ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025

დავით სონღულაშვილი: გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საზღვაო რესურსების დაცვის მექანიზმებზე ვიმსჯელეთ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნიცაში მიმდინარე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობდა.

კონფერენცია გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართეს. კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა.

„გაეროს მაღალი დონის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერის და მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საზღვაო დაბინძურების შემცირების, მათი ეკოსისტემების აღდგენის და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საზღვაო გარემოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის თემაზე. აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევასთან გამკლავებისთვის უნდა გვქონდეს ერთიანი მიდგომა და ერთად ვიმოქმედოთ საზღვაო რესურსების დაცვის და მდგრადი გამოყენების მექანიზმების დასანერგად“, – განახადა დავით სონღულაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – დიდი ინტელექტით არც სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ სიყეყეჩეში ყველას აჯობა

დიდი ინტელექტით არც სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ სიყეყეჩეში ყველას აჯობა, ისეთ თემებზე ლაპარაკობს, რომლებიც არც ისტორიას ახსოვს და არც პოლიტიკურ პრაქტიკაში არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, სახეზეა უნიჭო სცენარი, რომელიც ქვეყნის შიგნით დაწერილი არ არის.„პაატა ბურჭულაძე კარგად მღეროდა და პუტინსაც უმღეროდა, მაგრამ, ზოგადად, უნიჭო ადამიანია თუ ყეყეჩი არა. მას საკმაოდ სერიოზული კონკურენტი ჰყავს სალომე ზურაბიშვილის სახით, „ნაცმოძრაობის“ სახით – ბოროტი. მათი მიზანია, როგორმე ქვეყანა დააზიანონ, მაგრამ ამის რესურსი არ აქვთ. სალომე ზურაბიშვილი და პაატა ბურჭულაძე ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგრამ პაატამ ყეყეჩობაში აჯობა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.პაატა ბურჭულაძემ ეროვნული ყრილობა დააანონსა, რაც, მისივე თქმით, მესამე რესპუბლიკის შექმნას ნიშნავს.

მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის და შეუძლოდ გახდა.განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მათე დევიძე, მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა, რადგან განაცხადა, რომ ის "ამას ვერ მოუსმენდა".მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა სხდომათა დარბაზში. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.

მათე დევიძე – მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, რადგან არ შემიძლია გადაწყვეტილების მოსმენა

მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა, - ეს სიტყვები 21 წლის მათე დევიძემ საბოლოო სიტყვის დასრულების შემდეგ განაცხადა და დარბაზიდან გავიდა.სხდომათა დარბაზის დატოვებისას კი ეს ფრაზა თქვა - "სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში".დევიძემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმა რამდენჯერმე, ნერვიულობის გამო შეწყვიტა, დარბაზში მყოფების უმეტესობა კი ტიროდა."თანამებრძოლებო - ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის შუა საუკუნეებთან ასოცირდებოდა...იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი, დღეს ალბათ, ბოლო დღეც იქნება. შეიძლება, დიდი ხანი ვერ გნახოთ, მაგრამ მეც მაქვს პატარა იმედი, მაგრამ... იცით ყველამ, თელავიდან მოვდიოდი აქციებზე, (მაპატიეთ, ვნერვიულობ) რათა მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტით გამეპროტესტებინა ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე, როცა ფორმიანმა დაჯგუფებებმა, ორი დღის უძილო ვიყავი, ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა, როცა ჩვენზე ძალის გადამეტება დაიწყეს, შეხლა-შემოხლაში მოვყევი, ვეცადე, გამოვრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, შემდეგ იცით, რაც მოხდა.ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ.მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა",- განაცხადა დევიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტ ლაშა მაისურაძეს პარამკლავჭიდში ევროპის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის სტუდენტს, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრ ლაშა მაისურაძეს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, პარამკლავჭიდელმა ლაშა მაისურაძემ რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის მკლავჭიდის ჩემპიონატზე, 90 კგ და 60+ კგ წონით კატეგორიებში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობისას, ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.როგორც რექტორი აცხადებს, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებისა და მისი წევრის, ლაშა მაისურაძის უდიდესი გამარჯვება და ზოგადად, საერთაშორისო ტურნირებში ქართველ პარასპორტსმენთა წარმატებული ასპარეზობა ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას იწვევს.„ღრმა პატივისცემითა და სიამაყით გამსჭვალული ვულოცავ პარამკლავჭიდელ ლაშა მაისურაძეს, ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტს - ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ უდიდეს გამარჯვებას! ოთხი ოქროს მედლის დაუფლება და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ნათლად მეტყველებს მის განსაკუთრებულ ნიჭზე, შრომისმოყვარეობასა და შეუპოვრობაზე. ჩვენი პარასპორტსმენების წარმატებას სწორედ ეს უნარები განსაზღვრავს. პარასპორტი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოვლინებაა ადამიანური სიმტკიცისა და შეუპოვრობისა. ის არაჩვეულებრივი შედეგი, რომელიც საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე აჩვენა, მხოლოდ დაუღალავი შრომით, უდიდესი სიმტკიცითა და ნებისყოფით მიიღწევა. ქართველ პარამკლავჭიდელთა და მათ შორის ლაშა მაისურაძის გამარჯვება გვახსენებს, რომ ჭეშმარიტი წარმატება გამოწვევების დაძლევისკენ ორიენტირებულ სწრაფვაშია.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სტუდენტს, ლაშა მაისურაძეს დიდებულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს აკადემიურ და სპორტულ ასპარეზზე“, - აღნიშნავს დავით გურგენიძე.ცნობისთვის, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით - 126 მედლით დაასრულა. ქართველმა პარამკლავჭიდელებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში 56 ოქრო, 46 ვერცხლი და 24 ბრინჯაო მოიპოვეს.

“როგორც ჩანს, გადარჩენილები არ არიან” – ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას, სავარაუდოდ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფთაგან, სავარაუდოდ ვერავინ გადარჩა. ამის შესახებ BBC ადგილობრივი პოლიციის უფროსზე დაყრდნობით წერს. აჰმედაბედის პოლიციის უფროსის თქმით, "როგორც ჩანს, გადარჩენილები არ არიან".შეგახსენებთ, ინდოეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 244 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი.გუჯარათის შტატში, Air India-ს თვითმფრინავი რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა საცხოვრებელ რაიონში მოხდა. თვითმფრინავი ინდოეთიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა.

ბოლო სიახლეები