შაბათი, ივნისი 14, 2025

გია ვოლსკი – საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ტუსკის განცხადება არაადეკვატური, ანტიქართული და მტრულია

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეუჩერებაზე ტუსკის განცხადება არაადეკვატური, ანტიქართული და მტრულია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიერ სეიმში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გაკეთებულ განცხადებას, რომ რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.

„ქართველები პოლონეთში დანაშაულს მართლაც სჩადიან, მაგრამ გაცილებით ნაკლები არიან რაოდენობრივად, ვიდრე სხვა არაერთი. ვფიქრობ, ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა, რადგან სეიმში საკმაოდ მძიმე განხილვა იყო ნდობასთან დაკავშირებით და არსებულ მთავრობას ნდობა მცირე უპირატესობით გამოუცხადეს.

დონალდ ტუსკის ეს ხისტი განცხადება მნიშვნელოვანწილად ამ ვითარების გამოძახილია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ უცხო ქვეყანაში როცა ხარ, რასაკვირველია, დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, ყოველ შემთხვევაში, მთელი ერი მძიმე მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო. ყველაზე ხშირი დანაშაული არის ქურდობა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა და ნარკოტიკები. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მახასიათებელი არ არის მხოლოდ ქართველისთვის. რასაკვირველია, უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბარი პოლიტიკურია. არაადეკვატური განცხადებაა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერონ, ეს შეუსაბამო, პირდაპირ პოლიტიკური შინაარსის, ანტიქართული და მტრული განცხადებაა. ეს განპირობებულია იმ ვითარებით, რაც პოლონეთშია – ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი არ იყო არჩეული და ნდობაზე სეიმში მძიმე განხილვა იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, თეირანში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, დედაქალაქში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განახლებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევივ ლამისთან საუბრის დროს განაცხადა.აბას არაღჩის თქმით, ირანის პასუხი ისრაელის თავდასხმებზე იქნება „მტკიცე და გადამწყვეტი“.

გაერო-ში ირანის წარმომადგენელი – ისრაელის დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, აშშ სრულ პასუხისმგებლობას იზიარებს შედეგებზე

გაერო-ში ირანის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 320-ზე მეტი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები.როგორც ამირ საიდ ირავანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, დაღუპულთა შორის არიან სამხედრო მაღალჩინოსნებიც.ამირ საიდ ირავანის თქმით, ამის თანამონაწილეა შეერთებული შტატებიც.„ამ დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, ისინი სრულ პასუხისმგებლობას იზიარებენ შედეგებზე“, – განაცხადა დიპლომატმა.

თუ უქმეებს გეგმავთ ამინდის ეს პროგნოზი ნახეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

1-ლი ივლისიდან მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში! – ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ასამოქმედებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„2025 წლის 1 ივლისიდან, კომერციული მიზნით M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, სომხეთის მიმართულებით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისას, სავალდებულო ხდება ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) 95/2 რეზოლუციით განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტი — მგზავრთა სიის გამოყენება.მგზავრთა სია უნდა შეივსოს ელექტრონულად ოპერაციის დაწყებამდე და მაკონტროლებელი ორგანოსთვის წარადგინოთ ბეჭდური ვერსია.გთხოვთ, დაიცვათ პროცედურა და გამოიყენოთ მხოლოდ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები და დარღვევები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები