ორშაბათი, ივნისი 9, 2025

რა ახალი დეტალებია ცნობილი ხაშურის ტრაგედიაზე

ხაშურში, მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად.

ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი,  დავით ჩიქოვანი ჯერჯერობით ვერ საუბრობს რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება.

როგორც მეზობლები ამბობდნენ, დედა- შვილს შესაძლოა ჰქონდეს ნაჭამი აჯაფსანდალი და ძეხვი, ამიტომ გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ბოტულიზმი ყოფილიყო ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დედის კუჭიდან ზონდით ამოღებულ მასაში არ აღმოჩნდა ბოტულიზმის კვალი. 

შეგახსენებთ, ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი – კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 9 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზაზა გვიმრაძე – ყინწვისის მონასტერთან დაგვიჭირეს, წიხლებს გვირტყამდნენ, შემდეგ ჩაგვსვეს მანქანაში, ყუთებში იარაღი იყო, ესე იგი, უნდოდათ, დავეხოცეთ და იარაღი დაეწყოთ, თითქოს აჯანყებას ვაწყობდით

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ზაზა გვიმრაძემ გაიხსენა, რომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელები სასულიერო პირებს ეუბნებოდნენ, რომ მათი ნება რომ ყოფილიყო, ბერებსაც დაიჭერდნენ.„აწ გარდაცვლილ მამა საბას ვეუბნები, ნახე, მამაო, ორი ავტობუსი მოდის, ალბათ ტურისტები მოდიან მონასტრის კომპლექსის მოსანახულებლად-მეთქი. უცებ გადმოხტნენ ნიღბიანები, დაწექით, თქვენი დედა, თქვე სამშობლოს მოღალატეებოო. ვინ არის სამშობლოს მოღალატე-მეთქი და ამ დროს მომხვდა ავტომატის ტარი. „ა-კა-ეს-ებით“ იყვნენ შეიარაღებული, რომელსაც რკინის ტარი აქვს და დამაგდეს. მამებმა უთხრეს სპეცრაზმელებს, რას შვრებით, ეს როგორ შეიძლება, ამ ხალხთან რა გინდათ, არაფერი დაუშავებიათო. პირდაპირ ეუბნებოდნენ მამაოებს, ჩვენი ნება რომ იყოს, თქვენც დაგიჭერთ, მაგრამ ჯერ თქვენი დაჭერის უფლება არ გვაქვსო“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.ამასთან, ზაზა გვიმრაძემ კომისიის სხდომაზე გაიხსენა თავისი, ასევე თავისი თანმხლები პირების ყინწვისის მონასტერთან დაკავება და ქარელის სასამართლოში გადაყვანის პროცესი.„დაგვყარეს, ტელეფონები ამოგვიღეს, უკვე დამჯდარიც იყო. ყინწვისის მონასტერთან დაგვიჭირეს, წიხლებს გვირტყამდნენ სამხედრო ჩექმებით. შემდეგ ჩაგვსვეს მანქანაში. ჯარში ნამყოფი კაცი ვარ და ვუყურებ, რომ იარაღის სამხედრო ყუთები დევს ამ მანქანაში. ესე იგი, უნდოდათ, დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კარგ კინოს გადაიღებდნენ, რომ აჯანყებას ვაწყობდით. სპეცრაზმელებს ვეკითხებოდი, რატომ გვიჭერთ-მეთქი და ერთი ძალიან ცუდი კაცი იყო, ისე დამარტყა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. დიდხანს მოუნდნენ ქარელის პოლიციამდე ჩაყვანას, რადგან ტელეფონზე საუბრობდნენ, ვიღაცებს რაღაცებს ეკითხებოდნენ. ჩვენ გაურკვევლობაში ვიყავით. რაღაც ხომ უნდა ჩაგედინა, რომ ასეთი რაღაც დაგემართოს და დაეჭირე. სამშობლოს მოღალატეს გიწოდებენ – ეს მოქმედებს ჩემზე, რადგან ვიცი, რაც არის სამშობლოს ღალატი. რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის სამშობლოს ღალატი. 2008 წელს რაც გააკეთეს, ეს სამშობლოს ღალატია. სამშობლოს ღალატია, რაც პარლამენტმა გააკეთა, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და ახალი ავტონომიური ოლქი გააკეთეს ცხინვალში“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.ზაზა გვიმრაძემ ასევე ოფიცრის ოთახში ყოფნის ეპიზოდი გაიხსენა.„ყველაფერზე მცემდნენ. ბიძინა ივანიშვილი როცა ჩაერთო პოლიტიკაში, მაშინ კიდევ უფრო გააძლიერეს ცემა. შემდეგ გვეუბნებოდნენ, ოჯახს დაურეკეთ, არჩევნები რომ იყო, უთხარითო. მე რომ ვურეკავდი, ვეუბნებოდი ყველა გააფრთხილეთ, წავიდნენ, „ქართული ოცნება“ შემოხაზონ-მეთქი. ამაზე კიდევ გცემდნენ. ვუთხარი, რისი იმედი გაქვთ-მეთქი – ჯერ 17 სექტემბერი არ იყო მოსული. მაშინ აიჭრნენ, ის კადრები რომ გავრცელდა. ერთხელ შემიყვანეს ოფიცრის ოთახში და ხელები დამაწყობინეს. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე და ორივემ ერთობლივად მოიქნია მუხლი და ჩამარტყეს. სუნთქვა გადამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, თავი დავარტყი. ზემოდან მადგას ოფიცერი, ჯვარზე, თავზე მაფურთხებს და თავის ბინძურ ფეხს მისვამს თავზე“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად საქართველოში, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა „შეჯიბრება B2B გაყიდვებში“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად საქართველოში, ERASMUS+ პროგრამის KA2 აქტივობის ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის - „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას” (LISS24 - Learn – Innovate – Sell – Succeed), ფარგლებში „სტუდენტური შეჯიბრება B2B გაყიდვებში“ ჩატარდა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სტუდენტურ შეჯიბრებას უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა უმასპინძლა. დეკანის, ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის B2B (ბიზნესიდან ბიზნესზე) გაყიდვების სფეროს ძირითადი პრინციპების გაცნობას, პრაქტიკული უნარების გააზრებასა და განვითარებას. მისი განცხადებით, კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია კორპორაციული გაყიდვების პროცესში წარმატებული ჩართულობისთვის.„მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს B2B გაყიდვების სპეციფიკა, მათ შორის: რა არის B2B გაყიდვები და როგორ განსხვავდება იგი B2C გაყიდვებისაგან (ბიზნესი მომხმარებელზე); ტიპური B2B გაყიდვების ციკლი – პროცესის ეტაპები: კლიენტის იდენტიფიცირება, დაკავშირება, საჭიროებების შეფასება, შეთავაზების პრეზენტაცია, შეთანხმება და გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერა; გადაწყვეტილების მიმღები პირების სტრუქტურა და მათი როლები B2B კონტექსტში; ბაზრის კვლევა, მომხმარებლის სეგმენტაცია და მიზნობრივი კლიენტის იდენტიფიცირება; გაყიდვების პროცესის სტრუქტურირება და მისი ეფექტურად მართვის მოდელები; ლიდების გენერაცია და პოტენციური კლიენტების მოძიების თანამედროვე მეთოდები (ციფრული პლატფორმები, პერსონალიზებული შეთავაზებები, ქსელური კომუნიკაცია და ა.შ.); პრეზენტაციისა და შეთავაზების ტექნიკა – ღირებულების კომუნიკაცია, არგუმენტაციის სტრატეგიები და სავაჭრო პოტენციალის წარმოჩენა.ტრენინგპროგრამის პრაქტიკულ ნაწილში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს როლურ თამაშებში, რაც მიზნად ისახავს რეალური გაყიდვების სცენარების მოდელირებას. მონაწილეებმა გამოცდილი ტრენერებისგან ინსტრუქციები მიიღეს კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კლიენტთან ურთიერთობის მართვის მიმართულებით. კონკურსში მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს პრაქტიკული ხედვები გაყიდვების ზრდის, მარკეტინგული სტრატეგიების გაძლიერებისა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით. შეფასების პროცესში ჩართულმა ჟიურიმ გამოარჩია ყველაზე ეფექტური და შემოქმედებითი პრეზენტაციები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური საჩუქრებით პარტნიორი კომპანიებისგან. ღონისძიების ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი, რაც ადასტურებს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას და მიღებულ უნარებს B2B გაყიდვების მიმართულებით. ღონისძიება იყო ღია უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტისთვის, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს რეალურ ბიზნესპროექტებში“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიების დასკვნით ეტაპზე გაიმართა B2B გაყიდვების ჩემპიონატი (B2B Sales Competition), რომელიც, LISS24 პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდა. სტუდენტებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს პარტნიორი კომპანიების („ავტოტექნო“, „ბაუმერი“, „არგო“) ინოვაციურ, რაციონალურ და კრეატიულ გაყიდვებთან დაკავშირებული სცენარები.სტუ-ის ინფორმაციით, LISS24 Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. კერძოდ, საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის პროდუქციის ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით. LISS24-ის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგებისა და სწავლების სხვა მეთოდებით შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება; სერვისებისა და პროცესების განვითარება; სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის (Sales Lab) მოწყობა, რომელიც პროექტის ფარგლებში ამოქმედდება. პროექტით იგეგმება ციფრული ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური გაყიდვების გამოცდილების ჩართვა სწავლებაში, როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ გაყიდვების გზით. ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ჩატარდა ე.წ. „სეილების სტუდენტური შეჯიბრება”, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა უმასპინძლა.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება ხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე. პროექტის პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, რომელმაც გუშინ ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა, აცხადებს, რომ პროკურატურასა და პოლიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, რომელმაც გუშინ ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა, აცხადებს, რომ პროკურატურასა და პოლიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს.ამასთან, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ მონაზონი, რომელიც, მისი თქმით, ლიკვიდაციის შემკვეთებს ჰყავდათ გადაბირებული, ახლა ეპარქიაში აღარ იმყოფება.„მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებ, როგორც სასულიერო პირი. მე ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან. მე ვამბობ უარს და ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში. რაც შეეხება მონაზონს, ჩემთან არ იმყოფება ის მონაზონი“, - განაცხადა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა.ცნობისთვის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა. როგორც ჯამდელიანმა ქადაგების დროს განმარტა, უშიშროების უწყების წარმომადგენელს ეპარქიის მონაზონი ჰყავდა გადაბირებული. სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

გია ვოლსკი:- ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ იმას, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ვფიქრობ, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს

თინა ბოკუჩავა რასაც ამბობს, იმას ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის შეფასებით, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს.„ვფიქრობ, თინა ბოკუჩავას ქმარი, კოტე უნდა დაიბარონ. ის იქიდან გვახსოვს, როცა თქვა, რომ იესო ქრისტეს ჯიბეში 30 ვერცხლი ჩაუდეს, ჩადებული 30 ვერცხლის გამო გაასამართლეს და ჯვარზე გააკრეს. გვახსოვს მისი რაღაც უტიფარი განცხადებებიც, მაგრამ იმას, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, ზღაპარი უნდა დავარქვათ, თან ბოროტი ზღაპარი. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს და ისე გამოიყვანოს, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს, თუ არ აღიარებდა, რომ რვა წლის წინ სისულელე თქვა. რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელდ შეტევა. ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, ახლავს სიბოროტის ის დონე, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებდა მაშინ, როცა ბოკუჩავა ერთ-ერთი ლიდერი იყო და დღესაც რჩება. რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს. მახსოვს, გეგელიამ განაცხადა, რომ მასაც თავს დაესხნენ. რასაკვირველია, ეს ვიღაცებს აინტერესებთ, მაგრამ მგონია, გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა, ამას არც საზღვარგარეთ არავინ დაიჯერებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.კოტე იოსელიანმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მოგვიანებით თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მასზე ზეწოლა განახორციელეს და ამის შემდეგ ჩაწერა უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდის ვიდეო.

მიხეილ სააკაშვილი – მხოლოდ შეტევით, ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, არ მეშინია და არ გავჩუმდები, ბრავო, თინა ბოკუჩავა, ბრავო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

მხოლოდ გაერთიანებით, სიძლიერით, მხოლოდ შეტევით, ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, არ მეშინია და არ გავჩუმდები, არ მეშინია და არ გავჩუმდები. ბრავო, თინა ბოკუჩავა, ბრავო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაუმარჯოს თავდაუხრელ, გაუჩუმებელ, არშეშინებულ, არდაშინებულ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, „ყველა, ვინც წავა არჩევნებზე, პირდაპირ თამაშობს რუსეთის თამაშს“.„მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ეთამაშება რეჟიმთან თანამშრომლობის, რეჟიმის გაპატიოსნების იდეას, არ გეყოთ, რაც ნახეთ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც შარშან ჩატარდა? მერამდენედ შეიძლება, ერთი და იგივე წყალში შესვლის მცდელობა? ეს რეჟიმი არანაირ თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს, ამ რეჟიმთან მხოლოდ საჭიროა ლაპარაკი ჩვენი ორგანიზებულობით, ერთიანობით, სიმტკიცით და ისე, როგორც დღეს თიკამ გააკეთა ეს. ყველა, ვინც ამ პირობებში წავა არჩევნებზე, უბრალოდ პირდაპირ თამაშობს რუსეთის და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს. მათი დღეები არის დათვლილი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ გახანგრძლივება სხვადასხვა არჩევნებით და კოლაბორაციით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბოლო სიახლეები