კვირა, ივნისი 8, 2025

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ლეგენდათა კლუბში შევიდა-დვალიშვილის მორიგი ტრიუმფი და ისტორიული მაჩვენებელი.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ლეგენდათა კლუბში შევიდა-დვალიშვილის მორიგი ტრიუმფი და ისტორიული მაჩვენებელი.

მერაბ დვალიშვილმა UFC 313-ზე სუპერსმუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

აღნიშნული გამარჯვებით დვალიშვილმა დივიზიონის ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. 34 წლის ქართველი ჩემპიონი გასული წლის სექტემბერში, ლას ვეგასში, სწორედ შონ ო’მალის ძლევის შემდეგ გახდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება დვალიშვილისთვის UFC-ში ზედიზედ მე-13 იყო. მსგავსი მაჩვენებელი ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ ცხრა მებრძოლს აქვს. ესენი არიან – ანდერსონ სილვა (16), ისლამ მახაჩევი (15), კამარუ უსმანი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, დემეტრიუს ჯონსონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი და მერაბ დვალიშვილი (13). ყველა მათგანი UFC-ის ჩემპიონი იყო და შერეული ორთაბრძოლების ლეგენდად მიიჩნევა.

ქართველი მებრძოლის შეხვედრას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ნაკრებმა საბა ლობჟანიძის გოლით კაბო ვერდესთან პირველი ტაიმი მოიგო

საქართველოს ნაკრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში კაბო ვერდეს მასპინძლობს.შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობს. ორივე გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. პირველი ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კუთხურიდან მოწოდებული ბურთი საბა ლობჟანიძემ გოლად აქცია. 1:0 პირველი ტაიმის შემდეგ.შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები 1:0 დაამარცხა.

რომის პაპი – სადაც არის სიყვარული, იქ არ არის ადგილი „უსაფრთხოების“ ზონებისთვის, რომლებიც მეზობლებისგან გვმიჯნავს, აღმატებული აზროვნებისთვის, რომელსაც აღზევებულს ვხედავთ პოლიტიკურ ნაციონალიზმში

რომი პაპი ლეო XIV ნაციონალისტურ პოლიტიკურ მოძრაობებს აკრიტიკებს. ამის შესახებ მან წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო მესის დროს ისაუბრა.ქადაგებისას პონტიფიკოსმა უფალს შესთხოვა, რომ „გახსნას საზღვრები, დაანგრიოს კედლები და გაფანტოს სიძულვილი“.„სადაც არის სიყვარული, იქ არ არის ადგილი ცრურწმენებისთვის, „უსაფრთხოების“ ზონებისთვის, რომლებიც ჩვენ მეზობლებისგან გვმიჯნავს, აღმატებული აზროვნებისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ასევე აღზევებულს პოლიტიკურ ნაციონალიზმში“, – თქვა რომის პაპმა.რომის პაპის თქმით, „სული წმინდა ანგრევს ბარიერებს და ანადგურებს გულგრილობისა და სიძულვილის კედლებს, რადგან ის გვასწავლის და გვახსენებს მაცხოვრის სიტყვებს“.ლეო XIV რომის პაპად 8 მაისს აირჩიეს. ის პირველი ამერიკელი პაპი გახდა.აღსანიშნავია, რომ რომის  პაპად არჩევამდე კარდინალი პრევოსტი არ ერიდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას.

საქართველოს პროკურატურამ მეუფე გიორგის მკვლელობის მომზადების ბრალდებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) განაცხადა, რომ მის მოწამვლას ცდილობდნენ.

„მოიხვეჭეთ სულიწმინდის მადლი…სიმდაბლითა და ლოცვით…ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით… არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს”-მეუფე შიოს ქადაგება სულთმოფენობაზე

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფემ ლოცვის მნიშვნელბაზე გაამახვილა ყურადღება."სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობის დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს, დღეს არის სულიწმინდის დღესასწაული. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.ეკლესიის ერთ-ერთ საკვირაო საგალობელში არის ასეთი სიტყვები: "სულითა წმიდითა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმიდით ამაღლდების". ე. ი. სულიწმინდით ყოველი სული ცოცხლობს და სიწმინდით მაღლდება. როდესაც უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა, მას შემდეგ მისი მოციქულები შეშინებული იყვნენ, ისინი თითქოს დაობლდნენ, წავიდა მათგან მაცხოვარი, მაგრამ ახსოვდათ მისი დანაპირები, რომ არ დატოვებდა ობლად და მოუვლენდა ჭეშმარიტების სულს, რომელიც წარუძღვება მათ ყოველი ჭეშმარიტებისკენ, ნუგეშინისმცემელ სულს მოუვლენდა. და აი, ერთხელ, როდესაც ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად იყვნენ შეკრებილი ლოცვისთვის, უეცრად ზეციდან მოისმა ქარიშხლის მსგავსი ხმა და მათზე ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმინდა.მას შემდეგ სულიწმინდა უფალი იმყოფება სამყაროში, არის ჩვენ შორის, ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. ის მოქმედებს საეკლესიო საიდუმლოებებში, მაგრამ როგორც უფალ იესო ქრისტეს მიწიერი სიცოცხლის დროს, მას ვერ ცნობდნენ და გმობდნენ, ასევე დღესაც ვერ ცნობენ და გმობენ სულიწმინდას. ჩვენ გვავიწყდება ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი, მესამე ჰიპოსტასი; გვავიწყდება მისი განდიდება, მისი დიდების და ხსენების დღე. ამ დროს კი რა არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მთავარი მიზანი? რა არის ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის, ქველმოქმედების მთავარი აზრი, რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ სულიწმინდის მოხვეჭაში, სულიწმინდის მადლის მოპოვებაში.დიდია და ტკბილი სულიწმინდის ნაყოფები, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ გახსოვთ ეს შესანიშნავი სიტყვები, ეს არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, მოთმინება, მარხვა, სარწმუნოება, მყუდროება. სულიწმინდასთან ერთად ადვილი და სასიხარულოა ცხოვრება, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, მთელი ცხოვრება უნდა მივუძღვნათ სულიწმინდის მოხვეჭას.დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს სიტყვები სწორედ ამაზე: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას და ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“ (ინ. 7, 37-38). შემდეგ დასძენს სახარება, რომ უფალმა ეს თქვა იმ სულზე, რომელიც უნდა მიიღონ მისმა მორწმუნეებმა (ინ. 7, 39). ეს არის სწორედ სულიწმინდა, სულიწმინდის მადლი. მაშასადამე, ვინ იღებს ამ ცოცხალ წყალს? მხოლოდ ის, ვისაც ძლიერ სწყურია, ვისაც ყველაზე მეტად სურს ცხოვრებაში ამ მადლის მიღება და მოხვეჭა, მიისწრაფვის ამისკენ.ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, სხვადასხვა გარემოების გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ ეკლესიაში მოსვლას, სათანადოდ ვერ ვასრულებთ მარხვებს, ვერ ვეხმარებით ღარიბებს, როგორც საჭიროა ისე, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა და სიმდაბლის გამოვლენა, რადგან სწორედ სიმდაბლითა და ლოცვით მოიპოვება ყველაზე უკეთ სულიწმინდის მადლი;მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით, უბრალო, არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, გარეგნულ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება, არამედ საჭიროა მხოლოდ უბრალო გული და გულის სიმდაბლე. შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიმდაბლე, ასეთი ლოცვა, რომ მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი და გავხდეთ ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულიწმინდისა და სული ღვთისა სუფევდეს და მკვიდრობდეს ჩვენში. ეს არის ჩვენი ღვთისგან ბოძებული დანიშნულება და მოწოდება.დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ასევე დღესასწაული ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისა, რომელშიც ვიმყოფებით. ამ დიდებული და შესანიშნავი ტაძრის აშენება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით აღსრულებული მრავალი დიდი საქმე ჩვენს ეკლესიაში, არის ნათელი დასტური სულიწმინდის შემწეობის.დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას დღევანდელი დიდებული დღესასწაული, მადლობა ვუთხრა თქვენთან ერთად მისი დიდი ღვაწლისთვის, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სულიწმინდის შეწევნა.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლი სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ.დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ილოცება ნიკოლაძეების გვარი.ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და სულიწმინდის მადლი მოგმადლოთ.ჩვენთან არს ღმერთი", - განაცხადა მეუფე შიომ.

დათო ოქიტაშვილის ოჯახში დიდი სიხარული – ლიზა დაქორწინდა…„ესაა ჩემი სიმდიდრე“

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დათო ოქიტაშვილის შვილმა ცოლი მოიყვანა, ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში თავად წერს და ფოტოებს აქვეყნებს.როგორც ცნობილია, ჯვრისწერა წყვილმა იტალიაში, იმ ქალაქში გადაიხადა, სადაც ერთმანეთი გაიცნეს და შეუყვარდათ. „ესაა ჩემი დიდი ოჯახი. დღეიდან ჩემი ლუკა ჩემი მეოთხე შვილი შემოგვემატა. მიყვარხართ ესაა ჩემი სიმდიდრე. მადლობა ყველას ვინც გაიზიარეთ ჩემი ლუკასი და ჩემი ლიზას ბედნიერება და ჩვენი ოჯახის ბედნიერება. სიკეთეში გადაგვეხადოს მთელ ოჯახს“, - წერს დათო ოქიტაშვილი.

ბოლო სიახლეები