პარასკევი, ივნისი 6, 2025

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ დგას საპროტესტო ელექტორატისა და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე, რაც გულისხმობს 4 ოქტომბერს სპეცოპერაციაში არმონაწილეობას

„ნაციონალური მოძრაობა“ დგას საპროტესტო ელექტორატის და ქვეყანაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე, რაც გულისხმობს ივანიშვილის ე.წ. არჩევნებზე – 4 ოქტომბერს დაანონსებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის არმიღებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან სანიკიძის თქმით, ვინმე თუ იყენებს თავს თამაშგარე პოზიციაში, არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კიდევ მსჯელობენ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ირაკლი კობახიძის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებში.

„პოლიტპატიმრები როდესაც სხედან ციხეში, ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ინიშნება. ამიტომ, ვინ ჩაიყენებს თავს თამაშგარე პოზიციაში, ეს კიდევ საკითხავია. ამ ვითარებაში მე უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია ამ საკითხის განხილვაც კი და დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ მოუწევს პოზიციის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, წავა იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც კი დიდი პრობლემა ექნება, არა მხოლოდ ოპოზიციურ ელექტორატთან“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.

კითხვაზე, „ლელო“, „გირჩი“ და „გახარია საქართველოსთვის“ თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, რა აზრი აქვს მაშინ „ნაცმოძრაობის“ ბოიკოტს?“, ლევან სანიკიძემ აღნიშნა:

„ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სულ მცირე „ლელო“, ჩემი აზრით, ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ამ ფორმაციის ცესკო-თი, ამ პირობებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღის გარეშე და ციხეში პოლიტპატიმრებით. საჯაროდ შეიძლება, საუბრობენ და კარგია საჯაროდ ლაპარაკი, ნახავენ საზოგადოებრივ განწყობას. 2021 წელს ქალაქებში ნაკლები ხმები ჰქონდა ოპოზიციას? მარტო თბილისში რატომ უნდა იყაროს ვინმემ კენჭი? მგონია, მთლიანად საქართველოში გაყალბდა, თბილისშიც გაყალბდა და ყველგან გაყალბდა არჩევნები. ახლა კიდევ იმაზე უარესი ცესკო-ა, სხვა კოლეგა ოპოზიციონერები ციხეში არიან, სანქცირებული ცესკო ატარებს არჩევნებს და ახლა აქ ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ მე მივალ, ამომრჩეველს მოვატყუებ, რომ მის ხმას ამ სისტემაში დავიცავ და ამით ხელისუფლების ცვლილებას შევუწყობ ხელს, შემცდარა. ჩვენი პოზიციაა, რომ ასეთი ტიპის არჩევნებისთვის ბოიკოტის ინსტრუმენტის გამოყენება უფრო მეტ შანსს გვაძლევს ივანიშვილის ჩამოსაშლელად, ვიდრე სისტემურ ოპოზიციად ქცევა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

რა გახდა პატარა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?-შემზარავი ტრაგედია ხაშურში,ბავშვი გარდაიცვალა, დედა სიცოცხლეს ებრძვის

 ხაშურში დღეს შემზარავი ტრაგედია მოხდა – სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა მამამ 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში იპოვა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზაში მუშაობს და ღამის მორიგე ცვლაში იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების თქმით, გარდაცვლილ ბავშვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა სკოლაში დადიოდა.ამ დროისთვის, ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, საკვების მოწამვლას განიხილავენ.„ექიმები მოწამვლას ვარაუდობენ. ექსპერტიზა დაადგენს. სოკო არ ჰქონდა ნაჭამი, მაგრამ ნაჭამია სახლში დამზადებული აჯაფსანდალი და, მგონი, ძეხვიც. აღებულია ნიმუშები და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ბავშვის დედა კომაშია, გულიც აქვს დაზიანებული. შესაძლოა, ბავშვი უგონო მდგომარეობაში ნახა და ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა მისი მდგომარეობა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბოლო სიახლეები