ორშაბათი, ივნისი 9, 2025

ქართული რაგბის დამაარსებელი გივი მრელაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ქართული რაგბის დამაარსებელი, მსაჯი, მწვრთნელი გივი მრელაშვილი.

გივი მრელაშვილი იყო მორაგბეებში ღირსების ორდენის პირველი მფლობელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

1961 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე პირველად სწორედ თბილისში მისი დამსახურებით შეიქმნა რაგბის საქალაქო სექცია, 1962 წლის 20 ივნისს სექცია თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა, მისი თავმჯდომარე კი გივი მრელაშვილი გახდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სალომე ზურაბიშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – ეს უკვე ამ რეჟიმის განაჩენია – აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს ლაპარაკი, facebook-ზე რაღაცის...

კოტე იოსელიანმა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული, გამოთქვა რვა წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა „შიშველი მეფის ოჯახს“, ეს უკვე არის ამ რეჟიმის განაჩენი , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია და „ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება და ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“.„არ შეიძლება არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებული იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში. ეს გატაცება, მუქარა, რაც მოხდა იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული, გამოთქვა რვა წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, ეს უკვე არის ამ რეჟიმის განაჩენი. ეს რეჟიმი ყოველდღიურად გვაჩვენებს, თუ როგორი შეშინებულია თვითონ, როგორ არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, არა მხოლოდ სიტყვების გამოყენება, თუნდაც facebook-ზე რაღაცის დაწერა, ეს არის მცდელობა სრული კონტროლისა. მგონი, უკვე გადავედით ჩრდილოეთ კორეის დონეზე, არ ვიცი იქ ამ დონის კონტროლი თუ არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანია. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა შემართება და რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის - რაც არ უნდა დიქტატორული რეჟიმი იყოს, თუ აქვს ოდნავ მაინც მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, ასე არ იქცევა და არც სჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება და ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

აქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან – ორგანიზატორებმა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს აღდგენა მოითხოვეს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორებმა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს აღდგენა მოითხოვეს, რათა გადაწყვეტილებები შშმ თემის, მშობელთა და პროფესიონალების ჩართულობით მიიღოს უწყებამ.ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა. სამინისტრომ განმარტა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ოფიციალური განცხადების თანახმად, ოპტიმიზაციის ფარგლებში, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვის და ინკლუზიური განვითარების სამმართველო.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 41:10 დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 41:10 დაამარცხა.ბულგარეთის ძლევა ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე პირველი დიდი ნაბიჯი იყო, რადგან ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო გადის.ბულგარელებთან მატჩის ბომბარდირი მაგრაქველიძე გახდა – 6 გოლი; 5-5 გოლი გაიტანეს ვაშიჩმა, პიეშივაჩმა და ჩიქოვანმა; ოთხ-ოთხი გოლი ჰქონდათ ახვლედიანსა და შუშიაშვილს.ქართველი წყალბურთელები 10 ივნისს შვეიცარიას შეხვდებიან, ხოლო 11-ში – ისრაელს. სამივე შეხვედრა თბილისში, „ოლიმპიკის“ აუზზე 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ბალტიის ქვეყნების მეგობართა ჯგუფების ხელმძღვანელობა პარლამენტის არცერთმა წევრმა არ ისურვა – ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტში ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფები ვერ დაკომპლექტდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ქვეყნების მეგობრობის ჯგუფებში შესვლა არცერთმა დეპუტატმა არ ისურვა."დადგენილებით შექმნილია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. ჩვენ ახლა წარმოვადგინეთ ყველა ამ შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელები და შემადგენლობა, გარდა ამ ბალტიის ქვეყნებისა, რადგან ბალტიის ქვეყნების მეგობართა ჯგუფების ხელმძღვანელობა პარლამენტის არცერთმა წევრმა არ ისურვა. ჯერჯერობით, გვაქვს ასეთი მდგომარეობა, რომ არის ყველა ჯგუფი შექმნილი, დაკომპლექტებული, თავის ხელმძღვანელებით, შექმნილია ასევე ის სამი ჯგუფი, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, უბრალოდ, არ ჰყავს ხელმძღვანელი," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბორტზე, რითაც საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა

ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა ბორტზე, რომლითაც მომიტაცეს, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.ბაჩიაშვილის თქმით, ის ყველა ნორმის დარღვევით ჩამოიყვანეს საქართველოში.„ბიძინა ივანიშვილმა როდესაც ნახა, რომ პირდაპირ ვერ შემიყვანა მის სახელმწიფო სამსახურში, მომთხოვა, დამეწყო ანტიდასავლური და ანტიქართული წერილების გამოქვეყნება, რომელსაც დღემდე შათირიშვილი აქვეყნებს. ანუ, ზუსტად მანდ ჩაეყარა საფუძველი იმ დაპირისპირებას, რომელიც ჩვენ შორის შემდეგ გაიზარდა. ამ უარის შემდეგ გავხდი მიუღებელი, შესაბამისად, ივანიშვილმა მომიწყო სასამართლო პროცესის იმიტაცია, რომელსაც გავდიოდი წინა ორი წლის განმავლობაში. ერთადერთ გზად დამიტოვა საკუთარი ბედის ხელში აღება, ამაში არის მთელი უბედურება. თუმცა ესეც არ ეყო. შემდეგ მიმართა კრიმინალურ მეთოდს, მოტაცებას. იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოსტაცეს, მეთოდს, რომლითაც კალაძეს ძმა მოსტაცეს ზუსტად იმავე მიზნით, ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალველებს და მომტაცებლებს სახელმწიფო არ ჰქონდათ მიტაცებული. ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარაწამოფარებული, უკანონოდ, საერთაშორისო სამართლისა და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის მიერ შეთხზული და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა ბორტზე, რომლითაც მომიტაცეს. ალბათ თქვენთვის გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი. ანუ, სუს-ი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. გამაგებინეთ, როგორ ვიპოვო სამართალი, სად დავიცვა თავი? როგორ ვანდო ჩემი თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი? როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც, ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე, ორი წელი ჯოჯოხეთი მოგვიწყო მე და ჩემ ოჯახს? ეგ იყო ერთადერთი მტკიცებულება ჩემს საქმეში. როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო და ერთს სხვა სამართალს უწყობთ, მეორეს – სხვას? მალე ალბათ ორი კონსტიტუცია იქნება მიღებული ჩვენთვის. ზოგიერთები ტელევიზიით ამბობენ, რომ რა კარგია, ხომ ხედავთ წამება არ არისო. აბა, ჰკითხეთ ჩვენს მშობლებს, თუ არ არის წამება? ჰკითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების მშობლებს, სინდისის პატიმრების მშობლებს, მათ ოჯახებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის ეს წამება“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.გიორგი ბაჩიაშვილს 5 მარტს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა. 

ბოლო სიახლეები