პარასკევი, ივნისი 6, 2025

“ავტობუსი მოცურდა, აალდა წინა მხარე, მოხდა ჭყლეტა, გვეგონა ცეცხლი მოგვედებოდა…”- რა მოხდა წეროვანთან

წეროვანთან მეტროს ავტობუსი მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა – ინფორმაციას “მოგზაურთა კლუბში” მოქალაქე ავრცელებს და წერს:

“წეროვანთან ვიგრძენით რომ ავტობუსმა გააკეთა რთული მანევრი,საშიში, შევხტით
გაქანდა მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, მთელი სიჩქარით წავიდა გზიდან მარცხნივ და დაეჯახა ბორდიულებს.

აალდა წინა მხარე, ფორსაჟივით განათდა ყველაფერი, აქ უკვე კივის ყველა და ვდგებით, მოხდა ჭყლეტვა, დამეცა 5 ადამიანი თავზე.

კარი არ იღება.
ვკივით, არ იღება.
ასე სადღაც 2 წუთი.
ყველა ველოდებით რომ ეს ცეცხლი მოგვედება და ცოცხლად დავიწვებით ხალხი.
დავიწყეთ შუშის ჩატეხვა, ვერ ჩატყდა.

საბოლოოდ წინა კარი გაიღო და გადმოვედით.

მთელ გზაზე დაიღვარა ბენზინი.

ბორდიულები არის შეტეხილი.

ჯანმრთელობით ყველა გავხდით ცუდად, დედაჩემი დარბოდა ფეხშიშველი და ეხმარებოდა ხალხს.

მე დავიწყე ტირილი, ვტირით ყველა და ვზეიმობთ გადარჩენას.

მე არვიცი რა მოხდა, მაგრამ ამ ამბავს ჩვენ ესე არ დავტოვებთ.

აქვე: გამცილებელი ბიჭი ადიოდა და თითოეული ნივთი მისი სიცოცხლის ფასად ვამოჰქონდა იმიტომ რომ არაფერი იყო იმ წამს უსაფრთხო, უდიდესი მადლობა ამ ადამიანს ჩემი ოჯახისგან.

ჩვენ დავიბადეთ მეორედ.

ხვალვე ველოდებით ამ კომპანიის პასუხისმგებლობას.

მეტროს ავტობუსი მოგვიცურდა 2 საათის წინ წეროვანთან.

რა გადავიტანეთ, რას გადავრჩით მაგას არ მოვყვები, ვერ გამოვდივარ ისტერიკიდან

სხვები როგორ ხართ? აქ ვკითხულობ გამიზნულად, ბევრი იქნებით”,-წერს ნინა ჟვანია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოემზადეთ, მთავრდება ორპარტიული სისტემა? ახალი პარტია — გადატრიალება თუ თამაში?-შეიძლება კი ილონ მასკმა ამერიკის პოლიტიკა შეცვალოს?-რასწერს მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი თავის გვერდზე შექმნილ გამოკითხვაში.გამოკითხვაში ამ დროისთვის 1 930 968-მა მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

ბოლო სიახლეები