მერაბ დვალიშვილმა UFC 313-ზე სუპერსმუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვებით დვალიშვილმა დივიზიონის ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. 34 წლის ქართველი ჩემპიონი გასული წლის სექტემბერში, ლას-ვეგასში, სწორედ შონ ო’მალის ძლევის შემდეგ გახდა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა კომენტარი გააკეთა.
„მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში ყველა დროის საუკეთესოა!“ – განაცხადა დანა უაითმა.