შაბათი, ივნისი 14, 2025

კოტე იოსელიანი – დაკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, შეკითხვები იყო: „რა გეცვა, რომელ საათზე, სად წახვედი და რამდენი ხნით” – მოლოდინი არ მაქვს, რომ საქმეს გამოიძიებენ და გახსნიან

არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და გახსნილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

კოტე იოსელიანის განმარტებით, გამოკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, „ჩვეულებრივი შეკითხვები იყო, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა“.

„გამოძიებას ჰქონდა კონკრეტული შეკითხვები. მიწოდებულია ყველა ინფორმაცია. არსებობს ყველანაირი გარემოება იმისათვის, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. არის უამრავი ობიექტი, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერებით. სურვილის შემთხვევაში ამ ფაქტის გამოძიებას და ყველა დეტალის დადებას არაფერი არ სჭირდება, არ სჭირდება განსაკუთრებული დრო და ძალისხმევა. თუმცა დრო გვაჩვენებს, სურვილი რამდენად დიდია და რამდენად ადეკვატური იქნება რეაქცია.

არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და გახსნილი. დაკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელიც შედგებოდა კონკრეტული შეკითხვებისგან, შეკითხვებზე გავეცი პასუხი. შეკითხვები იყო: რა გეცვა, რომელ საათზე სად წახვედი და რამდენი ხანი? ჩვეულებრივი შეკითხვები იყო, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა. ამ შეკითხვებზე პასუხი გავეცი და ამით დასრულდა ეს პროცესი“, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, რომელშიც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე რვა საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი „მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ე.წ. მოდულის შენობაში“.

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, თეირანში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, დედაქალაქში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განახლებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევივ ლამისთან საუბრის დროს განაცხადა.აბას არაღჩის თქმით, ირანის პასუხი ისრაელის თავდასხმებზე იქნება „მტკიცე და გადამწყვეტი“.

გაერო-ში ირანის წარმომადგენელი – ისრაელის დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, აშშ სრულ პასუხისმგებლობას იზიარებს შედეგებზე

გაერო-ში ირანის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 320-ზე მეტი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები.როგორც ამირ საიდ ირავანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, დაღუპულთა შორის არიან სამხედრო მაღალჩინოსნებიც.ამირ საიდ ირავანის თქმით, ამის თანამონაწილეა შეერთებული შტატებიც.„ამ დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, ისინი სრულ პასუხისმგებლობას იზიარებენ შედეგებზე“, – განაცხადა დიპლომატმა.

თუ უქმეებს გეგმავთ ამინდის ეს პროგნოზი ნახეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

1-ლი ივლისიდან მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში! – ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ასამოქმედებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„2025 წლის 1 ივლისიდან, კომერციული მიზნით M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, სომხეთის მიმართულებით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისას, სავალდებულო ხდება ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) 95/2 რეზოლუციით განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტი — მგზავრთა სიის გამოყენება.მგზავრთა სია უნდა შეივსოს ელექტრონულად ოპერაციის დაწყებამდე და მაკონტროლებელი ორგანოსთვის წარადგინოთ ბეჭდური ვერსია.გთხოვთ, დაიცვათ პროცედურა და გამოიყენოთ მხოლოდ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები და დარღვევები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები