პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც 18 წლის ნუცა მახვილაძე სწავლობდა, წარჩინებული სტუდენტები მისი სახელობის დაფინანსებას მიიღებენ – ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“ისეთი სტუდენტები, როგორიც ნუცა იყო (მაღალი ქულებით), უნივერსიტეტიდან მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას. ქართველი სტუდენტების გადაწყვეტილებით კი (რომლებიც იმ უნივერსიტეტში სწავლობენ), ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე.
ალბათ ყველამ წარმოიდგინეთ როგორი გოგო იყო ნუცა, როცა თაობები მისი სახელობის დაფინანსებით განათლებას მიიღებენ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.