შაბათი, ივნისი 14, 2025

მათე დევიძე – მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, რადგან არ შემიძლია გადაწყვეტილების მოსმენა

მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა, – ეს სიტყვები 21 წლის მათე დევიძემ საბოლოო სიტყვის დასრულების შემდეგ განაცხადა და დარბაზიდან გავიდა.

სხდომათა დარბაზის დატოვებისას კი ეს ფრაზა თქვა – “სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში”.

დევიძემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმა რამდენჯერმე, ნერვიულობის გამო შეწყვიტა, დარბაზში მყოფების უმეტესობა კი ტიროდა.

“თანამებრძოლებო – ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის შუა საუკუნეებთან ასოცირდებოდა…

იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი, დღეს ალბათ, ბოლო დღეც იქნება. შეიძლება, დიდი ხანი ვერ გნახოთ, მაგრამ მეც მაქვს პატარა იმედი, მაგრამ… იცით ყველამ, თელავიდან მოვდიოდი აქციებზე, (მაპატიეთ, ვნერვიულობ) რათა მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტით გამეპროტესტებინა ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე, როცა ფორმიანმა დაჯგუფებებმა, ორი დღის უძილო ვიყავი, ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა, როცა ჩვენზე ძალის გადამეტება დაიწყეს, შეხლა-შემოხლაში მოვყევი, ვეცადე, გამოვრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, შემდეგ იცით, რაც მოხდა.

ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ.

მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა”,- განაცხადა დევიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, თეირანში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, დედაქალაქში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განახლებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევივ ლამისთან საუბრის დროს განაცხადა.აბას არაღჩის თქმით, ირანის პასუხი ისრაელის თავდასხმებზე იქნება „მტკიცე და გადამწყვეტი“.

გაერო-ში ირანის წარმომადგენელი – ისრაელის დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, აშშ სრულ პასუხისმგებლობას იზიარებს შედეგებზე

გაერო-ში ირანის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 320-ზე მეტი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები.როგორც ამირ საიდ ირავანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, დაღუპულთა შორის არიან სამხედრო მაღალჩინოსნებიც.ამირ საიდ ირავანის თქმით, ამის თანამონაწილეა შეერთებული შტატებიც.„ამ დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, ისინი სრულ პასუხისმგებლობას იზიარებენ შედეგებზე“, – განაცხადა დიპლომატმა.

თუ უქმეებს გეგმავთ ამინდის ეს პროგნოზი ნახეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

1-ლი ივლისიდან მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში! – ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ასამოქმედებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„2025 წლის 1 ივლისიდან, კომერციული მიზნით M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, სომხეთის მიმართულებით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისას, სავალდებულო ხდება ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) 95/2 რეზოლუციით განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტი — მგზავრთა სიის გამოყენება.მგზავრთა სია უნდა შეივსოს ელექტრონულად ოპერაციის დაწყებამდე და მაკონტროლებელი ორგანოსთვის წარადგინოთ ბეჭდური ვერსია.გთხოვთ, დაიცვათ პროცედურა და გამოიყენოთ მხოლოდ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები და დარღვევები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები