ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ და სწრაფ პასუხს ახლავე, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
მათივე თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოლიტიკური ოპონენტის დაკავების შესახებ, წარმოაჩენს თუ რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური სუბიექტი.
„„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოლიტიკური ოპონენტისა და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ, იმის ნათელი დემონსტრირებაა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს პოლიტიკური სუბიექტი. ეს მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე და ივნისში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთქმედების სამომავლო ჩარჩოს შესახებ სერიოზულ დისკუსიას. დროულად რეაგირების არარსებობა არ ხსნის პასუხისმგებლობას“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყება.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო გქონდა შეფარდებული. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.