთან ერთად, მოიძიოს ახალი საერთაშორისო პარტნიორები, რაც ასე მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის კუთხით.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ NAFSA მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო ფორუმია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო განათლების სფეროს ლიდერებსა და სპეციალისტებს, მასში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტრატეგიისა და გლობალური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. პირველ რიგში, ასეთი გამოფენები ხელს უწყობს, გაიზარდოს ჩვენი უნივერსიტეტის გლობალური ხილვადობა და პარტნიორობა, რადგან 100-ზე მეტი ქვეყნის ასობით უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობა ჩვენს უნივერსიტეტს აყენებს მსოფლიოს იმ წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუციების რიგში, რომლებიც აქტიურად ეძებენ კვლევითი, გაცვლითი და კოლაბორაციული თანამშრომლობის შესაძლებლობებს. NAFSA იზიდავს საერთაშორისო მიღების, რეკრუტინგისა და გაცვლითი პროგრამების პროფესიონალებს, რაც პოტენციურ პარტნიორებთან და რეკრუტერებთან პირდაპირი კავშირების დამყარების საუკეთესო საშუალებაა. საქართველოს სტენდს – „Education in Georgia-ს“ სივრცეს მრავალი მონაწილე ესტუმრა და ადგილზე გაეცნო ქართული უნივერსიტეტების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, VR სათვალის მეშვეობით დაათვალიერა როგორც საუნივერსიტეტო კამპუსები, ისე ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ 50-ზე მეტ სესიასა და პრეზენტაციაში, გვქონდა შეხვედრები, რომელთა მიზანი ახალი კოლაბორაციების შესახებ შეთანხმებების ინიციირება და ერთობლივი ახალი პროგრამების განხილვა იყო.

რაც მთავარია, გამოფენაში მონაწილეობით ჩვენმა უნივერსიტეტმა შეიძინა მოქნილი პლატფორმა საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და გლობალური მობილობის პროგრამების განხორციელებისთვის. გარდა ამისა, NAFSA-ს პლატფორმა დიდ დახმარებას გაგვიწევს კურიკულუმების და კვლევების ინტერნაციონალიზაციისა და საგანმანათლებლო სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური პროგრამები სრულ თანხვედრაშია NAFSA-ს STEM განათლების გლობალური განვითარების კონცეფციასთან, ასევე, მდგრადი და ინტერკულტურული საგანმანათლებლო პრაქტიკების ხელშეწყობასთან. ვიმედოვნებთ, რომ NAFSA-ზე შეძენილი კავშირები მეტად გაძლიერდება და გადაიზრდება ახალ მემორანდუმებში, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და ახალ გაცვლით პროგრამებში. კერძოდ, უკვე ვგეგმავთ ვიმუშაოთ ურთიერთგაგების ახალ მემორანდუმებზე ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებთან, ავამოქმედოთ ახალი გაცვლითი პროგრამები საინჟინრო-ტექნოლოგიური და არქიტექტურის მიმართულებით, გავაძლიეროთ საერთაშორისო აქტივობები ერთობლივი სემინარებით, კონფერენციებითა და სტუდენტური რეკრუტინგის მისიებით, პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გააგრძელებს მონაწილეობას NAFSA-ს რეგიონულ ღონისძიებებსა და სემინარებში. „Education in Georgia“-ს ეგიდითა და საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში NAFSA 2025-ში მონაწილეობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გლობალური პოზიციონირებისა და აკადემიური გავლენის გაძლიერების მიმართულებით. ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“, – აღნიშნა თეა მურვანიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქული მედია – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა ანკარას მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.როგორც თურქული მედია წერს, ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ისრაელ-ირანის კონფლიქტი და რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება ირანსა და ისრაელს შორის არსებულ დაძაბულობას და აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს დავის მოგვარების „ერთადერთ გზად“ მიიჩნევს.თურქეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პოზიციას, რომ საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო, ისრაელის საჰაერო ძალები კი, ამჟამად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევენ

ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.„თავდაცვის სისტემები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. თქვენ უნდა შეხვიდეთ დაცულ ტერიტორიებზე და იქ დარჩეთ შემდგომ შეტყობინებამდე”,- აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ამჟამად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევენ.ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა გაისროლეს.

ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს

ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს.ვენის სასამართლომ ზურა კეკელიას 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა.ქართველმა ექიმმა 58 წლის ქალს ბინაში ნიკაპის მოდელირების პროცედურა გაუკეთა, რომელიც მისთვის სავალალო აღმოჩნდა. ქალს მალევე გართულებები დაეწყო, სეფსისი განუვითარდა, საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება.დაზარალებულმა ქალმა მეგობრისგან ე.წ. „კოსმეტიკური წვეულების“ შესახებ შეიტყო, სადაც იაფ და აშკარად უკანონო სილამაზის პროცედურებს სთავაზობდნენ.ადგილობრივი მედია ავრცელებს ფოტოებს ბინიდან, სადაც ჩანს, რომ პროცედურა ანტისანიტარიულ პირობებში ტარდებოდა.ირკვევა ისიც, რომ ზურა კეკელიას ავსტრიაში მუშაობის ლიცენზიაც არ ჰქონდა.

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ირანში? – ატომური საერთაშორისო სააგენტო საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ გუშინდელი თავდასხმის შედეგად ირანში, ისპაანის ატომურ ელექტროსადგურზე ოთხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენობა დაზიანდა, მათ შორის ურანის გადამამუშავებელი ქარხანა.„ნათანზის მსგავსად, სადგურის გარეთ რადიაციის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

„ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ…“ – რას წერს ნინა დრამა საქართველოზე და ქართველებზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა. დვალიშვილი საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება ცნობილი ჟურნალისტი ნინა დრამა, რომელიც UFC-ის პრომოუტერია. იგი MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის. ამჯერად ნინა დრამა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელზედაც საქართველოზე წერს:„უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მშვენიერ ხალხს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ გაშლილი ხელებით მიმიღეს თავიანთ ქვეყანაში. ამდენი სიყვარული და პოზიტივი არასდროს განმიცდია! ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ“, - წერს ნინა დრამა.  

ბოლო სიახლეები