პარასკევი, ივნისი 13, 2025

25 წელია უკუღმა დადის — ინდოელი კაცის უნიკალური პროტესტი ომის წინააღმდეგ

კაცი, რომელიც 25 წელია უკუღმა დადის – ასე იცნობს მსოფლიო ინდოელ მანი მანიტანს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მანიტანი ამ გზით ომსა და ძალადობას აპროტესტებს. ეს გადაწყვეტილება მამაკაცმა 1989 წელს  ინდოეთში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შემდეგ მიიღო.

როგორც თავად ამბობს, უჩვეულო რუტინა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს საერთოდ არ უშლის.

მანის თქმით, ისე მიეჩვია ასე ყოფნას, რომ ჩვეულებრივ, პირდაპირ სიარულიც კი დაავიწყდა.

„ჩემი ცხოვრება სირთულეებით, მსხვერპლითა და მიღწევებითაა სავსე. უნდა გავაგრძელო პროტესტი მანამდე, სანამ მსოფლიოში მშვიდობა არ დამყარდება”,- ამბობს მანი მანიტანი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოზარ სუბარი – დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ

დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.სუბარმა კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები.სოზარ სუბარის თქმით, გრანტების მიზანი კეთილშობილური ვერ იქნება, როდესაც ამ გრანტებით ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, იარაღის გამოყენებასა და პარლამენტზე შტურმში.„ვერანაირად ვერ იქნება კეთილშობილური ის, როცა აფინანსებ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ან პირდაპირ აცხადებენ, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ქვეყნის მტერიაო. მაგალითად, გიგა ბოკერია ამბობს ასეთ რამეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არასწორი გადაწყვეტილებაა. მისი მეუღლე კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგ. ამ დროს კი მათი მედიაპლატფორმა უნდა დაფინანსებულიყო დაახლოებით 50 000 ფუნტი სტრელინგით. ეს გვაგონებს 2020 წლის ისტორიას, როდესაც NGO „სამართლიანი არჩევნები“ USAID-ის დაფინანსებული გრანტით ცდილობდა არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, მაშინ როცა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.დღესაც რა გამოდის, რომ ბრიტანეთის საელჩოს სურს, დააფინანსოს ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? ამის დაფინანსებას აპირებს?! ეს აბსოლუტურად გაუგებარი მიდგომაა არჩევნებისადმი. ბუნებრივია, ასეთი პროექტების დაფინანსებას სახელმწიფო მხარს არ დაუჭერს და თუ აქამდე ბერკეტი არ გვქონდა, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროექტები შეგვეჩერებინა, ახლა კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დააკვირდება და გაცხრილავს, რა არის სახელმწიფოებრივი და რა – ანტისახელმწიფოებრივი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

გახარია საქართველოსთვის-მურუსიძის სასამართლოს პირობებში წამებით მოკლული სანდრო გირგვლიანის მკვლელებმა პატიმრობაში   გაატარეს მხოლოდ 3.5 წელი, 21 წლის მათე დევაძეს კი ჯოხის მოქნევის  გამო 4.5 წლით...

,,გახარია საქართველოსთვის-მურუსიძის სასამართლოს პირობებში წამებით მოკლული სანდრო გირგვლიანის მკვლელებმა პატიმრობაში   გაატარეს მხოლოდ 3.5 წელი, 21 წლის მათე დევაძეს კი ჯოხის მოქნევის  გამო 4.5 წლით პატიმრობა მიესაჯა''-წერს გახარია საქართველოსთვის.

ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ჟურნალისტს ეკა მიშველაძეს სახდელის სახით ჯარიმა 4000-ლარი განესაზღვრა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.პროცესს არ დასწრებია არც ჟურნალისტი და არც მისი უფლებადამცველი.ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

ნიკა გვარამია – არც ერთი ნაბიჯი უკან! -ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.თავად ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში არ ყოფილა და პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ თავად მივა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან.ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო გქონდა შეფარდებული. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

ისრაელში მყოფი აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის უსაფრთხოების განგაში გამოცხადდა

აშშ-მა ისრაელში მყოფი აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის უსაფრთხოების განგაში გამოაცხადა.„არსებული ვითარების გამო, აშშ-ის საელჩომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელსა და მათ ოჯახის წევრებს მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფარში შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია გაფრთხილებაში.ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება კომპლექსურია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს.ისრაელში გვიან ღამით განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედიამ კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ირანში დაადასტურეს, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური ჰოსეინ სალამიც. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან. ისრაელს მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერიც. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

ბოლო სიახლეები