კვირა, ივნისი 8, 2025

მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დონალდ ტრამპი დაესწრო

ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო და ფოტოც გადაიღო.

მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ გააკეთა.

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენტ პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა. მათზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს, ისლამ მახაჩევსა (15) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.

ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ს ოთხ ყოფილ ჩემპიონს სძლია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს პროკურატურამ მეუფე გიორგის მკვლელობის მომზადების ბრალდებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) განაცხადა, რომ მის მოწამვლას ცდილობდნენ.

„მოიხვეჭეთ სულიწმინდის მადლი…სიმდაბლითა და ლოცვით…ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით… არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს”-მეუფე შიოს ქადაგება სულთმოფენობაზე

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფემ ლოცვის მნიშვნელბაზე გაამახვილა ყურადღება."სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობის დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს, დღეს არის სულიწმინდის დღესასწაული. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.ეკლესიის ერთ-ერთ საკვირაო საგალობელში არის ასეთი სიტყვები: "სულითა წმიდითა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმიდით ამაღლდების". ე. ი. სულიწმინდით ყოველი სული ცოცხლობს და სიწმინდით მაღლდება. როდესაც უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა, მას შემდეგ მისი მოციქულები შეშინებული იყვნენ, ისინი თითქოს დაობლდნენ, წავიდა მათგან მაცხოვარი, მაგრამ ახსოვდათ მისი დანაპირები, რომ არ დატოვებდა ობლად და მოუვლენდა ჭეშმარიტების სულს, რომელიც წარუძღვება მათ ყოველი ჭეშმარიტებისკენ, ნუგეშინისმცემელ სულს მოუვლენდა. და აი, ერთხელ, როდესაც ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად იყვნენ შეკრებილი ლოცვისთვის, უეცრად ზეციდან მოისმა ქარიშხლის მსგავსი ხმა და მათზე ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმინდა.მას შემდეგ სულიწმინდა უფალი იმყოფება სამყაროში, არის ჩვენ შორის, ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. ის მოქმედებს საეკლესიო საიდუმლოებებში, მაგრამ როგორც უფალ იესო ქრისტეს მიწიერი სიცოცხლის დროს, მას ვერ ცნობდნენ და გმობდნენ, ასევე დღესაც ვერ ცნობენ და გმობენ სულიწმინდას. ჩვენ გვავიწყდება ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი, მესამე ჰიპოსტასი; გვავიწყდება მისი განდიდება, მისი დიდების და ხსენების დღე. ამ დროს კი რა არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მთავარი მიზანი? რა არის ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის, ქველმოქმედების მთავარი აზრი, რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ სულიწმინდის მოხვეჭაში, სულიწმინდის მადლის მოპოვებაში.დიდია და ტკბილი სულიწმინდის ნაყოფები, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ გახსოვთ ეს შესანიშნავი სიტყვები, ეს არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, მოთმინება, მარხვა, სარწმუნოება, მყუდროება. სულიწმინდასთან ერთად ადვილი და სასიხარულოა ცხოვრება, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, მთელი ცხოვრება უნდა მივუძღვნათ სულიწმინდის მოხვეჭას.დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს სიტყვები სწორედ ამაზე: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას და ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“ (ინ. 7, 37-38). შემდეგ დასძენს სახარება, რომ უფალმა ეს თქვა იმ სულზე, რომელიც უნდა მიიღონ მისმა მორწმუნეებმა (ინ. 7, 39). ეს არის სწორედ სულიწმინდა, სულიწმინდის მადლი. მაშასადამე, ვინ იღებს ამ ცოცხალ წყალს? მხოლოდ ის, ვისაც ძლიერ სწყურია, ვისაც ყველაზე მეტად სურს ცხოვრებაში ამ მადლის მიღება და მოხვეჭა, მიისწრაფვის ამისკენ.ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, სხვადასხვა გარემოების გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ ეკლესიაში მოსვლას, სათანადოდ ვერ ვასრულებთ მარხვებს, ვერ ვეხმარებით ღარიბებს, როგორც საჭიროა ისე, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა და სიმდაბლის გამოვლენა, რადგან სწორედ სიმდაბლითა და ლოცვით მოიპოვება ყველაზე უკეთ სულიწმინდის მადლი;მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით, უბრალო, არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, გარეგნულ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება, არამედ საჭიროა მხოლოდ უბრალო გული და გულის სიმდაბლე. შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიმდაბლე, ასეთი ლოცვა, რომ მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი და გავხდეთ ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულიწმინდისა და სული ღვთისა სუფევდეს და მკვიდრობდეს ჩვენში. ეს არის ჩვენი ღვთისგან ბოძებული დანიშნულება და მოწოდება.დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ასევე დღესასწაული ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისა, რომელშიც ვიმყოფებით. ამ დიდებული და შესანიშნავი ტაძრის აშენება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით აღსრულებული მრავალი დიდი საქმე ჩვენს ეკლესიაში, არის ნათელი დასტური სულიწმინდის შემწეობის.დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას დღევანდელი დიდებული დღესასწაული, მადლობა ვუთხრა თქვენთან ერთად მისი დიდი ღვაწლისთვის, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სულიწმინდის შეწევნა.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლი სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ.დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ილოცება ნიკოლაძეების გვარი.ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და სულიწმინდის მადლი მოგმადლოთ.ჩვენთან არს ღმერთი", - განაცხადა მეუფე შიომ.

დათო ოქიტაშვილის ოჯახში დიდი სიხარული – ლიზა დაქორწინდა…„ესაა ჩემი სიმდიდრე“

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დათო ოქიტაშვილის შვილმა ცოლი მოიყვანა, ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში თავად წერს და ფოტოებს აქვეყნებს.როგორც ცნობილია, ჯვრისწერა წყვილმა იტალიაში, იმ ქალაქში გადაიხადა, სადაც ერთმანეთი გაიცნეს და შეუყვარდათ. „ესაა ჩემი დიდი ოჯახი. დღეიდან ჩემი ლუკა ჩემი მეოთხე შვილი შემოგვემატა. მიყვარხართ ესაა ჩემი სიმდიდრე. მადლობა ყველას ვინც გაიზიარეთ ჩემი ლუკასი და ჩემი ლიზას ბედნიერება და ჩვენი ოჯახის ბედნიერება. სიკეთეში გადაგვეხადოს მთელ ოჯახს“, - წერს დათო ოქიტაშვილი.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი – ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ – ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია – ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი გადაბირებული ჰყავდა,...

მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) აცხადებს, რომ მის მოწამვლას ცდილობდნენ.ეპისკოპოსი გიორგი ამბობს, რომ მის მოწამვლას გეგმავდა მთავრობის წევრი და გადაბირებული ჰყავდათ მონაზონი, რომელსაც გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან.„პერსონიფიცირებას თავს მოვარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა, მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არა მარტო მღვდელმთავარი ღვთივდადგენილი, მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით. დღეს წაკითხულ სახარებაში ნათქვამია, ნიკოდიმოსი ამბობს, განა ჩვენი რჯული დასჯისო ადამიანს ისე, თუ არ მოუსმენსო? სწორედ ეს ადამიანი დაბარებულ იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ. ეს კაცი არის მაღალჩინოსანი, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს, მაგრამ ხომ არსებობს აღსარებები, არსებობს პრივატული საუბრები და ასე შემდეგ, შიდა ოჯახის რაღაც და ეს პიროვნება ჰყავდათ, არ მინდა, რუსული ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ უფრო გასაგებად ალბათ ბევრისთვის  „დავერბორკებული“, არ ვიცი, რით დააშანტაჟეს, არ ვიცი, რა გაუკეთეს, თუმცა კი მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამისგან. ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება. ასეთი მოვლენები და ვითარებაა ეპარქიაში. ეს პიროვნება, არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან, კუდამოძუებული, რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, რადგან მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია. მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები, ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება, მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაც გახდება ცხადი. მე მივეცი შანსი, რომ მას შეენანებინა, ეღიარებინა. არაერთი ადამიანი პირზე დაადგა მას, თვითონ ეს მონაზონი დაადგა პირზე, რადგან ორი თვის წინ ის მონაზონი მე გავაგდე ეპარქიიდან. ალბათ რომ ნახეს, რომ ის უკვე აღარ იყო საჭირო, მათაც გადააგდეს გვერდზე. როცა იგრძნო, რომ გამოყენებული იქნა და როცა მიხვდა, რომ გადაგდებული იქნა, მაშინ უკვე მან დაასახელა ყველაფერი, შემხვდა და მომიყვა ყველაფერს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგიმ.მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე აღნიშნა: „ახლა ეს ადამიანი ერთ კაცს მიგზავნის, რაღაცით  ვითომ მაშანტაჟებს, მეორე პიროვნებას მიგზავნის, რომ მომიშვი და ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ მე არ მჯერა მაგისი, აღარაფრის, ერთი სიტყვისა და მესამე სიტყვით, ვითომ საპატრიარქოში მიდის საჩივლელად. არსებობს კანონიკური სამართლის ნორმები. მე, როგორც ამ ეპარქიის მსაჯულმა და მღვდელმთავარმა, მას გამოვუტანე განაჩენი და დაუმტკიცდა ის, რასაც მე ვიძახი. მას არ აქვს უფლება, პიროვნულად შეხვდეს თუნდაც ქორეპისკოპოსს, ან რომელიმე მღვდელმთავარს, მას შეუძლია მხოლოდ მიმართოს სინოდალურ სხდომას, დაწეროს ოფიციალური განცხადება, თუ გამართლდება, მე დავტოვებ მღვდელმთავრობას და თუ არ გამართლდება, მე გამოტანილი მაქვს უკვე მისთვის განაჩენი“.

იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების  შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. ხმის მიცემა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, უცხოელს, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდანაა და არ ჰყავს იტალიის მოქალაქე ოჯახის წევრი, იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანა ამ ქვეყანაში 10-წლიანი ცხოვრების შემდეგ შეუძლია. რეფერენდუმზე წარმოდგენილი ინიციატივა ამ ვადის ხუთ წლამდე შემცირებას ითვალისწინებს, როგორც ეს საფრანგეთსა და გერმანიაშია. ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამ რეფორმით, რომელსაც მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ უჭერს მხარს, შეიძლება, ისარგებლოს 2,5 მილიონმა ადამიანმა. პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი  და მისი ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმები“ აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან. მელონის განცხადებით, იტალიაში ამჟამად მოქმედი სისტემა არის შესანიშნავი და ერთ-ერთი ყველაზე ღია იმის გათვალისწინებით, რომ იტალია მოწინავე ევროპულ ქვეყნებს შორისაა მოქალაქეობის მინიჭების ყოველწლიური მაჩვენებლით. ევროკავშირის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს იტალიის მოქალაქეობა 213 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ეს მთელი ევროკავშირის მაჩვენებლის მეხუთედია. აქედან დაახლოებით 30 ათასი არგენტინელი იყო, რომლებსაც იტალიელი წინაპრები ჰყავდათ. ჯორჯია მელონი და მისი კოალიციური პარტნიორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადონ. რეფერენდუმი შემდგარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა  50%-ზე მეტი. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი რეფორმა არ შეცვლის მიგრაციული კანონს, რომლის თანახმადაც, იმ მიგრანტ ბავშვებს, რომლებიც იტალიაში დაიბადნენ, იტალიის მოქალაქეობის მიღების უფლება 18 წლამდე არ აქვთ. იტალიის კონსტიტუციით, რეფერენდუმი იმართება, თუ ამ საკითხზე პეტიციამ 500 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა. ამჟამად რეფერენდუმზე, მოქალაქეობის გარდა, კიდევ ოთხი საკითხია დასაქმებულთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. წარმოდგენილ ინიციატივებს შორის ერთ-ერთი ართულებს სამსახურიდან გარკვეული კატეგორიის დასაქმებულების გათავისუფლებას, ერთი კი ითვალისწინებს კომპენსაციის გაზრდას მცირე ბიზნესების მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის.

ბოლო სიახლეები