შაბათი, ივნისი 14, 2025

“როგორც ჩანს, გადარჩენილები არ არიან” – ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას, სავარაუდოდ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფთაგან, სავარაუდოდ ვერავინ გადარჩა. ამის შესახებ BBC ადგილობრივი პოლიციის უფროსზე დაყრდნობით წერს. აჰმედაბედის პოლიციის უფროსის თქმით, “როგორც ჩანს, გადარჩენილები არ არიან”.

შეგახსენებთ, ინდოეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 244 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი.

გუჯარათის შტატში, Air India-ს თვითმფრინავი რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა საცხოვრებელ რაიონში მოხდა. თვითმფრინავი ინდოეთიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – ირანის პასუხებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მსოფლიო შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომლის შედეგების სრულად წარმოდგენა დღეს არავის შეუძლია

მოდით, ვიყოთ გულახდილები, დღევანდელი სიტუაცია მაღალი რისკის შემცველია, მომდევნო საათები და დღეები უკიდურესად საშიშია მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთაც, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.მისი თქმით, ირანის პასუხებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მსოფლიო შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომლის შედეგების სრულად წარმოდგენა დღეს არავის შეუძლია.„მომდევნო დღეებში ირანთან ბირთვულ საკითხზე ეფექტური მოლაპარაკებების დაწყება რთული იქნება, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, უნდა ავიღოთ ვალდებულება. მოდით, ვიყოთ გულახდილები, დღევანდელი სიტუაცია მაღალი რისკის შემცველია. ვერავინ იტყვის, რომ ის კონტროლის ქვეშაა და ესკალაციის რისკები, მათ შორის უკონტროლო ესკალაციის, აშკარად არსებობს. მომდევნო საათები და დღეები უკიდურესად საშიშია მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთაც. რაც შეეხება რისკებს, ახლა ყველაზე უარესის აღწერას არ ვაპირებ, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის ვემზადებით და აშკარაა, რომ ირანის პასუხებიდან გამომდინარე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი გააგრძელებს ოპერაციებს ირანის ტერიტორიაზე, ჩვენ ისეთ სიტუაციებში აღმოვჩნდებით, რომელთა შედეგების სრულად წარმოდგენა დღეს არავის შეუძლია. ირანმა წარსულშიც აჩვენა, რომ მას შეუძლია ტერორისტული ქმედებების განხორციელება უცხო მიწაზე. ირანს აქვს ბალისტიკური შესაძლებლობები, რომლებსაც შეუძლიათ ევროპის მიწამდე მისვლა და ის ამ მხრივაც საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 იწყება – ტურნირის მონაწილეებს შორის ხვიჩა კვარაცხელია და შთამბეჭდავი საპრიზო ფონდი

აშშ-ში ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი იწყება. 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ტურნირის ყველა, 63 მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ექსკლუზიურად პირველი არხის პლატფორმებზე იხილავთ.ისტორიაში პირველად, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფიფა-ს ექვსი კონფედერაციის 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. როგორც ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, ეს ტურნირი ფეხბურთში ახალი ეპოქის დასაწყისია და ყველაფერი ძალიან ჰგავს 1930 წლის პირველ მუნდიალს. ტურნირის ისტორიამსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფიფა-მ პირველად 2000 წელს ჩაატარა. გათამაშება ბრაზილიური „კორინთიანსის“ გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ტურნირზე მხოლოდ 6-7 გუნდი მონაწილეობდა და შეჯიბრება გულშემატკივართა შორის პოპულარობით ვერ სარგებლობდა. მასში, ძირითადად, სხვადასხვა კონფედერაციის მთავარი საკლუბო ტურნირის ჩემპიონები თამაშობდნენ.ყველაზე მეტჯერ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მადრიდის „რეალმა“ მოიგო (ხუთჯერ), ხოლო მოქმედი გამარჯვებული „მანჩესტერ სიტია“, რომელიც ტიტულს 2023 წელს დაეუფლა. ჯამში, გათამაშება ევროპული გუნდების ჩემპიონობით 16-ჯერ დასრულდა, სამხრეთ ამერიკელებმა კი ტიტული ოთხჯერ მოიპოვეს. სხვა კონფედერაციის წარმომადგენელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი არ მოუგია. 2025 წლის ტურნირის მონაწილეები:მონაწილეები რვა ჯგუფში გადანაწილდებიან, თითოეულში ოთხი გუნდი. მერვედფინალის საგზურს ჯგუფში ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მიიღებს. A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება და პირიქით, B ჯგუფის გამარჯვებული – A ჯგუფში მეორე ადგილზე გასულს დაუპირისპირდება. ასე დაწყვილდებიან ჯგუფებიდან გასული გუნდები მერვედფინალში.ევროპა (უეფა) – 12 გუნდი: „რეალ მადრიდი“ (ესპანეთი), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ბაიერნი“ (გერმანია), პსჟ (საფრანგეთი), „ჩელსი“ (ინგლისი), „ინტერი“ (იტალია), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „დორტმუნდი“ (გერმანია), „პორტუ“ (პორტუგალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „იუვენტუსი“ (იტალია), „ზალცბურგი“ (ავსტრია).კონმებოლ-ი (სამხრეთ ამერიკა) – 6 გუნდი: „პალმეირასი“, „ფლამენგო“, „ფლუმინენსე“, „ბოტაფოგო“, „რივერ პლეიტი“, „ბოკა ხუნიორსი“ (ყველა – ბრაზილია ან არგენტინა)კონკაკაფ-ი (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა) – 4 გუნდი: „მონტერეი“ (მექსიკა), „სიეტლ სანდერსი“ (აშშ), „პაჩუკა“ (მექსიკა), „ლოს ანჯელესი“ (აშშ)აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია – 4 გუნდი: „ალ აჰლი“ (ეგვიპტე), „უიდადი“ (მაროკო), „ესპერანსი“ (ტუნისი), „მამელოდი სანდაუნსი“ (სამხრეთ აფრიკა)აზიის ფეხბურთის კონფედერაცია – 4 გუნდი: „ალ ჰილალი“ (საუდის არაბეთი), „ალ აინი“ (არაბთა გაერთიანებული საამიროები), „ულსანი“ (სამხრეთ კორეა), „ურავა“ (იაპონია)ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია – ერთი გუნდი: „ოკლენდ სიტი“ (ახალი ზელანდია)მასპინძლის სტატუსით – ერთი გუნდი: „ინტერ მაიამი“ (MLS-ის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი) მასპინძელი ქალაქები და სტადიონები:ტურნირს აშშ-ის 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს. ორი სტადიონით მხოლოდ ერთი ქალაქი, ორლანდოა წარმოდგენილი. გახსნის მატჩი 15 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე მაიამიში „ინტერ მაიამისა“ და „ალ აჰლის“ შორის შედგება, ხოლო 13 ივლისს ფინალური მატჩის ჩატარება ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზეა დაგეგმილი, რომელიც 82 500 მაყურებელს იტევს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ არენაზე შედგება 2026 წლის სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც. საპრიზო ფონდიფიფა-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს. ტურნირის გამარჯვებული, დაახლოებით, 125 მილიონ დოლარს მიიღებს. 575 მილიონი მონაწილე გუნდებზე განსხვავებული პროპორციით გაიცემა, ხოლო 425 მილიონი შედეგების მიხედვით განაწილდება (მასში შედის ჩემპიონის 125 მილიონი დოლარიც).ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩები. პარიზული გუნდი B ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკოსთან“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლ სანდერსთან“ ერთად ითამაშებს.პსჟ ტურნირზე პირველ მატჩს 15 ივნისს პასადენაში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. შემდეგ ასევე პასადენაში 20 ივნისს „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ტურში სიეტლში „სიეტლ სანდერსს“ შეხვდება.წყარო:1tv.ge  

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, თეირანში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, დედაქალაქში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განახლებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევივ ლამისთან საუბრის დროს განაცხადა.აბას არაღჩის თქმით, ირანის პასუხი ისრაელის თავდასხმებზე იქნება „მტკიცე და გადამწყვეტი“.

გაერო-ში ირანის წარმომადგენელი – ისრაელის დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, აშშ სრულ პასუხისმგებლობას იზიარებს შედეგებზე

გაერო-ში ირანის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 320-ზე მეტი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები.როგორც ამირ საიდ ირავანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, დაღუპულთა შორის არიან სამხედრო მაღალჩინოსნებიც.ამირ საიდ ირავანის თქმით, ამის თანამონაწილეა შეერთებული შტატებიც.„ამ დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, ისინი სრულ პასუხისმგებლობას იზიარებენ შედეგებზე“, – განაცხადა დიპლომატმა.

ბოლო სიახლეები