პარასკევი, ივნისი 13, 2025

„ექსკურსიებისგან თავი შეიკავეთ… ვინც ქორწილს ღია ცის ქვეშ გეგმავდით, მიიღეთ შესაბამისი ზომები“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის პროგნოზით, 14 და 15 ივნისს ამინდი მკვეთრად იცვლება, შესაბამისად, ამ დღეებში არაფრის დაგეგმვა ღირს.

„შაბათ-კვირას საქართველოში მგზავრობისთვის არახელსაყრელი მეტეო პირობები იქნება.

14 ივნისს დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან, 15-ში კი პირიქით დასავლეთში ზოგან და აღმოსავლეთში ყველგან – მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

დასავლეთიდან ვინც აღმოსავლეთში გეგმავთ გამგზავრებას, 14 ივნისს კახეთში გვიან დღის ბოლომდე არ იწვიმებს.

მოსალოდნელი პროგნოზიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია უქმე დღეებში ექსკურსიების დაგეგმვისგან თავი შეიკავოთ, ხოლო ვინც ქორწილის აღნიშვნას ღია ცის ქვეშ გეგმავდით, მიიღეთ შესაბამისი ზომები.

ამინდი ვერ გაჩუქეთ კარგი, მაგრამ ცხოვრებას გისურვებთ ნათელს და მზიანს,“ – წერს ფარტენაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელში მყოფი აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის უსაფრთხოების განგაში გამოცხადდა

აშშ-მა ისრაელში მყოფი აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის უსაფრთხოების განგაში გამოაცხადა.„არსებული ვითარების გამო, აშშ-ის საელჩომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელსა და მათ ოჯახის წევრებს მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფარში შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია გაფრთხილებაში.ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება კომპლექსურია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს.ისრაელში გვიან ღამით განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედიამ კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ირანში დაადასტურეს, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური ჰოსეინ სალამიც. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან. ისრაელს მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერიც. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელმა ირანზე დარტყმისთვის ღამით 200 მოიერიშე გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებზე შეტევა გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.მისი თქმით, ისრაელელი პილოტები ჯერ კიდევ უტევენ ირანის სხვადასხვა რაიონში სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებს.„დარტყმები ზუსტი და სინქრონიზებული ოპერაციის ნაწილი იყო. პილოტები ჯერ კიდევ უტევენ სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებს ირანის სხვადასხვა რაიონში“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ეფიმ დეფრინმა.

ეთერ კაკულია დღეს 83 წლის გახდებოდა

ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ეთერ კაკულია დღეს 83 წლის გახდებოდა.ეთერ კაკულია 1942 წლის 29 ნოემბერს დაიბადა. მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან იყო ტელერადიოკორპორაციის სოლისტი. ეთერ კაკულიას ძლიერი ხმა და საუკეთესო სცენური მონაცემები ჰქონდა. ძირითადად ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე. ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად.   ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე, ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალექსანდრე ვაჩიბერაძე და ერთი შვილიშვილი მარიამი. მომღერალი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იყო ფოთის საპატიო მოქალაქე.   2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.   2015 წლის 26 ივნისს ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. სიმსივნის დიაგნოზი მომღერალს 2014 წელს დაუსვეს. ეთერ კაკულია სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, თუმცა უიმედო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს და სამშობლოში დააბრუნეს. კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩაიყვანა, 26 ივნისს კი მომღერალი გარდაიცვალა.   ეთერ კაკულიას ბოლო ნამუშევარი ოთარ ტატიშვილის სიმღერა – “სიმღერა ჩემი ფრთებია” იყო, რომელმაც ყველა სატელევიზიო და რადიო ეთერი და ინტერნეტსივრცე მოიცვა.   მისი უკანასკნელი პირდაპირი ეთერი კი ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “იმედის კვირაში” შედგა, სადაც მომღერალმა ქართველ ხალხს სიყვარულისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა და პირდაპირ ეთერში სიმღერა უკანასკნელად შეასრულა.   13 ივნისის სტიქიის დროს ეთერ კაკულიამ განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რომ მათ გვერდით ყოფნა აღარ შეეძლო.   ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. შემდეგ კი ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

21 დაღუპული, ორი დაკარგული, ათასობით დაზარალებული – 13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. ბოლო პერიოდის უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიამ ​დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.მთლიანად დაიტბორა „მზიური" და ზოოპარკი, სადაც დაიღუპა სამი თანამშრომელი და დაიხოცა ბინადართა დიდი ნაწილი. სვანიძის ქუჩაზე კი წყალმოვარდნის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.

„წამებში, შეცვლილი ცხოვრება“ – ფოტო, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 317-მე გაიზარდა. ინდური მედიის თანახმად, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა.მედიაში აქტიურად ვრცელდება ისტორია ინდოელ პრატიკ ჯოშსა და მის ოჯახზე, რომლებიც ლონდონში მიფრინავდნენ.„დოქტორი პრატიკ ჯოში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. ის დიდი ხანია ოცნებობდა უკეთესი მომავლის აშენებაზე მეუღლისა და მათი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ინდოეთში დარჩნენ. წლების განმავლობაში დაგეგმვის, საბუთების მოწესრიგებისა და მოთმინების შემდეგ, ეს ოცნება საბოლოოდ ახდა. სულ რაღაც ორი დღის წინ, მისმა მეუღლემ, დოქტორმა კომი ვიასმა, ასევე სამედიცინო პროფესიონალმა, ინდოეთში სამსახური დატოვა. ჩემოდნები ჩაალაგეს, დაემშვიდობნენ ინდოეთს.დღეს დილით, ხუთივე მათგანი, იმედით, აღელვებითა და გეგმებით სავსე, ლონდონში მიმავალი Air India-ს 171-ე რეისით მგზავრობდნენ. ეს სელფი გადაიღეს და ნათესავებს გაუგზავნეს. ცალმხრივი მოგზაურობა ახალი ცხოვრების დასაწყებად იყო.მაგრამ… თვითმფრინავი ჩამოვარდა. ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩა. რამდენიმე წამში, ოცნებებით სავსე ცხოვრება ფერფლად იქცა. სასტიკი შეხსენებაა, რომ ცხოვრება საშინლად მყიფეა. ყველაფერი, რასაც აშენებ, ყველაფერი, რისი იმედიც გაქვს, ყველაფერი, რაც გიყვარს, ყველაფერი ძაფზე ჰკიდია. ასე რომ, სანამ შეგიძლია, იცხოვრე, გიყვარდეს და ნუ დაელოდები ხვალინდელი ბედნიერების დაწყებას“, - წერენ სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, ავიაკომპანია „ეარ ინდიას“ კუთვნილი თვითმფრინავი აჰმედაბადის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ლონდონში მიფრინავდა.

ბოლო სიახლეები