პარასკევი, ივნისი 6, 2025

“ცეცხლთან თამაში ჯოჯოხეთით დასრულდება” – მედვედევი უკრაინას

რუსულ აეროდრომებზე განხორციელებული მასშტაბური ოპერაციის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს: ,,ცეცხლთან თამაში ჯოჯოხეთით დასრულდება. ჩვენს სტრატეგიულ ავიაბაზებზე დარტყმის მცდელობა არა მხოლოდ კიევის ნაციონალისტური რეჟიმის ტერორისტული აქტია, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ მათ საბოლოოდ დაკარგეს შიში, გონიერება და თვითგადარჩენის ინსტინქტი. ეს ყველაფერი არ ხდება დასავლეთის მონაწილეობის გარეშე. სწორედ ისინი აწვდიან ამ მწვანე მაისურებში გამოწყობილ ურჩხულებს ტექნიკას, კოორდინატებსა და დაუსჯელობის ილუზიას, მაგრამ დროა, ყველას შევახსენოთ: რუსეთს ხანგრძლივი მეხსიერება და ძალიან ზუსტი ხელი აქვს. პასუხი იქნება არა მხოლოდ ასიმეტრიული, არამედ გამანადგურებელი. ჩვენ ვიცით სად მიიღება გადაწყვეტილებები. ვიცით, სად სხედან ისინი, ვინც ფიქრობს, რომ სხვისი ხელებით შეუძლიათ ბრძოლა. დარტყმას იქ მივაყენებთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელიან. თავაზიანი ფორმულირებების დრო დასრულდა, ახლა მხოლოდ ფოლადი, ცეცხლი და სამიზნეების ზუსტი განადგურება უნდა მოხდეს. დაე, ილოცონ, თუმცა მათ ვერავინ უშველის, ვერც ნატო და ვერც სატანა სამკაპით, – ამბობს მედვედევი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

რა გახდა პატარა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?-შემზარავი ტრაგედია ხაშურში,ბავშვი გარდაიცვალა, დედა სიცოცხლეს ებრძვის

 ხაშურში დღეს შემზარავი ტრაგედია მოხდა – სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა მამამ 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში იპოვა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზაში მუშაობს და ღამის მორიგე ცვლაში იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების თქმით, გარდაცვლილ ბავშვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა სკოლაში დადიოდა.ამ დროისთვის, ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, საკვების მოწამვლას განიხილავენ.„ექიმები მოწამვლას ვარაუდობენ. ექსპერტიზა დაადგენს. სოკო არ ჰქონდა ნაჭამი, მაგრამ ნაჭამია სახლში დამზადებული აჯაფსანდალი და, მგონი, ძეხვიც. აღებულია ნიმუშები და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ბავშვის დედა კომაშია, გულიც აქვს დაზიანებული. შესაძლოა, ბავშვი უგონო მდგომარეობაში ნახა და ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა მისი მდგომარეობა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ფრიდრიხ მერცი – 6 ივნისს ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში, ვიცით რამდენად ვართ ვალში თქვენთან, ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკას შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე...

6 ივნისს ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში, ვიცით რამდენად ვართ ვალში თქვენთან, ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკას შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე გავლენა იქონიოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა.როგორც მერცმა აღნიშნა, ყველა ეძებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რათა რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს.„მე აქ ვარ ბატონო პრეზიდენტო, რომ მოგვიანებით გესაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მიზნის მიღწევაში. ჩვენ ყველანი ვეძებთ ზომებს და ინსტრუმენტებს, რათა დავასრულოთ ეს საშინელი ომი. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ხვალ, 6 ივნისს აღინიშნება დღე, როცა ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში. მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენს ხელშია, და, რა თქმა უნდა, ჩვენსაში“, – აღნიშნა მერცმა.მერცის რეპლიკას, რომ ამერიკელებმა 6 ივნისს ევროპაში ომი უკვე ერთხელ დაასრულეს, ტრამპა უპასუხა, რომ ეს დღე ალბათ არასასიამოვნო იქნებოდა. ფრიდრიხ მერცმა კი აღნიშნა, რომ არასასიამოვნო დღე იყო, თუმცა ამან გერმანია ნაცისტური დიქტატურისგან გაათავისუფლა.„ნამდვილად არასასიამოვნო დღე იყო, თუმცა ეს იყო ჩემი ქვეყნის გათავისუფლება ნაცისტური დიქტატურისგან. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად ვართ ვალში თქვენთან. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ამერიკა დღესაც ძლიერ პოზიციაშია, რათა გავლენა იქონიოს ომის დასრულებაზე. მოდით, ვისაუბროთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ერთად. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. თქვენ კარგად იცით, რომ უკრაინას აქტიური მხარდაჭერა გავუწიეთ და ახლა კიდევ უფრო ძლიერ ზეწოლას ვახდენთ რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა მერცმა.

ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა – ილონ მასკი

ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს კი წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი წერს, რომელმაც აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის ხელმძღვანელის პოსტი გასულ კვირას დატოვა.ყოფილ მოკავშირეებს, ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის უთანხმოების მიზეზი ხარჯების შესახებ კანონპროექტი გახდა, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ წინა თვეში დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტი მხარს უჭერს.კანონპროექტი ზოგიერთ სფეროში, მათ შორის თავდაცვისთვის და მიგრაციული პოლიტიკის გასატარებლად ხარჯების გაზრდას, სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.„ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, რესპუბლიკელები კი სენატში წარმოდგენილი იქნებოდნენ 51/49 თანაფარდობით. როგორი უმადურობაა“, – წერს მასკი.მანამდე დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერთან ერთად მედიასთან საუბრისას თქვა, რომ იმედგაცრუებულია ილონ მასკით.ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა.ილონ მასკმა, ასევე, სოციალურ ქსელში გააზიარა დონალდ ტრამპის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული განცხადებები, რომლებშიც ტრამპი სახელმწიფო ვალის და საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდას აკრიტიკებდა.„ბრძნული სიტყვები“, – წერს მასკი.

დონალდ ტრამპი – გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება არ შედგება, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება, ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, ტანგოსთვის...

გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება არ შედგება, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება, ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ ჰკითხეს. საპასუხოდ ტრამპს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმება თუ არ შედგება, ორივე ქვეყნის მიმართ ძალიან მკაცრი იქნება.„ჩემს გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ იმ მომენტს, რომ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. სიმართლე ვთქვათ, ეს შეიძლება ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, რადგან იცით, რომ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. იქნება ეს რუსეთი თუ ვინმე სხვა, ძალიან მკაცრები ვიქნებით“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები