შაბათი, ივნისი 14, 2025

ნინა დრამა ცოტა ხნის წინ მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა – ვინ არის ის სინამდვილეში და როგორია მისი ცხოვრება სახალისო ვიდეოებს მიღმა?

ნინა მარი და­ნი­ე­ლი, ცნო­ბი­ლია რო­გორც “ნინა დრა­მა”, ჟურ­ნა­ლის­ტი და UFC-ს პრო­მო­უ­ტე­რია. იგი MMA-ს შე­სა­ხებ გასართობ კონტენტს ქმნის. ის და მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან. ერ­თად ჩა­წე­რეს რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, სა­დაც ვარ­ჯი­შო­ბენ. როცა მერაბმა შონ ო’მა­ლი და­ა­მარ­ცხა, ნი­ნამ და­წე­რა: “შენ არ ხარ ნორ­მა­ლუ­რი. შენ ჩემ­პი­ო­ნი ხარ. ყვე­ლას და­უმ­ტკი­ცე, რომ ცდე­ბოდ­ნენ”.

ნინა 1988 წლის 27 დე­კემ­ბერს, ნიუ-იორკში დაიბადა. მისი დედა იტალიელია, მამა კი – ბრაზილიელი. იზრდებოდა მეგობრულ და მხარდამჭერ ოჯახში, ჰყავს და და ძმა. კო­ლე­ჯში კრე­ა­ტი­უ­ლი წერა ისწავლა, თუმცა 2011 წელს სამოდელო კარიერა დაიწყო და 2017 წლის აპ­რილ­ში Playboy-ის მო­დე­ლი გახდა. ამ­ჟა­მად, ნინა ცხოვ­რობს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და აქ­ტი­უ­რად ქმნის კო­მე­დი­ურ ვი­დე­ო­ებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით TikTok-ზე და Instagram-ზე აქ­ტი­უ­რობს, სა­დაც მას მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს.ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ნი­ნა­სა და მე­რაბს შო­რის რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა, რაც სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ნი­ნას პარტნი­ო­რია ჟა­ნელ კას­ტი­ლიო, კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, მო­დე­ლი და ფო­ტოგ­რა­ფი. წყვილი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდება.

„ნინა დრამას წყევლა“ – გულშემატკივრებს შორის პოპულარული მოსაზრებაა, რომ ვინც ნინასთან ინტერვიუს ჩაწერს, შემდეგ მარცხდება.

თავადაც ვარჯიშობს ბოქსსა და საბრძოლო ხელოვნებაში, რომ უკეთესად ესმოდეს მებრძოლების.

MMA Awards-ზე მიიღო წოდება – წლის პერსონა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, თეირანში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, დედაქალაქში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განახლებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევივ ლამისთან საუბრის დროს განაცხადა.აბას არაღჩის თქმით, ირანის პასუხი ისრაელის თავდასხმებზე იქნება „მტკიცე და გადამწყვეტი“.

გაერო-ში ირანის წარმომადგენელი – ისრაელის დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, აშშ სრულ პასუხისმგებლობას იზიარებს შედეგებზე

გაერო-ში ირანის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 320-ზე მეტი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები.როგორც ამირ საიდ ირავანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, დაღუპულთა შორის არიან სამხედრო მაღალჩინოსნებიც.ამირ საიდ ირავანის თქმით, ამის თანამონაწილეა შეერთებული შტატებიც.„ამ დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, ისინი სრულ პასუხისმგებლობას იზიარებენ შედეგებზე“, – განაცხადა დიპლომატმა.

თუ უქმეებს გეგმავთ ამინდის ეს პროგნოზი ნახეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

1-ლი ივლისიდან მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში! – ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ასამოქმედებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„2025 წლის 1 ივლისიდან, კომერციული მიზნით M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, სომხეთის მიმართულებით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისას, სავალდებულო ხდება ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) 95/2 რეზოლუციით განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტი — მგზავრთა სიის გამოყენება.მგზავრთა სია უნდა შეივსოს ელექტრონულად ოპერაციის დაწყებამდე და მაკონტროლებელი ორგანოსთვის წარადგინოთ ბეჭდური ვერსია.გთხოვთ, დაიცვათ პროცედურა და გამოიყენოთ მხოლოდ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები და დარღვევები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები