კვირა, ივნისი 8, 2025

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი – როდესაც მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ მზად არიან, ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ, ცუდი არაფერია, თუმცა, საჭიროა რეალურ ნაბიჯებზე გადავიდეთ

ბოლო დროს საქართველოდან სრულიად ახალ რიტორიკას ვისმენთ, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად მინისტრები, აცხადებენ, რომ მზად არიან ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ და მეზობელ ქვეყნებთან, აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობები გააუმჯობესონ, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ცარიელ განცხადებებად არ დარჩეს, საჭიროა რეალურ ნაბიჯებზე გადავიდეთ. მაგალითად, ასეთი ნაბიჯი შეიძლება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება იყოს. ეს არის პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ბარციცმა.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს, თუმცა მოლაპარაკებების სხვა ქვეყენაში გადატანაც განიხილება.

„ჩვენ რუსი კოლეგების მხარდაჭერით ჟენევის ფორმატში მონაწილეობას გავაგრძელებთ. ეს ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ჩვენი თვალსაზრისის გამოხატვა და გარკვეული ქმედებების მოთხოვნა შეგვიძლია. ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, საჭიროა და დღეს ერთადერთია. ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ შვეიცარიის მიდგომა ხშირად ცალმხრივი და მიკერძოებულია. შესაძლებელია, ისეთ ქვეყანაში გადავიტანოთ, რომელიც ობიექტური იქნება“, – აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბარციცის განცხადებით, მომავალში ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი სახელმწიფოებიც „აღიარებენ“.

„აღიარებები იქნება. რუსი კოლეგების დახმარებით ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. გვჯერა, რომ დრო ჩვენს მხარეს არის. ჩვენ სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებიდან სიგნალებს ვიღებთ, რომ ჩვენთან დიალოგის ინტერესი არსებობს“, – განაცხადა ბარციცმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს

ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს.Geo Team-ის ინფორმაციით, კანში დასვენების დროს, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს. წაღებულია სახლიდან ყველაფერი: ძვირფასეულობა, ჩანთები და საათები… როგორც შევიტყვეთ, ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები ოჯახის წევრებთან ერთად გარეთ იმყოფებოდნენ.საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან ვატიკანში 15-წუთიანმა შეხვედრამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ოვალურ კაბინეტში ადამიანების დიდ წრეში შეხვედრამ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს.„ეიბისი ნიუსთან“ საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს რუსეთზე ზეწოლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს: სანქციები, ეკონომიკური ბლოკადები, იარაღის პაკეტები უკრაინისთვის და ევროპელი ლიდერების ერთიანობა მის გარშემო.„და ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს ყოველივე ეს შეუძლია. ასე ვფიქრობ. მე მსურს, მადლობა გადავუხადო სენატსაც. ვიცი, რომ არსებობს დადებითი სიგნალები სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან სანქციების პაკეტთან დაკავშირებით, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს… ეს კარგი, ძლიერი ნაბიჯებია. თორემ როგორ უნდა ვისაუბროთ ადამიანებთან, რომლებიც ძალის გარდა სხვა არაფერს იგებენ?“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ვატიკანში ტრამპთან გამართულ მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, სწორედ ეს შეხვედრა დაეხმარა მას ამერიკის პრეზიდენტთან ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლაში. ზელენსკის შეფასებით, ოვალურ კაბინეტში 28 თებერვალს გამართული შეხვედრა რთული იყო, ხოლო ვატიკანში ხანმოკლე შეხვედრა კარგი და პროდუქტიული.„მსურს, მჯეროდეს, რომ დონალდ ტრამპთან ნორმალური, პროფესიონალური ურთიერთობა გვაქვს. მე არ მაქვს საკმარისი კონტაქტები პრეზიდენტ ტრამპთან, რომ ვთქვა, თუ რა სახის ადამიანური ურთიერთობა გვაქვს. საჭიროა დრო, საჭიროა შესაძლებლობები. 15 წუთმა ვატიკანში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ოვალურ კაბინეტში ადამიანების დიდ წრეში შეხვედრამ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

თბილისში დაკავებულმა 18 წლის ბრიტანელმა ქალმა შესაძლოა გამოძიება ნარკოტრაფიკის საერთაშორისო ქსელზე გაიყვანოს – როგორ ცდილობს ტაილანდური ნარკომაფია ევროპის შავ ბაზარზე შეღწევას?

ტაილანდი, ქვეყანა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, უკვე დიდი ხანია, ნარკობიზნესის ეპიცენტრად იქცა. განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, რაც კანაფით ვაჭრობა ლეგალურ ბიზნესად გამოცხადდა. თუმცა ახლა ტაილანდის მთავრობა კვლავ კანონის გამკაცრებაზე ფიქრობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი თბილისში 18 წლის ბრიტანელი გოგოს დაკავება გახდა. ის ტაილანდიდან საქართველოში ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით 11 მაისს შემოვიდა. ბარგში 12 კილოგრამამდე მარიხუანა და ორი კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩნდა.თბილისის აეროპორტში ახალგაზრდა ქალის, ბელა მეი კალის დაკავებამ შესაძლოა ნარკოტრაფიკის საერთაშორისო ქსელიც გამოაშკაარავოს - როგორ ცდილობს ტაილანდური ნარკომაფია ევროპის შავ ბაზარზე შეღწევას? ამ კითხვას, სავარაუდოდ, ნათელს მოჰფენს რუსთავის ქალთა ციხეში, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდა, ბრიტანელი ქალის ჩვენება. ბრალდებულის ადვოკატი "კურიერი P.S.-ს" უდასტურებს, რომ 18 წლის გოგო აპირებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს და კონკრეტული გვარებიც დაასახელოს."კურიერი P.S.-ის" ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით "ბელა მეი კალის" თვითმფრინავის ბილეთი ნარკოკარტელის წარმომადგენლებმა აუღეს და აკრძალული ნივთიერებით სავსე ჩემოდნით ბანგკოკის აეროპორტში მიიყვანეს. ის, რომ 18 წლის ბრიტანელი ქალის უკან შესაძლოა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფება იდგეს, ამას არც საქართველოს პროკურატურაში გამორიცხავენ.თბილისში დაკავებული ბელა მეი კალი ერთადერთი ბრიტანელი ახალგაზრდა არ არის, რომელიც მესამე ქვეყანაში ტაილანდიდან ნარკოტრაფიკის ბრალდებით დააკავეს. იგივე ხელწერით, რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ბრიტანელი ქალი შრი-ლანკას აეროპორტშიც დააპატიმრეს. 21 წლის შარლოტა მეი ლი ასევე ტაილანდიდან მოფრინავდა. მის ხელბარგში პირადი ნივთების ნაცვლად 1 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კანაფი აღმოაჩინეს.ბოლო ორ თვეში, ბრიტანელი ახალგაზრდა ქალები დააკავეს ესპანეთში, გერმანიაში და ავსტრიაშიც. ყველა ამ ფაქტს, საერთო ხელწერა აქვს. ისინი ტაილანდიდან მოფრინავდნენ და ჩემოდნებში ზუსტად იდენტურ პაკეტებში დაფასოებული ნარკოტიკები ედოთ. ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთში დაკავებული მოქალაქეების უფლებებს იცავს, დარწმუნებულია, რომ ეს საქმეები, მათ შორის თბილისში ბელა მეი კალის დაკავება, ერთი დიდი სქემის ნაწილია.ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს ყოფილ დირექტორს, ჯემალ ჯანაშიას სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. "კურიერი P.S.-თან" ამბობს, რომ გამოძიებამ მსგავსი ხელწერის მქონე საქმეებში საერთო კვალი უნდა ეძებოს. ჯანაშია დარწმუნებულია, რომ ტაილანდში ტურისტული მიზნით ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ადგილობრივი ნარკოკარტელი ევროპის მიმართულებით, ახალი სატრანზიტო გზების დასატესტად იყენებს.საქართველოში დაკავებული 18 წლის ბრიტანელი გოგო ჩვენებას რამდენიმე დღეში მისცემს. შესაძლოა მან გამოძიება საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელზე გაიყვანოს, რის გამოც პროცესში, სავარაუდოდ, უცხოელი პარტნიორებიც ჩაერთვებიან. ბელა მეი კალი ამჟამად რუსთავში, ქალთა ციხეში იმყოფება და, როგორც თავად ამბობს, ორსულად არის. საქართველოში ჩამოსული მისი ოჯახის წევრები, ექსკლუზიურად, "კურიერი P.S.-ის" კამერამ მალევე დააფიქსირა, თუმცა მას შემდეგ მედიასთან აღარ გამოჩენილან.

ტყიბულში ოკრიბის სამების სახელობის ტაძრის მშენებლობა იწყება

ტყიბულში ოკრიბის სამების სახელობის ტაძრის მშენებლობა იწყება.9 ივნისს, 15:00 საათზე, ეკლესიის ეზოში, სადაც ოკრიბის სამების სახელობის ტაძრი შენდება, მოხდება ადგილის კურთხევა და საფუძველი ჩაეყრება ტაძრის მშენებლობის დაწყებას.ადგილზე იკურთხება ჯვარი და პარაკლისს გადაიხდის ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე). ტაძრის მშენებლობა შემოწირულობებით ხორციელდება. სამუშაოებს აწარმოებს ოკრიბის სამების სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი. 

ობოლ დათუნიას დედობას დათვის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები უწევენ

კალიფორნიაში, ობოლ დათვის ბელზე დათვის ფორმაში გამოწყობილი მომვლელები ზრუნავენ. CNN-ის ცნობით, ობოლი დათვის ბელი სან-დიეგოს ჰუმანური საზოგადოების ცხოველთა თავშესაფარში 2 თვისა მოხვდა. მომვლელები მასთან ვოლიერში დათვის ნიღბებითა და ნამდვილი ბეწვის ქურქებით შედიან, რათა ბელმა ის დათვებად აღიქვას და მომავალში მათთან ინტეგრაცია შეძლოს.მომვლელები დათუნიას ცოცვას, მწერებისა და ბალახების პოვნასა და ბუნაგის გაკეთებას ასწავლიან - იმ ყველაფერს, რასაც ნამდვილი დედა ასწავლიდა.

ბოლო სიახლეები